x
მეტი
  • 19.01.2017
  • სტატია:62770
  • ვიდეო:313641
  • სურათი:413552
რატომ ჰქვია - ნიაგარა

ნიაგარა
მინდა მოგითხროთ სხვადასხვა სიტყვების ჩემეული ვერსია, რომელიც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს და მხოლოდ ჩემი მხიარული მოსაზრებაა. მსგავს მოსაზრებებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.

უხსოვარ დროში, აგარაში ერთი კაცი ცხოვრობდა. გუჯა ერქვა. ძალიან ახირებული კაცი იყო, რასაც იტყოდა აუცილებლად უნდა შეესრულებინა (ბავშვობაში აიტეხა უნდა გავიზარდოო და გაიზარდა).


ერთ დღესაც თქვა: აგარში შაქარი უნდა ვაწარმოო (ეს ის დროა როცა არათუ აგარში, დუნიაზე არ იყო შაქრის საწარმო. არც გოჩა ძასოხოვი იყო ჯერ დაბადებული), გაოცდნენ აგარელები, ეგ როგორო? როგორ და წავალ, ლერწამს ჩამოვიტან და მერე მე ვიციო. თქმა და შესრულება ერთი იყო. ჯერ მეზობელ ტანიასთან რუსული ისწავლა (მართალია, რუსეთი ჯერ არაა იმპერია, მაგრამ სანამ ვივლი ეგებ გახდეს და გამომადგებაო), მერე ცოლთან მივიდა ზუსტად ერთი კვირის საგზალი გამიმაზდეო.


გაუმზადა ნელიმ საგზალი და წავიდა. ზუსტად ერთ კვირაში, მაშინ როცა გუჯა ათასობით კილომეტრით იყო აგარას დაშორებული და მაშინ როცა ხურჯინში მშიერმა ჩაყო ხელი და საჭმელი ვერ ნახა, მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა ათ სართულიანი გინება. წლები იარა გუჯამ ლერწამის ძიებაში. ამასობაში დაბერდა. მხოლოდ იმას ნატრობდა ნეტა აგარაში მაინც წამიყვანაო. აშშ-სა და კანადის საზღვართან იყო, როდესაც ინსულტი დაემართა.


გვერდით გამყოლ ჯონის უთხრა, რაც ფული მაქვს სულ მოგცემ და აგარაში წამიყვანეო. კაიო უთხრა ჯონიმ და წაიყვანა. გუჯა გაითიშა, მხოლოდ სუნთქვადა. 6-7 დღის მერე გაახილა თვალი და დიდი ჩანჩქერი დაინახა, შეშინებულმა წამოიძახა - Это Ни Агара და სული განუტევა. ჯონიმ ჩანჩქერის ხმაურში მხოლოდ ბოლო ორი სიტყვა გაიგონა. ამ დღის შემდეგ, ჯონი გადაწყვეტილებით, გუჯა საპატივსაცემოდ ჩანჩქერს ნიაგარა ეწოდა.
”ვიცოდეთ ჩვენი დიდი წინაპრების გმირობის ამბები”

0
257
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლადო გოგოლაძე
ლადო გოგოლაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0