x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთადერთი მსოფლიოში-მცურავი საპყრობილე,რომლიდან გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია
imageგამოსასწორებელი კოლონია Vernon C. Bain -ერთადერთი მოქმედი მცურავი ციხეა მსოფლიოში.იგი ნიუ-იორკთან ახლოს, კუნძულ რეიკერსთან არის განთავსებული.


Vernon C. Bain-ი ამასთანავე ყველაზე დიდი გამოსასწორებელი კოლონიაა მსოფლიოში.


ამ თეთრ-ცისფერი მონსტრის წონა 47 326 ტონაა და შეუძლია დაიტიოს მინიმუმ 800 პატიმარი. ციხიდან გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია.1992 წლიდან დროებით გაქცევა მხოლოდ ორმა პატიმარმა მოახერხა.

image


პატიმრები მას "კატერს" უწოდებენ.მცურავ საპყრობილეს ციხის ზედამხედველის სახელი, ვერნონ ს. ბაინის სახელი აქვს მინიჭებული, რომელიც პატივცემულ პიროვნებად(ალბათ თავიანთ წრეში)ითვლებოდა.


მცურავი ციხის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც კუნძული რეიკერსი ყოფილი პატიმრებით გაივსო.

image

1990 წელს ამერიკის მთავრობამ იყიდა ჩამოწერილი ბრიტანული სადესანტო ხომალდი.რემონტი და მომავალ ციხედ გადაკეთება აშშ-ს მთავრობას 161 მილიონი $ დაუჯდა.


მიუხედავად იმისა, რომ ციხის მშენებლობა საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა, მთავრობა მაინც კმაყოფილი იყო.


Vernon C. Bain-ის მშენებლობა ნიუ-ორლეანში დაამთავრეს, შემდეგ კი ბუქსირით, 1800 მილის გავლის შემდეგ მცურავი ციხე კუნძულ რეიკერსთან დამკვიდრდა.


Vernon C. Bain —ის სიგრძე 190 მეტრია, სიგანე 38 მ.ხომალდში განთავსებულია 14 კორპუსი, 100 საკანი და 800 საწოლი.


მცურავი გემი აღჭურვილია ყველა საჭირო სტანდარტით.სასეირნო ადგილის და სპორტული მოედნის გარდა, აქ არის ბიბლიოთეკა და ერთბაშად სამი ეკლესია(სხვადასხვა აღმსარებლობისათვის)

image




image

Vernon C. Bain-ის დაარსების დღიდან ციხიდან გაქცევის 4 მცდელობა
დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ ერთმა შეძლო სრულყოფილად გაქცევა, თუმცა რატომღაც
კუნძულის სიახლოვეს დამკვიდრდა და ერთი თვის შემდეგ ისევ დაიჭირეს.




მცურავი ციხის პრაქტიკა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, კოლონიალური ევროპიდან მოდის.მაგალითად ბრიტანელები თავიან კოლონიებში გემებს ტუსაღების დასამწყვდევად იყენებდნენ.




image




image


კოლონიალურ ეპოქაში მსგავსი მცურავი ციხეები იყო ავსტრალიაშიც და ამერიკაშიც თან გემებს საკმაოდ ირონიული სახელები ერქვათ.მაგალითად:"ბედნიერება", "მოგზაურობა" ან "თავგადასავალი".



იხილეთ აგრეთვე:


მსოფლიოს ყველაზე საშინელი ციხეები


მსოფლიოს საუკეთესო ციხე


სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი ფოტოები



1
531
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
531
  
2016, 7 დეკემბერი, 17:31
მაგარია
0 1 1