x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70116
  • ვიდეო:322935
  • სურათი:424200
8 უმნიშვნელოვანესი რჩევა ცნობილი ფსიქოთერაპევტისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

სავარაუდოდ ყველა ჩვენგანს სურს ჰქონდეს ისეთი გზამკვლევი, რომელიც ბედნიერ და უზრუნველ ცხოვრებაში დაეხმარებოდა. თუმცა, უფრო ხშირად ყველაფერს საკუთარი გამოცდილებით ვსწავლობთ, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ არ ვიზიარებთ იმ ადამიანთა ბრძნულ რჩევებს, ვინც უკვე დააგროვა სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილება.


image


ნურავის დააკისრებთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება


გასაგებია, რომ ცდუნება დიდია, მაგრამ საკუთარი თავი შეიცოდეთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღიარებთ საკუთარ თავთან და გადაწყვეტილებას მიიღებთ – "მხოლოდ მე ვაგებ პასუხს ყველა ჩემს წარმატებასა და წარუმატებლობაზე, " –თქვენ გაძლიერდებით.


მიიღეთ ის ფაქტი, რომ წარსულს ვერ შეცვლით, ის დასრულდა


ჩვენ მხოლოდ საკუთარ მომავალზე შეგვიძლია ზემოქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს დღევანდელ ქმედებებთან, ყოველ წუთთან. ნუ ელოდებით რომ მომავალი გაგიღიმებთ, გააკეთეთ ისე რომ აიძულოთ მას გაგიღიმოთ.


გათავისუფლდით ილუზიისგან, რომ სხვა ადამიანების შეცვლა შეგიძლიათ

ქვეცნობიერად ყველას გვაქვს მსგავსი გულუბრყვილო დამოკიდებულება ადამიანებისადმი, შედეგი კი ის არის რომ ხშირ შემთხვევაში იმედები გვიცრუვდება. ადამიანებს მხოლოდ ვითარება ცვლის, სხვა დანარჩენი უბრალოდ თავის მოტყუებაა. ნება მიეცით მათ იყვნენ განსხვავებულები.


ჩვენ სხვებს ძლიერები ვჭირდებით


სუსტები, დაღლილები, უბედურები – ჩვენ არავის ვჭირდებით. თუ ადამიანები თავს ისე გაჩვენებენ თითქოს მათ ესმით თქვენი, ამან შეცდომაშაში არ შეგიყვანოთ. რეალურად ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. თავი ხელში აიყვანეთ, ამოისუნთქეთ, გამოფხიზლდით, იფიქრეთ იმაზე რომ ყველაფერი შედარებითია –სხვას შესაძლოა თქვენზე რთული მდგომარეობა ჰქონდეს. ყოველთვის გახსოვდეთ, როგორც ერთ-ერთმა ცნობილმა კარდიოლოგმა თქვა: " არ ღირს წვრილმანებზე ნერვიულობა, ჯანმრთელობის გარდა კი ყველაფერი წვრილმანია."


image


ყველა ჩვენს ქმედებას განსაზღვრული შედეგი მოჰყვება


ფაქტიურად ჩვენ იმას კი არ ვირჩევთ თუ რას გავაკეთებთ, არამედ იმას თუ რა შედეგი მოჰყვება ჩვენს ქმედებას. ამიტომ სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე და ამით თქვენს ცხოვრებაში უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.


ისე ნუ ცხოვრობთ, თითქოს მუდმივად აპირებთ ცხოვრებას


ყველა ადამიანი კვდება – ეს გარდაუვალი ფაქტია. შეიძლება ამაზე ფიქრით დაიტანჯოთ თავი ან თავს ძალა დაატანოთ და საერთოდ არ იფიქროთ ამ თემაზე. მაგრამ ნუ იცხოვრებთ ისე, თითქოს მუდმივად აპირებთ ცხოვრებას. და ნურც ისე იცხოვრებთ, თითქოს ხვალ აპირებთ სიკვდილს. კარგად გაიაზრეთ ეს ორი რჩევა, იპოვეთ ოქროს შუალედი და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენთ ბედნიერი ცხოვრების რეცეპტს.


გააკეთეთ ის, რასაც შინაგანად თვლით რომ მნიშვნელოვანია


თუ ცხოვრების არსზე საკუთარ თავს კითხვებს უსვამთ, ეს იმას ნიშნავს რომ დეპრესია გაქვთ. მნიშვნელოვანია არა კონკრეტული "არსი ცხოვრების, " არამედ იმის შეგრძნება, რომ გააზრებულად ცხოვრობთ. გააკეთეთ ის რასაც შინაგანად გრძნობთ რომ აუცილებელია. ნუ გამოეკიდებით წარმატებას – თუ თქვენ იმას აკეთებთ, რასაც თვლით რომ მნიშვნელოვანია, წარმატება თავად გამოგეკიდებათ.


არასოდეს დახარჯოთ თქვენი დრო და ძალა მათზე, ვისთვისაც უმნიშვნელო ხართ, ან უფრო უარესი – არ უყვარხართ

"არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს" (მარკესი) თუმცა, ამ სამყაროში არიან ისეთებიც, ვისთან ერთადაც ბედნიერად იცხოვრებთ. იმის შიშით რომ ვიღაც თქვენს კეთილგანწყობას ბოროტად გამოიყენებს და გულს გატკენთ, ნუ იქნებით ჩაკეტილები. იყავით კეთილები და ზომიერად გახსნილები, მაგრამ ფრთხილები. ამით ნამდვილად არაფერს დაკარგავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანის 8 ოქროს წესი. ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს!


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენთან მფარველი ანგელოზი იმყოფება


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


ეტიკეტის 15 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები


დიეტოლოგის 24 რჩევა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის


5 რჩევა – როგორ განვასხვავოთ ბრენდული სათვალე ყალბისგან

4
2762
16-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
2762
  
13 იანვარი, 9:35
მადლობა, შეფასებისთვის :)
12 იანვარი, 16:50
საინტერესო იყო
10 იანვარი, 23:05
სრულიად ვიზიარებ თქვენს შეხედულებას! მადლობა შეფასებისთვის :)
10 იანვარი, 16:04
ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია–არ დავკარგო დრო ადამიანებზე, რომლებიც ამას არ იმსაურებენ.
მირჩევნია თავისუფალი დრო სხვა რამეში გამოვიყენო, ვიდრე ამ ადამიანებთან ურთიერთობაში "გავფლანგო"...
სტატია როგორც ყოველთვის აქტუალური და საინტერესოა...
0 1 4