თავის მოვლა როგორ უნდა განიკურნო შენი თავი – იაპონური მეთოდი 2017, 7 იანვარი, 1:37 სიტყვა "შიაცუ" ქართულად უცნაურად ჟღერს, იაპონურად ში – თითს ნიშნავს, აცუ – დაჭერას, დაწოლას.
შიაცუ იაპონური თერაპიაა და როგორც ავტორი -ტოკუირო ნამიკოში
აღნიშნავს ამ თერაპიას შეუძლია სასიცოცხლო ძალების მოზღვავება.
მასწავლებელი, რომელიც ამ სისტემას გამოიყენებს შეძლებს ჩამორჩენილი მოსწავლე მომავალ მეცნიერად აქციოს, ცოლი რომელმაც იცის შიაცუ ქმართან ინტიმურ ურთიერთობაში სრულ ჰარმონიას მიაღწევს. თუ თქვენ საკუთარ ორგანიზმზე მოსინჯავთ შიაცუს მალე თავს უკეთ იგრძნობთ და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ რიგი დაავადებები. მაშ ასე ერთგვარი მიმოხილვა თითების ძალის, თითების რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული შინაგან ორგანოებთან. ნეკი გულით დაავადებულებს აქვთ სუსტი ნეკი, ზოგჯერ იმდენად რომ თითები საჭირო დოზით არ იხრებიან. ნეკების ვარჯიში აუმჯობესებს გულის ფუნქციას. არათითი არათითის გამაგრებით ხდება ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზება. შუათითი შუათითით ქვეითდება მაღალი არტერიული წნევა, უმჯობესდება ნაწლავების ფუნქცია. ადამიანებს რომლებსაც სუსტი საჩვენებელი აქვთ ხშირად აწუხებთ კუჭის დაავადებები. ცერი ძლიერი ცერი აქვთ ნებისყოფიან ადამიანებს, ამ თითის განვითარება დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე. შიაცუს ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას. მარცხენა ცერი უნდა მოაქციოთ მარჯვენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს შორის, ჯერ გაჭიმვის მსგავსი მოქმედება თან უნდა დააჭიროთ სამ ზონას, თითის დასაწყისიდან დაბოლოებამდე " ბალიშის" ჩათვლით. სხვა თითებზეც ანალოგიური პროცედურაა საჭირო და იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ხელზეც. 1982 შეფასება არ არის
|