x
image
ციცი
Mediator image
"ბოლომდე ასე გვყავდა ჩაბღუჯული..."-ლუნას როლის შემსრულებლის უფროსი დის ამაღელვებელი წერილი გარდაცვლილ დაზე-"დეკემბრის თვე უყვარდა გამორჩეულად..."

image
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟის ლუნა-მთვარისა მაზიაშვილის როლს, პროფესიით იურისტი 38 წლის ქეთი ხუციშვილი ასრულებს. ლუნამ მალე დაიპყრო ქართველი საზოგადოების გულები და ყველაზე საყვარელ პერსონაჟად იქცა.
ქეთის და, რომელიც სოციალურ ქსელში Margot Lescaut-ით არის დარეგისტრირებული ამაღელვებელ, სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს მათ გარდაცვლილ დასთან დაკავშირებით. ქეთის და ნათიას უმცროსი და ლიკა, 2008 წელს 24 წლის ასაკში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სიღნაღისკენ მიმავალი შეყვარებულთან ერთად ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა.

"ბოლომდე ესე გვყავდა ჩაბღუჯული - მე ერთი მხრიდან, ქეთის მეორედან...
როგორც უფროს დას უსინათლოს ჯოხის როლი მქონდა ორივესთვის.
შვიდი წლის ვიყავი რომ გაჩნდა, ქეთი - ხუთის და თოჯინებიდან პირდაპირ ცოცხალ თოჯინაზე გადავერთეთ - თეთრ, მრგვალ და დიდ ბრიალა ლურჯთვალა თოჯინაზე.
ახლა უკვე ნამდვილად ვთამაშობდით დედობანას, დღეცა და ღამეც... მერეც დიდობაშიც, სანამ ასაკების სხვაობა ჩვენს სამს შორის არ განულდა და დედობანა მეგობრობად არ იქცა.
მაგრამ თვალს მოეფარებოდა თუ არა, ეგრევე დაფეთებული დედა ვხდებოდი ისევ, ოღონდ ეს აღარ იყო დედობანას "თამაში". ჩემი თვალთახედვიდან რომ მოსწყდებოდა, ისევ დაუცველი ბავშვი ხდებოდა ჩემთვის და მინდოდა ერთდროულად ყველგან ვყოფილიყავი სადაც ის იყო, სადაც მას უნდოდა ყოფნა, სადაც მიუხაროდა, სადაც "უნდა" ყოფილიყო... სადამდეც ჩემი ფიქრები მისწვდებოდა, იქამდე მივყვებოდი და ყველაზე დიდი დაცინვა ის იყო ცხოვრებისგან, რომ როცა ჩავთვალე, ჩემი ფრთა აღარ სჭირდებოდა, მაშინ ამაცალა ხელისგულიდან.
არ მესიზმრება ხოლმე. ყველას და ყველაფერს ვნახულობ სიზმრებში და ის იშვიათად მესიზმრება. ბოლოს ვნახე ერთი წლის წინ. სასაფლაოზე ვეძებდი და წავაწყდი, იასამნის ხის ქვეშ იჯდა. მახსოვს ვეხვეწებოდი, თუ გამოიცნობ ჩემ ქმარს რა ქვია და რა ფერის თვალები აქვს დაგიჯერებ, რომ სადღაც არსებობ მეთქი...
როცა მეკითხებიან რამდენი დედმამიშვილი ვართ, დაუფიქრებლადაც და დაფიქრებულადაც ვპასუხობ სამნი. დიახ სამნი ვართ ისევ. სანამ ტვინის ყველა უჯრედში არსებობს, სამნი ვართ და ისევ ესე გვყავს ჩაბღუჯული ორივე მხრიდან.
პატარა სუფია იყო. ჩამოგვილაგა მე და ჩემ დას როგორ უნდა გვეცხოვრა და რა გველოდა. ჩვენც აგვიხდა... სამწუხაროდ მასაც. ეხლა თვითონ გვეთამაშება დედობანას, ისე რომ ვერც ვგრძნობთ.
დეკემბრის თვე უყვარდა გამორჩეულად, ყველაზე მყუდროდ და მშვიდად ვარ დეკემბერშიო. თბილი საბანივით თვეაო. ალბათ გრძნობდა რომ ერთად ყოფნის ბოლო თვე იქნებოდა.
დეკემბერი დადგა და მეც ამეშალა ... მეცხრე დეკემბერი..."

image
imageimage


"მიყვარხარ ლუნა! ფორმულა კრეატივ, ეს გოგო დაბლოკეთ ინტერვიუებისგან!" როგორ გამოიყურება "ლუნა" რეალურ ცხოვრებაში(+ფოტოები)

0
318
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0