x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80920
  • ვიდეო:333199
  • სურათი:438318
თავდაპირველად ხე ეგონათ, მაგრამ ამოღების შემდეგ გაოცებულნი დარჩნენ!

2016 წელს, რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში მიმდინარეობდა კვლევები, რა დროსაც მდინარე დონის წყლის დონე საკმოდ დაკლებულიყო. მკვლევართა ჯგუფმა, ფოტოს გადაღებისას, კადრში შენიშნა უცნაური რამ, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ ხეს ჰგავდა.


ახლოს მისვლისთანავე მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ხე. ეს ნივთი მეტალისგან იყო დამზადებული, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ აღმოაჩნეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი T-34-76 ტიპის ამერიკული ტანკი.


image


ტანკი 6 მეტრის სიღრმეში იყო ჩაფლული. მისი მდინარიდან გამოყვანა რუსი სამხედროების დახმარებით იქნა შესაძლებელი. როგორც დადგინდა, ტანკი აშშ-მ საბჭოთა კავშირს სესხის პირობებში გაუგზავნა. 30 ტონიანი ტანკი, სახეობის ერთადერთი წარმომადგენელია, რადგან სხვა მსგავსი ტანკები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაანადგურებულ იქნა.


image


ფაშისტურ გერმანიის წინააღმდეგ ომში მონაწილე ტანკს, რუსეთის მთავრობამ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო. ექსპერტების აზრით, ტანკი 1940-იან წლებში მდინარეში ჩაძირულ იქნა, აქედან გამომდინარე, 60 წლის განმავლობაში წყლის ქვეშ მყოფ ტანკს, სერიოზული ვიზუალური ხარვეზები გააჩნია. მდინარიდან ამოყვანისთანავე, ტანკზე პასუხიმგებლობა მკვლევარებმა აიღეს.


image


ტანკის გარდა, მდინარე დონში, რუსმა მკვლევარებმა სხვა სამხედრო ტექნიკის აღმოჩენაც მოახერხეს. სხვადასხვა იარაღები და კიდევ იშვიათი სახეობის სამხედრო ტრაქტორი, რომლის ამოღების ოპერაციამ რამოდენიმე დღე გასტანა.


image


რუსეთში მეორე მსოფლიო ომიდან დარჩენილი ტანკების ამოღების ოპერაციები გახშირდა. ამ ფაქტიდან რამოდენიმე თვით ადრე, ლენინგრადის რეგიონში, მდინარე ლევას სიღრმიდან ამოიღეს კლიმ ვოროშილოვის მოდელის ტანკი. მსგავსი ოპერაციები დღემდე მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთის მდინარეებიდან 262 სამხედრო ტექნიკის ამოყვანა განხორციელდა. აქედან მხოლოდ 55 იყო რუსული წარმოების, სხვა დანარჩენი ეკუთვნოდა: აშშ-ს, ინგლისს, გერმანიას და იაპონიას.


image


აღმოჩენილი ტანკები ინახება სამხედრო მუზეუმებში, რომლებსაც საკმაოდ ბევრი მანხველი ჰყავს როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ემიგრანტო "დედებო", გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!

2. ერთი უბრალო ტაქსის მძღოლის ისტორია - გულგრილს არ დაგტოვებთ!

3. ობოლს იშვილებენ... და მიხვდებიან, რომ...

4. ბრაზილიელ წყვილს 13 ვაჟი ჰყავს, მაგრამ ქალიშვილისთვის კვლავ წვალობენ...

5. ზვიად გამსახურდიას იჯევანამდე სდიეს ძმებმა შენგელაიებმა შეიარაღებულ კრიმინალებთან ერთად – ირაკლი შონია

6. ზოდიაქოს ნიშნები ღმერთები რომ ყოფილიყვნენ... - საოცარი ილუსტრაციები

7. საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებიან! - 17 საინტერესო ფაქტი მუმიების შესახებ

8. ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4
1024
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1024
  
13 ივლისი, 13:28
არაფრის, მადლობა, რომ შესწორებაზე ზოგიერთებივით აგრესიულად არ მპასუხობ.
მეც ბევრჯერ მომსვლია და სხვასაც. ეგ არაფერი ალექს, სტატიაა რაც მთავარია საინტერესო...
13 ივლისი, 0:46
მადლობა. წყაროზე დატრნდობიტ გადმოვტარგმნე
13 ივლისი, 0:03
ძალიან საინტერესო სტატიაა ალექს, ოღონდ მცირე შესწორებას შევიტან შენი ნებართვით ესაა საბჭოთა წარმოების ტანკი, 41 კალიბრიანი ლულით, რომელიც იმ დროისათვის ძალიან მაღალი მაჩვენებლით, ჯავშანგამტანი ჭურვის საწყისი სიჩქარით 662 მეტრი/წამში სიჩქარით წარმატებულად ხვრეტდა 1000 მეტრზე 60 მილიმეტრიან ჯავშანს.
"ლენდ–ლიზის" პროგრამის ფარგლებში შერმანებს აწვდიდნენ სსრკ–ს ერთი ახლაც აგდია ერთერთ ქართულ სამხედრო ბაზაზე, მეორე სრულად დაკომპლექტებული კი გაიყიდა ჩემთვის უცნობ პირობებში.
0 1 4