x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პროფესიული სტრესი
imageდღეისთვის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სტრესი სამუშაოს განუყოფელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჭარბი შრომითი სტრესი ჯანმრთელობის გაუარესებასთანაა კავშირში.დაბალი მწარმოებლურობა, დასვენების არასწორი ორგანიზაცია, შრომითი უკმაყოფილება, ტრავმატიზმის და სიკვდილიანობის ზრდა უკავშირდება დროის არარაციონალურ ორგანიზაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემას.

აშშ-ს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, სტრესული ეტიოლოგიის დაავადებებს პროფესიონალურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორთა ჯგუფი იწვევს.მათ შორის–სამუშაოს მოთხოვნები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, არასწორი კვება, დასვენებისთვის არასაკმარისი დრო, გაზრდილი პასუხისმგებლობა ოჯახში, სამუშაოს პიროვნების კვალიფიკაციასთან შეუსიტყვაობა, ერთფეროვანი სამუშაო(სამუშაო, რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებას და დაბალ ინიციატივას, სუპერვიზიის სტილი, გადატვირთული სამუშაო დღე და სხვა, რომელთაც მივყავართ დაუკმაყოფილებლობამდე); ისინი ხელს უწყობენ სამუშაოს გაცდენების რიცხვის ზრდას, დაბალ პროდუქტულობას და სამუშაო ნევროზების ჩამოყალიბებას.

მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევები აღმოცენდება სამუშაოსთან დაკავშირებული დაძაბულობის შედეგად.მათ შორის:

1.სხვადასხვა ტიპის ემოციური დარღვევები(მაგ.შფოთვა, დეპრესია);


2.ფსიქოსომატური დარღვევები(მაგ.კუჭის წყლული);

3. ქცევის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ალკოჰოლისა და სიგარეტის მეტისმეტი რაოდენობით მოხმარება

პროფესიული სტრესის სხვადასხვა წყარო არსებობს: 1)სამუშაო გარემოს ფიზიკური მახასიათებლები. ტემპერატურა, ტენიანობა, ხმაური, ვიბრაცია, ცუდი განათება-დისკომფორტისა და სტრესის გამომწვევი მატერიალური გარემოს ეს მახასიათებლები სტრესის ფსიქოლოგიაში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი.სამუშაოს ფიზიკური გარემო მეორეხარისხოვან როლს თამაშობს სტრესის ეტიოლოგიაში.სამუშაო გარემოს მიერ გამოწვეული სტრესი ხშირად ხანმოკლე და მსუბუქი ფორმისაა და ადამიანი ახერხებს მის დაძლევას ისე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.სამუშაოს ფიზიკური პირობების ფსიქოსოციალური გავლენა ძირითადად გამოიხატება სხვა სტრესორისადმი ტოლერანტობის შემცირებასა(პერსონალი უფრო მგრძნობიარე ხდება სტრესის სხვა წყაროების მიმართ) და შრომითი მოტივაციის კლებაში.

სოციალური გარემო სამუშაოს მნიშვნელოვანი კომპონენტია.სოციალურ გარემოში არსებული პრობლემები პროფესიული სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა.სოციალური გარემოს სტრესორთა ჯგუფს მიეკუთვნება:

1.ჯგუფური კავშირების არქონა(გარიყულობა);

2.სოციალური მხარდაჭერის არქონა

3.ინტერინდივიდუალური, ინტერპერსონალური და ჯგუფთაშორისი კონფლიქტები.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მკვლევარი უარყოფს პროფესიული სტრესის ჩამოყალიბებაში სამუშაოს გარეთ არსებული ძალების გავლენას, აშკარაა მათი უდიდესი მნიშვნელობა.სოციალურ-ტექნოლოგიური ცვლილებები, ოჯახი, ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი და სხვა სამუშაოსთან, ერთი შეხედვით, ნაკლებად დაკავშირებული გარემო პირობები ადამიანს სხვადასხვა მახასიათებლის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.მაგ.ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება აიძულოს ადამიანი, აიღოს დამატებითი სამუშაო.მეტისმეტად გადატვირთული სამუშაო დღე პროფესიული სტრესის წყაროა.ასეთი სამსახური დროს არ უტოვებს ადამიანს ოჯახური ურთიერთობებისთვის, რაც, თავის მხრივ, ასევე შეიძლება იქცეს სტრესის წყაროდ.“სამუშაო ნევროზების" ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი ე.წ. ექსტრაორგანიზაციული სტრესორები: არადამაკმაყოფილებელი საშინაო პირობები(არასაკმარისი კვება და სხვა);თავისუფალი დროის ნაკლებობა, ის, რის გამოც მცირდება სოციალური კონტაქტები, ოჯახური პრობლემები, ფინანსური სიძნელეები და სხვა.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჭუმბურიძე
სოფიო ჭუმბურიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0