x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები

image


რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო რთულია მკაცრი დიეტების დაცვა და კილომეტრების გარბენა ზედმეტი კილოგრამებისაგან გასათავისუფლებლად. ჰორმონალური ცვლილებები, დაღლილობა, დასვენების სურვილი და სტრესის გამო, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში, რაიმე გემრიელის ჭამა – ლამაზი სხეულის მუდმივი მოწინააღმდეგეები არიან.

როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ფორმა და ნორმალური წონა ასეთ პირობებში? ამის შესახებ გვესაუბრებიან ექიმები და ფიტნეს-ინსტრუქტორები.

1. იძინეთ არანაკლებ 7 საათისა

image

ამერიკელ მეცნიერთა კვლევის Nurses' Health Study – ის მონაცემების თანახმად დადგინდა, რომ არასაკმარისი ძილი წონის მატების პროვოცირებას ახდენს. ძილის ნორმალური ხანგრძლივობა 40 წელს ზემოთ აუცილებლად უნდა შეადგენდეს 7 საათს. შეეცადეთ დასასვენებელი დრო გამოყოთ, რა თქმა უნდა, თქვენი ჩვეული ბიორიტმის გათვალისწინებით. "ტოროლები" ადრე უნდა დაწვნენ დასაძინებლად, "ბუებმა" კი ძილი დილით უნდა გაიხანგრძლივონ (შეგიძლიათ საუზმე სამსახურში მიირთვათ, შხაპი კი ძილის წინ მიიღოთ).

2. ყურადღება მიაქციეთ ზურგს

image

ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ. 40 წლის შემდეგ უმეტესობას არა აქვს სპორტულ დარბაზებში სიარულის და ხანგრძლივი, დამღლელი ვარჯიშებით თავის ტანჯვის სურვილი. ასეთ შემთხვევაში უნდა შეარჩიოთ შესაფერისი აქტივობის ფორმა, რაც თქვენში დაღლილობასა და უკურეაქციას არ გამოიწვევს. ფიტნეს-ინსტრუქტორები გირჩევენ, რომ სხეულის დატვირთვის ისეთი ფორმა შეარჩიოთ, რაც სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, ზურგისთვის. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორი მუშაობა უზრუნველყოფს ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებასა და ასევე კარგ ჯანმრთელობას. თუ ზურგი სწორედ გიკავიათ და თავისუფლად დადიხართ, ეს ხაზს უსვამს თქვენს ქალურობას და უფრო მიმზიდველს გხდით.

image

ზურგის სწორედ დაკავების სწავლა შეიძლება როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში სპეციალისტებთან, ისე სახლში. თქვენ არ მოგიწევთ სიმძიმეების აწევა ან სირბილი ოფლის ღვრამდე. ძირითადად, ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც მიმართულია ზურგის გამაგრებასა და მის სწორ მდგომარეობაში ფორმირებაზე, მოიცავს

გაჭიმვის ელემენტებს და სხვადასხვა ჯგუფის კუნთების გასამაგრებელ ვარჯიშებს. ეს ყველაფერი წყნარ ტემპში მიმდინარეობს. შეგიძლიათ დამამშვიდებელი, სასიამოვნო მუსიკაც დაურთათ. ეფექტის მისაღებად მუდმივად ეცადეთ გამართული ზურგით იაროთ ან იჯდეთ სამსახურში ყოფნისას თუ დასვენების პროცესში.

3. კორექტირება შეიტანეთ კვების რეჟიმში

image

წონის მატება უფრო ხშირად გამოწვეულია არასწორი რაციონით, რომელიც შედგება ზიანის მომტანი მაღალკალორიული პროდუქტებისაგან. მკაცრი დიეტები, უცხიმო ხაჭოთი კვება, შაქრის გამორიცხვა – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეფექტურია... ახალგაზრდობაში. მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე იცავთ კვების მკაცრ რეჟიმს, ზედმეტი არაფერი გიჭამიათ, დგებით სასწორზე და იგივე ციფრებს ხედავთ. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება იმედი არ გაგიცრუვდეთ? რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ნაკლები შედეგია ყველა სტანდარტული გახდომის ვარიანტისგან. ეს ყოველივე ჰორმონალური ცვლილებებითაა გამოწვეული, ამის გამოა ასე რთული გახდომა 40 წლის ზემოთ. აქ მთავარია, არ განაწყენდეთ, უნდა შეძლოთ საკუთარი თავის სწორედ მოტივირება და დისციპლინირება, იმისათვის რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

imageექსპერტები შემდეგი ზომების მიღებას

გვთავაზობენ:

– ყურადღება მიაქციეთ მიღებული წყლის რაოდენობას (1.5ლ-2ლ) ყოველდღიურად, ყავის დალევა შეზღუდეთ – მიირთვით მხოლოდ 2 ფინჯანი.

– უპირატესობა მიანიჭეთ რძის და მცენარეულ ცილებს (ყველი, ხაჭო, სოკო...), რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმს უჭირს ცხოველური ცილების ათვისება.

– სწრაფი ნახშირწყლები ნელი მოქმედების ნახშირწყლებით შეცვალეთ – შოკოლადისა და ორცხობილას ნაცვლად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

– შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, რადგანაც ის წონის მატების პროვოცირებას ახდენს, იწვევს თავის ტკივილებს და დარღვევებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. დასაშვები ნორმაა დღეში ერთი ჭიქა ღვინო (უმჯობესია წითელი მშრალი).

4. კვებას უფრო რაციონალურად მიუდექით

image

თუ თქვენ დიეტას ან კვების რეჟიმს არღვევთ, ნუ განაწყენდებით. ძალიან ხშირად ამის მიზეზს განსაზღვრული ფსიქოლოგიური პრობლემა წარმოადგენს. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს კიდევ ერთი ნატეხი შოკოლადის გამო, ეს მხოლოდ ხელს უწყობს სტრესის გამძაფრებას. სიამოვნება მიიღეთ ჭამის პროცესისგან – ლამაზად გააწყვეთ მაგიდა და მიირთვით საყვარელი კერძი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება მხოლოდ საკვების მეშვეობით არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ. უნდა დაკავდეთ რაიმე სხვა სასიამოვნო, თქვენი ინტერესების შესაფერისი აქტივობით – იმით რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოგანიჭებთ.

0
3228
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0