x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
რამდენ ტყვიას გაუძლებს მანქანის დაჯავშნული კარები ტყვიამფრქვევიდან სტანდარტულ 7, 62 მმ კალიბრის ტყვიებს თუ ვესვრით

image როცა გაიგებენ სიტყვა ჯავშანს ეგრევე წარმოიდგენენ ჯავშანჟილეტს და სპეცრაზმელების დაჯავშნულ ფარს, რომელმაც უნდა გაუძლოს მოწინააღმდეგის ურიცხვ ტყვიას.
ბუნებრივია ჯავშანჟილეტი და დაჯავშნული ფარი მართლაც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ჯავშანჟილეტს და დაჯავშნულ ფარს აქვს რესურსი, რომლის იქით მისი სიმტკიცე ირღვევა და შესაბამისად ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტყვიის კალიბრს, ტყვიის ტიპს, რადგან თუ ჩვეულებრივი ტყვია ვერ ახერხებს ჯავშნის გარღვევას, ამას აკეთებს ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ტყვია.
თუმცა ამ სტატიაში სულ სხვა რამეზე გვექნება საუბარი, გამოცდილ იქნება რუსული მანქანის "გაზელის" სამხედრო ვერსიის მრავალფენიანი, დაჯავშნული კარები. მას ესვრიან მოდერნიზებული კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევიდან.
პირველი ტყვიების გასროლისას კარი დიდად არ დაზარალებულა, თუმცა ტყვიებმა თავისი კვალი ნამდვილად დაამჩნია კარებს.
კარის დაჯავშნის კლასი მეხუთე დონისაა, ჯავშნის სისქე 5 მილიმეტრი.
თუ კარის დამჯავშნელ მწარმოებელს დავუჯერებთ "დრაგუნოვის" სნაიპერულ შაშხანას არ ძალუძს გაარღვიოს აღნიშნული დაჯავშნული კარის ჯავშანი.
ექსპერიმენტში გამოყენებულ იქნა კაშნიკოვის მოდერნიზებული ტყვიამფრქვევი 7, 62 კალიბრის ტყვიებით.
პირველი 15 გასროლა იყო ერთეული გასროლებით, ჯავშნის მთლიანობა არ დარღვეულა, თუმცა კარზე გაჩენილი ჩადრეკილი ადგილების ნახვისას ცხადი იყო, რომ მომდევნო სროლას კარი ვერ გაუძლებდა.
მომდევნო 10 გასროლა მოხდა ავტომატური ჯერით, აი აქ კი დაჯავშნულმა კარმა ვერ გაუძლო ტყვიების მოხვედრას და კარს ჯავშნის მოზრდილი ნაწილი მოწყდა.
გამოდის მწარმოებელის მიერ ტექნიკურ მახასიათებლებში შეგნებულად იქნა არასწორი ინფორმაცია ჩაწერილი.
გამოყენებულ იქნა სტანდარტული ტყვიები, ჯავშანგამტანი ტყვიებით სროლის შემთხვევაში წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა კარს და რა დღეში აღმოჩნდებოდა კარს მიღმა მყოფი ადამიანი ან ადამიანები.




0
487
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
487