ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი რომელიც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი “Patriot”
2016, 25 დეკემბერი, 21:35
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეფექტური და საიმედო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი “Patriot”–ი. სპარსეთის ყურის კრიზისში 1991 წელს ამერიკულმა საზენიტო–სარაკეტო კომპლექსმა “Patriot” თავი გამოიჩინა როგორც ეფექტურმა კომპლექსმა. თუმცა მისი ეფექტურობა პროცენტულად სტანდარტული " PAC-2 " რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საკმაოდ დაბალი 36% იყო. სამწუხაროდ კომპლექსის რაკეტა აცდენილმა მოწინააღმდეგის ბალისტიკურმა რაკეტამ 28 ამერიკელი სამხედრო მოკლა და 200 დაჭრა.
ამერიკელებმა აღნიშნული კრიზისის შემდეგ გადაწყვიტეს მოეხდინათ აღნიშნული კომპლექსის რაკეტის მოდერნიზება ისე, რომ რაკეტა უკვე უშუალოდ მოწინააღმდეგის რაკეტას დაჯახებოდა ან მაქსიმალურად ახლოს აფეთქებულიყო მის გასანადგურებლად. ამერიკელების თქმით მათ ეს შესძლეს და ასე შეიქმნა მოდერნიზებული რაკეტა აღნიშნული კომპლექსისათვის–"PAC-3".