x
მეტი
  • 30.03.2017
  • სტატია:65154
  • ვიდეო:317403
  • სურათი:415992
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენთან მფარველი ანგელოზი იმყოფება

მათ, ვისაც სწამს მფარველი ანგელოზების არსებობის, ხშირად უჭირთ იმის აღქმა იმყოფებიან თუ არა მათ გვერდით ისინი. უკვე მრავალი წელია დაკვირვების შედეგად ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები და ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, რისი მეშვეობითაც მფარველი ანგელოზის სტუმრობის 10 ნიშანი გამოავლინეს.


image


1. ანგელოზი სიზმარში მოდის სტუმრად


სიზმრებს, ხშირ შემთხვევაში ისე აღიქვამენ, როგორც სულის სარკმელს. თუმცა, მას ასევე შეუძლია მიგანიშნოთ, რომ თქვენთან ახლოს მფარველი ანგელოზი იმყოფება. ამით გეუბნებათ, რომ ის თქვენთანაა და გეხმარებათ. შესაძლოა რაიმე გამცნოთ ან უბრალოდ შეგახსენონ საკუთარი არსებობის შესახებ.


2. უცნაური ფერადი წრეები


თუ გაურკვეველი მიზეზით დაინახავთ კაშკაშა სინათლეს ან უცნაურ ფერად წრეებს, შესაძლოა იფიქროთ, რომ უბრალოდ თვალმა მოგატყუათ. სინამდვილეში ბევრი ადამიანი თვლის, რომ ამ დროს ვხედავთ ანგელოზები როგორ გადაადგილდებიან. ეს შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში შენიშნოთ ან სურათზე თქვენთან ახლოს. ბევრი ამტკიცებს რომ ეს უნიკალური კაშკაშა სინათლე იმის ნიშანია, რომ მფარველი ანგელოზი თქვენს გვერდით იმყოფება.


3. უეცარი ტკბილი სურნელი


თუ უცაბედად ტკბილი სასიამოვნო სურნელი შეიგრძენით, თუმცა ვერ ხვდებით საიდანაა, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ანგელოზი ახლოს იმყოფება. მათ, ვისაც სჯერა ანგელოზების არსებობის, ამბობენ რომ ამით ისინი ცდილობენ განიშნონ, რომ თქვენს გვერდით იმყოფებიან. ეს შეიძლება იყოს გემრიელი დესერტის, ყვავილების ან სუნამოს ნაზი სურნელი.


4. თეთრი ბუმბულის პოვნ


ჯეკი ნიუკომბის ერთ-ერთ წიგნში მფარველი ანგელოზების შესახებ, ნათქვამია რომ თეთრი ბუმბული უსაფრთხო და მარტივი გზაა თქვენი მფარველი ანგელოზისთვის გამცნოთ, რომ ის თქვენთანაა. ავტორის აზრით ეს ყველაზე გავრცელებული ნიშანია. შესაძლოა სრულიად შემთხვევით და მოულოდნელ ადგილას გადააწყდეთ მას.


5. თქვენი ბავშვი ხედავს იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ


ბევრს სჯერა, რომ ბავშვებს და ცხოველებს უნარი აქვთ დაინახონ მფარველი ანგელოზები, მაშინ როდესაც ზრდასრულებს ეს არ შეუძლიათ. ამბობენ, რომ ანგელოზები ამშვიდებენ ბავშვებს, როდესაც ისინი ჭირვეულობენ. შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენი პატარა დაჟინებით აკვირდება ერთ წერტილს ან უღიმის სიცარიელეს, თითქოს იქ ვიღაც არის. ეს ნიშანია მფარველი ანგელოზის ყოფნისა მათ სიახლოვეს.


6. ღრუბლებს ანგელოზის ფორმა აქვს


ბავშვობაში ბევრ ჩვენგანს ღრუბლებზე დაკვირვება იტაცებდა, სხვადასხვა ფორმების გარჩევა, მიმსგავსება... ამ დროს ზოგი ცხოველებს ხედავს, ზოგი კი სრულიად განსხვავებულ საგნებს. თუ ხშირად გეჩვენებათ რომ ღრუბელები ანგელოზებს ჰგვანან, მაშინ ეს შესაძლოა იყოს მისი მახლობლად ყოფნის ნიშანი.


7. თქვენ ამჩნევთ ერთნაირ ციფრებს


იმ ავტორების აზრით, ვინც ამ თემატიკით არიან დაინტერესებულნი, ანგელოზები ხშირად ცდილობენ ადამიანთა ყურადღების მიპყრობას ერთნაირი ციფრების მეშვეობით, რომელიც სრულიად შემთხვევით გხვდებათ თვალში. ეს შესაძლოა იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ციფრები ან თარიღები ან ციფრები, რომელიც მეორდება... თუ მსგავს ფაქტს ხშირად აწყდებით, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი იქვე ახლოს იმყოფება.


8.ტემპერატურის უაეცარი ცვლილება


ბევრ ადამიანს სჯერა მსგავსი მოვლენის – ეს შესაძლოა იყოს სიცივის ან სითბოს მოულოდნელი შეგრძნება მთელ სხეულში. ამ ყოველივეს, ანგელოზის ახლოს ყოფნით ხსნიან.


9. შეგრძნება, თითქოს მახლობლად ვიღაც იმყოფება


ბევრს ჰქონია მსგავსი გრძნობა, თითქოს მასთან ახლოს ვიღაც არის, მიუხედავად იმისა, რომ ოთახი სადაც იმყოფება, ცარიელია. თვლიან, რომ ეს მფარველი ანგელოზია.


10. უეცარი სითბო თავის ზედა ნაწილში


თუ მოულოდნელად თავის ზედა ნაწილში სითბოს შეიგრძნობთ, ასეთ შემთხვევაში თქვენთან ანგელოზი იმყოფება. ბევრი თვლის, რომ სხეულის ეს ნაწილი ანგელოზის ნიმბასთანაა კავშირში და ამის მეშვეობით მას შეუძლია ადამიანთან დაკავშირება.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


9 დღე სიკვდილის შემდეგ: რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა ემართება ადამიანის სულს


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


რა უნდა ვიცოდეთ თოვლის შესახებ – გასაოცარი ფაქტები



0
1709
13-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0