x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გადაუკეტა მგლების ხროვამ მატარებელს გზა?
image

ანდრეიმ ბავშვობის წლები გაატარა ციმბირში, მუშათა პატარა დასახლებაში, სადაც მისი მშობლები რკინიგზაზე მუშაობდნენ. მამამისი ხაზის მუშა იყო, დედა კი მეისრე. ამრიგად, ანდრეი გაიზარდა ოჯახში, სადაც რკინიგზაში საქმიანობა ყოველდღიური რუდუნება იყო.


ანდრეი ხშირად თან ახლდა მშობლებს სადგურში, სადაც უყურებდა გამვლელ სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს. ბავშვობიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო მატარებლის მემანქანე და ევლო შორეულ რეისებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა რაიონული ცენტრის რკინიგზის ტექნიკუმში. სწავლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ის მემანქანე გახდა. შემდეგ ანდრეი მშობლიურ დასახლებაში დაბრუნდა და რკინიგზის სადგურზე დაიწყო მუშაობა. თავიდან მემანქანის ასისტენტად მუშაობდა, გამოცდილებას იძენდა. რემონტზე ძველი დიზელის ლოკომოტივები გადაჰყავდა და ასრულებდა სხვა დავალებებს.


ანდრეი პასუხისმგებელი და თავის საქმის მოყვარული იყო. მან სწრაფად აითვისა თავისი პროფესია ყველა ასპექტში.. ერთი წლის შემდეგ, საკმარისი გამოცდილებითა და უნარებით, იგი დამოუკიდებელი მემანქანე გახდა



ხელმძღვანელობამ მას მიანდო სატვირთო ლოკომოტივის მართვა. ის მთელ რეგიონში დიდ შემადგენელობებს ტვირთებს აწვდიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანდრეი გახდა გამოცდილი მემანქანე და ახორციელებდა ტრანსპორტირებას უკვე დიდ დისტანციებზე.



ერთხელ ზამთარში, ანდრეი მორიგ რეისში გაემგზავრა. ლოკომოტივმა აკრიფა სიჩქარე და რიტმული გრიალით მიდიოდა ლიანდაგზე. ანდრეი სივრცეს გაჰყურებდა და ტკბებოდა დათოვლილი დაუსრულებელი ტაიგის ხედებით. უცებ თვალი მოჰკრა თვალწინ მუქ წერტილებს.


"იქნებ მომეჩვენა, " გაიფიქრა ანდრეიმ და ჯერ გვერდზე გაიხედა, შემდეგ კი ისევ რკინიგზის ლიანდაგს გააყოლა თვალი.ახლა უკვე აშკარად ხედავდა გზაზე ერთ ადგილზე გაშეშებულ სილუეტებს. ეს იყო მგლების მთელი ხროვა, რომლებიც არ მოძრაობდნენ. მზერა მიაპყრეს მოახლოებულ მატარებელს და შორიდანვე დაიწყეს ყმუილი, თითქოს საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ. ანდრეიმ და მისი თანაშემწეს პანიკამ მოიცვა: "რატომ გაჩერდნენ მგლები გზაზე და რატომ ყმუოდნენ ასე ხმამაღლა?" აშკარა იყო, რომ წინ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო, მგლებმა გზა გადაკეტეს.


ანდრეი სასწრაფოდ დაუკავშირდა დისპეტჩერს და შეატყობინა რკინიგზაზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მან მიიღო მიიღო შემადგენლობის გაჩერების ნებართა . ანდრეიმ ლოკომოტივის სიჩქარე შეანელა, მატარებელი მგლების ხროვას მიუახლოვდა და რამდენიმე რამდენიმე მეტრში გაჩერდა, მგლებმა ყმუილი შეწყვიტეს. დიზელის ლოკომოტივის კაბინიდან სიტუაციის ყურადღებით შესწავლისას ანდრეი შოკირებული დარჩა ნანახით. ლიანდაგზე კაცი იწვა, მგლები კი გარს იყვნენ შემოეხვეულები, იდგნენ ერთ ადგილზე და ხან კაცს დახედავდნენ და ხან მატარებელს გახედავდნენ.


ერთ-ერთი მგელი, რომელიც მატარებლის მიმართულებით იყურებოდა, თითქოს ენდო მემანქანეს, მერე მწოლიარე კაცთან მივიდა, სახე აულოკა, შემდეგ ხროვისკენ გაიხედა და ტყისკენ დაიძრა, მას სხვა მგლები გაჰყვნენ. ანდრეიმ და მისმა თანაშემწემ შეამჩნიეს, რომ მამაკაცი წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს.მიხვდნენ, რომ მას რაღაც სერიოზული დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა წესებს, ანდრეი ჩამოხტა ლოკომოტივიდან დაინახა, რომ მამაკაცი ლიანდაგზე ხელბორკილებით იყო მიბმული, ანდრეი გაოგნებულმა გააცნობიერა, რომ ეს იყო ადგილობრივი ტყის მცველი ივან სტეპანოვიჩი. მან ანდრეის მოუთხრო, როგორ აღმოჩნდა ამ მდგომაროებაში და ვინ ჩაიდინა ეს საშინელი საქციელი.

0
691
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0