x
მეტი
  • 18.08.2017
  • სტატია:68442
  • ვიდეო:320951
  • სურათი:421316
საავტომობილო ძრავების ალტენრატიული საწვავი – ბუნებრივი გაზი: მითები და რეალობა. ევტიხი მაჭავარიანი, ჯონდო რუსიშვილი, გიორგი ანანიაშვილი

გაზბალონიანი ავტომობილის სქემა
ტრადიციული საავტომობილო საწვავის ბენზინისა და დიზელის სათბობის ალტერნატიული სახეობა _ დაჭირხნული ბუნებრივი გაზი ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში იქნა გამოყენებული პრაქტიკაში. აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც მთელ მსოფლიოში განუხრელად იზრდება ბუნებრივ გაზზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.სტატისტიკა

ვიკიპედიის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსათვის ბუნებრივ გაზზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ ათეულში შედიან ირანი, პაკისტანი, არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, კოლუმბია, უზბეკეთი და ტაილანდი. მარტო ამ ათ ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობამ 2013 წელს 18 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნავთობისა და შესაბამისად ნავთობპროდუქტების მსოფლიო მარაგი ბუნებრივ გაზის ჩვეულებრივ საბადოებში არსებულ მარაგზე გაცილებით ნაკლებია. ამას ემატება ისიც, რომ ბუნებრივი გაზის გრანდიოზული მსოფლიო მარაგია ჰიდრატებში და ფიქალურ ქანებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგ სხვა ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ფიქალური გაზის სამრეწველო მოპოვება.ჰიდრატები
წინასწარი შეფასებებით არ არის გამორიცხული ფიქალური გაზის საბადოების არსებობა საქართველოშიც. ჰიდრატები

ყველა ქვეყანაში, სადაც ხელი მიუწვდებათ ბუნებრივ გაზზე, ინტენსიურად ცდილობენ ამ ალტერნატიული საწვავით ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას. მაგალითად არგენტინის ყველა, მიწაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების 75%-ზე მეტი ბუნებრივი გაზით მოძრაობს (მატარებლების ჩათვლით). ეკონომიურობა
ამ მხრივ საქართველოც გამონაკლისს არ უნდა წარმოადგენდეს, ვინაიდან გეოგრაფიულად იაფფასიანი ბუნებრივი გაზის რეგიონში მდებარეობს და გააჩნია ამ საწვავით ქვეყნის იაფად მომარაგების პერსპექტივა. ცხადია, რომ ბუნებრივ გაზზე გადაყვანილი საავტომობილო ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებს თხევად საწვავის იმპორტზე გაწეულ დანახარჯებს და დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე, რაც ხელს შეუწყობს შიდა ინვესტიციის ზრდას და შესაბამისად, ეკონომიკურ აღმასვლას.შეკუმშული (დაწნეხილი, კომპრესირებული, დაჭირხნული) ბუნებრივი გაზი

საზღვარგარეთულ ქვეყნებში მეთანური სათბობის ბაზრის განვითარებას სახელმწიფო ხელს უწყობს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით: საფრანგეთში, იტალიასა და ირანში _ დაჭირხნული ბუნებრივი გაზის გამომყენებელ საწარმოებს მუნიციპალური შეკვეთების მიღების უპირატესი უფლების მიცემა, ამერიკის შეერთებულ შტატებში _ საბიუჯეტო ორგანოზაციების მიერ ავტოპარკების განახლებისას გაზბალონიანი ავტომობილების სავალდებულო შესყიდვა, ჩეხეთში _ მეთანზე მომუშავე ავტოტრანსპორტისათვის ნულოვანი ბეგარის მოქმედება, ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებში _ იმპორტული ბუნებრივი გაზსავსები და გაზგამომყენებელი დანადგარების შემოტანისას საბაჟო გადასახადებისგან განთავისუფლება, იტალიაში
– ბუნებრივი გაზის დამჭირხნავი მანქანების ბლოკის გარეშე ავტოგასამართი სადგურების მშენებლობის აკრძალვა, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, მალაიზიასა და იაპონიაში _ გრანტებისა და დოტაციების გამოყოფა ავტოგაზსავსები სადგურების ასაგებად, იაპონიაში _ ავტოგაზსავსები სადგურების მშენებლობის ადგილებზე გარკვეულ პერიოდის განმავლობაში მიწის გადასახადისგან განთავისუფლება, უკრაინაში _ ავტოგაზბალონიან სისტემებად გადაიარაღების შემთხვევებში ავტომფლობელების მიერ გაწეული დანახარჯების ნაწილობრივი კომპენსაცია.სადგური

ავტომობილების საწვავად ბუნებრივი გაზის გამოყენების ავკარგიანობის შესაფასებლად გარდა ეკონომიკური მიზანშეწონილობისა, აუცილებლად განსახილველია საექსპლუატაციო უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საავტომობილო ძრავების საწვავად ბუნებრივი გაზის გამოყენებას გააჩნია ბევრი უპირატესობა, რომელთაგან მთავარია ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესება. ეკოლოგია
ბუნებრივი გაზის წვის პროდუქტები შეუდარებლად ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე თხევადი საწვავის ნამწვი აირები. ბუნებრივი გაზი აგრეთვე ამსუბუქებს ძრავების მუშაობის ტექნიკურ პირობებს (დეტონაციის არარსებობა, დატვირთვის შემცირება) და მფლობელთათვის უფრო ეკონომიურს ხდის ბუნებრივი გაზის სიიაფის გამო.

სკეპტიკოსთა საყურადღებოდ უნდა აღინიშნოს ერთი უპირატესობაც _ გაზისბალონიანი ავტომობილები კლასიკურ საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით უფრო უსაფრთხოა.ჭრილი

ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოტრანსპოტის საექსპლუატაციო უსაფრთხოების განმსაზღვრელი გარემოებას ობიექტურად წარმოადგენს გაზის ისეთი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებები, როგორიცაა თვითაალების ტემპერატურული და ნარევში ჰაერისა და გაზის კონცენტრაციული ზღვრების მაჩვენებლები.უსაფრთხოება
ბუნებრივი გაზის აფეთქების ან აალების აუცილებელი პირობაა სათბობისა და ჰაერის მოცულობითი შერევა ანუ გარკეული კონცენტრაციის მქონე ნარევის წარმოქმნა. ბალონებში გაზის მაღალი წნევის ქვეშ არსებობა გამორიცხავს მათში ჰაერის შეღწევის შესაძლებლობას, მაშინ როდესაც ბენზინის ან დიზელის საწვავის ავზებში ყოველთვის იმყოფება მათი ორთქლისა და ჰაერის ნარევი, რომელიც გარკვეულ ავარიულ სიტუაციებში სწორედ “ბომბის” როლში გვევლინება. თანაც ბუნებრივი გაზის თვითაალების ტემპერატურა, აგრეთვე კონცენტრაციული ზღვარი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნავთობპტოდუქტებისა, ასე მაგალითად ბუნებრივი გაზის თვითაფეთქების ტემპერატურაა 600 0C, ბენზინის კი 255-370 0C. დიზელის საწვავის თვითაფეთქების ტემპერატურა უფრო დაბალია (240 - 330 0C). რაც შეეხება საწვავის ჰაერში თვითაალების მაქსიმალურ მოცულობით ზღვრულ კონცენტრაციას, განსხვავება აქაც თვალსაჩინოა: ბუნებრივი გაზის (4, 4 - 16 %) მინიმუმ 2-ჯერ აღემატება ბენზინისას (0, 6-8%).უსაფრთხო
ბუნებრივი გაზი ჰაერთან შედარებით გაცილებით უფრო მსუბუქია (ბუნებრივი გაზის სიმკვრივე ნორმალურ ფიზიკურ პირობებში 0, 71 - 0, 73 კგ/მ3-ის ფარგლებშია, ჰაერისა კი - 1, 19 კგ/მ3) და გაჟონვის შემთხვევაში ატმოსფეროში საკმაოდ სწრაფად იფანტება. ბენზინის დაღვრის დროს კი არსებობს ხანძრის გაჩენის რეალური საშიშროება. ამიტომ ქვეყანათა უმრავლესობაში გაზსავსები სადგურების მშენებლობა ნებადართულია უშუალოდ ქალაქების საცხოვრებელი და საზოგადოებრივი განაშენიანებების ადგილებში. უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების გაზით შევსება ნებადართულია მიწისქვეშა ავტოსადგომებშიც კი. წვა
ამერიკელი სპეციალისტების გაანგარიშებით წელიწადში 300-ჯერ გამართვის შემთხვევაში გაზზე მომუშავე 14 ათასი სამგზავრო ავტობუსებიდან ერთის აალების ალბათობა შეადგენს ერთ შემთხვევას 75 წლის განმავლობაში. ავტოგაზიფიკაციის განვითარებისადმი საქართველოში არსებული უარყოფითი და მცდარი განწყობის ძირითადი მიზეზი არის სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებში ინფორმაციის ნაკლებობა და ქვეყანაში შესაბამისი ნორმატიული აქტების უქონლობა. იმის თქმა არ შეიძლება, რომ გაზბალონიანი ავტომობილების ექსპლუატაციის დროს უსიამოვნო ინცინდენტები არ მომხდარა, მაგრამ იშვიათად და დაკავშირებული იყო უსაფრთხოების წესების უხეშ დარღვევებთან. ასე მაგალითად, ბალონის რღვევა მომხდარა, თუ ავტომობილში დაყენებამდე ის დაექვემდებარა წინასწარ გაუთვალისწინებელ, ხანგრძლივ მექანიკურ (ძველი, ვადაგასული ბალონები) და ქიმიურ ზემოქმედებას (ჟანგმოკიდებული ბალონები), ან გამოყენებულა 150 ბარ წნევაზე მომუშავე და ტექნიკური მახასიათებლებით ბუნებრივი გაზისათვის აბსოლუტურად შეუსაბამო ჟანგბადის ბალონები, ან სუსტად და არასწორად დამაგრებული ბალონები, ან შემოწმების ვადაგადასული ბალონები და ა. შ. ასეთი შემთხვევები და ის, რომ ბალონებში ბუნებრივი გაზი მაღალი წნევის ქვეშაა, იწვევს გაზის ბალონის ბომბთან შედარების ასოციაციას. ამ ყველაფრის მიზეზი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისაა რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს საავტომობილო გაზის ბალონების საყოველთაო ტექნიკური შემოწმების ინსტიტუტი და შესაბამისი ნორმატიული აქტები.კომპრესორი
სინამდვილეში ბუნებრივი გაზის ბალონებს აქვთ სიმტკიცის მრავალჯერადი მარაგი, აკმაყოფილებენ უნამსხვრევო რღვევის მოთხოვნებს. ბალონები ექსპლუატაციის წინ გადის გამოცდების მთელ სერიას: სიმაღლიდან დაცემისას მდგრადობასა და რღვევაზე, მაღალი ტემპერატურების, ღია ალის, მჟავების ზემოქმედების მიმართ მდგრადობაზე, იარაღით დაცხრილვაზეც კი და ბოლოს, ბალონები არ იწვის. ავტომობილში გაზის ბალონები მონტაჟდება ავარიის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე და სტატისტიკურად იშვიათად დაზიანებად ადგილებში. ფირმა BMW–ს გაანგარიშებით დადგენილია, რომ დაზიანებისა და კორპუსის კონსტრუქციიული რღვევის ალბათობა ბალონების განლაგების ზონებში შეადგენს 1- 5 %-ს. საინტერესოა ამერიკული გაზის ასოციაციის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგი, რომლის თანახმად გაზის საწვავზე მომუშავე 2400 ავტომობილს 10 წლის განმავლობაში ჰქონდათ 280 მილიონი კილომეტრი ჯამური გარბენი. ამ დროში მომხდარი 1360 შეჯახების დროს მხოლოდ 150 შემთხვევაში მოხდა დარტყმა ბალონების განლაგების ზონებში, თანაც არც ერთი ბალონი არ დაზიანებულა. თუმცა ამავე დროს ხუთჯერ იქნა დარეგისტრირებული სათადარიგო ბენზინის აალება. შეუდარებლად სავალალოდ გამოიყურება იმავე რაოდენობის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების იმავე 10 წლის განმავლობაში მომხდარი შემთხვევების შედეგები. ამავე დროს კვალიფიციური ექსპლუატაციის გამოცდილება და სტატისტიკა ადასტურებს გაზის ბალონიანი დანადგარით აღჭურვილი ავტომობილების უსაფთხოებას.

სვადასხვა სახის ხიფათის ჯამური შეფასება აჩვენებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების ძრავების ყველაზე უსაფრთხო საწვავს სწორედ ბუნებრივი გაზი წარმოადგენს. გარდა ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ექსპლუატაციური უსაფრთხოებისა, საავტომობილო ძრავებში გამოყენებული სათბობის სახეობათა ერთმანეთთან შედარებისას ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის აქტუალურ საკითხებსაც. კერძოდ, ბენზინის ორთქლის შემცველი ჰაერის ხშირი შესუნთქვა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ტოქსიკურობა
40-50 მგ/მ3 კონ-ცენტრაციისას საკმარისია 10-15 წუთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ბუნებრივი გაზის გამოყენებისას მცირდება ან სრულად აიცილება შემდეგი ფაქტორები: ბენზინის ძრავებიდან გამოტყორცნილი მავნე ნივთიერებები, დიზელის ძრავებიდან გამოტყორცნილი მყარი ნაწილაკები, დიზელის ძრავების ხმაური. ბუნებრივი გაზის ძრავებში ნამუშევარ ნამწვ აირში შემავალი მავნე კომპონენტების მნიშვნელოვანი შემცირების სურათი ასეთია: ნახშირორჟანგი _ ბენზინის ძრავებთან შედარებით 22 ¸ 24 %-ით, ხოლო დიზელის ძრავებთან შედარებით 10 %-ით შემცირება; ნახშირჟანგი _ ბენზინის ძრავებთან შედარებით 76 %-ით შემცირება; აზოტის ჟანგი _ ბენზინის ძრავებთან შედარებით 83 %-ით, ხოლო დიზელის ძრავებთან შედარებით 80 %-ით შემცირება; მძიმე ნახშირწყალბადები _ ბენზინის ძრავებთან შედარებით 88 %-ით, ხოლო დიზელის ძრავებთან შედარებით 80 %-ით შემცირება; ბენზოლი _ ბენზინის ძრავებთან შედარებით 99 %-ით, ხოლო დიზელის ძრავებთან შედარებით 97 %-ით შემცირება; ტყვია _ ბენზინის ძრავებთან შედარებით 100 %-ით ; დისპერსიული მყარი ნაწილაკები _ დიზელის ძრავებთან შედარებით სრულად აიცილება (ბენზინის ძრავებში არ გვხდება); გოგირდი _ როგორც ბენზინის ძრავებთან, ისე დიზელის ძრავებთან შედარებით თითქმის 100 %-ით შემცირება. ბენზინი
ვინაიდან გაზის წვა ხდება უფრო ნელა, ვიდრე ბენზინისა, შესაბამისად მცირდება ცვეთა და ხანგრძლივდება ძრავის მუშაობის ვადა. ამასთან იმის გამო, რომ ბუნებრივი გაზი არ შეიცავს ტყვიას, ამნთები სანთლებისა და სარქველების ზედაპირებზე არ წარმოიქმნება მინაწვავი ფენა, რაც მათი ექსპლუატაციის ვადას 2 - 3 -ჯერ ზრდის. მართალია გაზბალონიანი მოწყობილობა თავისი დამონტაჟებით გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული მაგრამ იგი, მაგალითად მსუბუქი მარკის ატომობილების შემთხვევაში, საწვავის სიიაფის გამო გამოისყიდება ყველაზე უარეს შემთხვევაში XX ათასი კილომეტრის გარბენის შემდეგ, თანაც დღეს უკვე ავტოქარხნების მიერ დაწყებულია მანქანების გამოშვება საშტატო ბენზინის ძრავზე დაყენებული გაზბალონიანი მოწყობილობებით.


დასკვნის სახით უნდა ავღნიშნოთ, რამდენიმე მიღბული მითი და მათი უარმყოფი ფაქტი, ბუნებრივი გაზის საავტომობილო საწვავად გამოყენების შესახებ.


მითი I: ბუნებრივი გაზი მეთანის უმთავრესი წყაროა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სათბური აირია და ნახშირორჟანგზე 30-ჯერ უფრო ძლიერი სათბური ეფექტი აქვს.დათბობა

ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზი შეიცავს 70-98%-მდე მეთანს, რომელსაც ძლიერი სათბური ეფექტი აქვს, ბუნებრივი გაზის წვის შედეგად, წიაღისეული საწვავის ყველა სხვა სახეობასთან შედარებით, ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა, და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილები 20-30%-ით ნაკლებ სათბურ აირებს გამოყოფენ, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები.საწვავი

მითი II: ავტოგაზგასამართ სადგურებს ბუნებრივი გაზი მიეწოდება სატრანსპორტო საშუალებებით და ის განსხვავდება მოსახლეობისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზისგან.

ფაქტი: ბუნებრივი გაზი არის უსუნო და უფერო სასარგებლო წიაღისეული და ავტოგაზგასამართი სადგურები მას ღებულობენ შემაერთებელი მილსადენების მეშვეობით, ისევე როგორც მოსახლება და დაწესებულებები.

მითი III: ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილები მეტად დაქვემდებარებულია ხანძრის რისკს, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები.ტყუილი

ფაქტი: საშუალოდ, ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს გაზის სუნი, როცა ჰაერში მისი მოცულობითი თანაფარდობა 0, 3%-ია. ეს კონცენტრაცია დაახლოებით 16-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე დონე, რომელიც საჭიროა წვისთვის. ბუნებრივი გაზი არ შეიცავს რაიმე ტოქსიკური ან ქრონიკული ფიზიოლოგიური ზემოქმედების მქონე ნივთიერებას. დიდი რაოდენობით მისი შესუნთქვა იწვევს თავის ტკივილსა და მსგავს სიმპტომებს, ჟანგბადის ნაკლებობის მსგავსად. სასწორი

მითი IV: ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილების ძრავები მეტად ცვდება და უფრო ხშირად ფუჭდება, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ფაქტი: ავტომობილის ძრავის ხანგრძლივი არასწორი მოვლა ყოველთვის იწვევს ძრავის მუშაობის დარღვევას და უსამართლო იქნებოდა, რომ დაგვედანაშაულებინა ამაში ბუნებრივი გაზის საწვავი. ბენზინისგან განსხვავებით, გაზი არ რეცხავს შიდაწვის ცილინდრებში საპოხ ზეთს, რაც იწვევს შესაზეთი მასალის ნაკლებ დანახარჯს და უზრუნველყოფს ძრავის მუშაობის ხანგრძლივობას. ამ ფაქტს აგრეთვე ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის დაბალი აალების ტემპერატურა, ბენზინსა და დიზელის საწვავისგან განსხვავებით. ალტერნატივა

მითი V: ავტოგაზგასამართ სადგურებზე მომუშავე ძირითად პერსონალს - ჩამსხმელი ოპერატორები, არ სჭირდება არავითარი ტექნიკური მომზადება და კვალიფიკაცია ავტომანქანებში დაჭირხნული ბუნებრივი გაზის ჩასასხმელად.

ფაქტი: დღევანდელ საქართველოში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დაჭირხნული ბუნებრივი გაზის ავტომობილებში საწვავად გამოყენება და ამასთან მთელი ქვენის მასშტაბით ავტოგაზგასამართი სადგურების ქსელიც სწრაფად ფართოვდება, იზრდება საჭიროება კვალიფიციურ და ნასწავლ მომსახურე პერსონალის არსებობისა, რომელიც იქნება სერტიფიცირებული და უფლებამოსილი იმუშაოს ავგაზგასამართ სადგურზე. ამ დროისთვის ქვეყანაში თითქმის ყველა გაზის ბრენდული და არაბრენდული დისტრიბიუტორი კომპანია სასწრაფო რეჟიმში ღებულობს მოქმედებებს საკუთარი გაზგასამართ სადგურებზე მომსახურე ოპერატორების კვალიფიცირებისათვის. ოპერატორი ავტოგაზგასამართ სადგურზე, გარდა რიგი სპეციფიკაციებისა სამუშაო პროცესში, უნდა ფლობდეს ხანძარსაწინააღმდეგო და სამედიცინო დახმარების მარტივ უნარებს. სადგური

ბუნებრივი გაზის, როგორც საავტომობილო საწვავის პოპულარობა მატულობს ყოველწლიურად და უკვე ტარდება იშვიათი ექსპერიმენტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზბალონიანი სისტემების მონტაჟისა, რაც ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია. ეპილოგი

დავიტოვოთ იმედი, რომ მალე ჩვენს სახელმწიფოში მეტად დაიხვეწება ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები და ნორმები, როგორც გაზბალონიანი სისტემების მქონე ავტომობილების მძღოლების და გაზის აპარატურის მემონტაჟე გაერთიანებებსა, ასევე გასგასამართ სადგურზე მომუშავე პერსონალის მიმართ.
ბეჭდვით მედიაში სტატია გამოქვეყნებულია 2014 წელს, ჟურნალში ”ენერგია” №3(71).

0
302
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი.ა
გიორგი.ა
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0