x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ ჰქვია ასე? - ყველაზე ცნობილი ბრენდების სახელების მნიშვნელობა
image

1-Adobe -ცნობილი კომპიუტერული პროგრამის სახელი ყველასთვის ცნობილია, ის წარმოდგება მდინარე Abode creek-ის სახელწოდებისგან, რის მახლობლადაც ცხოვრობდა ამ პროგრამის შემქმნელი დ.ვორნოკა.


2-Adidas -ეს გახლავთ შემოკლებული სახელი ფირმის დამაარსებლისა Adi dasler.


3-Apple - სტივ ჯობსი, კომპანიის დამაარსებელი დიდხანს ფიქრობდა რა დაერქვა ფირმისთვის, ბოლოს თავის საყვარელი ვაშლის- apple makintoshi-ის სახელი დაარქვა.



4-BMW - აბრევიატურა იშიფრება ასე: Bayerische Motoren Werke(ბავარიის მოტორის ქარხნები))



5-Canon -კომპანიის სახელწოდება წარმოდგება სათნოების ღმერთისგან(ბუდისტურ კულტურაში).


6- Fuji -იაპონიაში ყველაზე დიდი მთის საპატივცემლოდ ჰქვია ეს სახელი ბრენდს.


7- Google -ეს სიტყვა ეწერა ქვითარზე კომპანიის პირველ ინვესტორს, საერთოდ ციფრს, რომელშიდაც ასი ნულია, ინგლისში ეძახიან googol-ს.


8-Kodak - დ.ისტმენი, ფირმის დამაარსებელი ამბობდა, რომ "კოდაკი" არის ჩხაკუნი, რომელსაც კამერა გამოსცემს გადაღების დროს, ამასთანავე ასო K მისი საყვარელი ასოა ანბანში, რადგან თითქმის ყველა ენის ანბანში ერთნაირად იწერება.


9-LEGO-ამ ცნობილი ბრენდის ორი განმარტება არსებობს, პირველი, - დანიურად შემოკლებით “Leg Godt”, "კარგად თამაშს " ნიშნავს, ხოლო ლათინურად LEGO შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც "მე ერთმანეთს ვუერთებ", თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა.


10-LG - სათაური წარმოდგება ორი კორეული ფირმის სახელწოდებისაგან, რომლებიც გაერთიანდნენ.ესაა Lucky(იღბალი) და Gold star(ოქროს ვარსკვლავი).


11-Nokia - ქალაქის სახელია ფინეთში, თავიდან ეს კომპანია ხის გადამამუშავებელი საწარმო იყო, შემდეგ კი რეზინას ამუშავებდნენ.


12-Puma - 1948 წელს რუდოლფ დასლერი წაეკამათა თავის ძმას Adidas-ის დამაარსებელ ადი დასლერს და დააარსა ახალი კომპანია RuDa(შემოკლებული რუდი დასლერი), შემდეგ დროთა განმავლობაში გადაკეთდა Puma-დ.



13-Sony-გამომდინარეობს ლათინური სიტყვიდან sonus, რაც ხმას ნიშნავს და სლენგისგან Sonny- მცირეწლოვანი.


14-Skype - განიცადა მრავალი ცვლილება, თავიდან ერქვა “Sky peer to peer”, (გათანასწორებული ცა), შემდეგ შემცირდა Skyper-ზე დაბოლოს დარჩა ის რითაც ვიცნობთ და ვიცით.


15-Xerox - ბერძნულად "xer"-ნიშნავს "მშრალს", ეს სახელწოდება სიმბოლურია იმ გამოგონებისათვის, რაც კარლსონმა გააკეთა, მანამდე ხომ ასლი სველი იყო და გაშრობას უნდა დალოდებოდი.


16-Yahho-ასე დაარქვა სვიფტმა "გულივერის მოგზაურობაში" საზიზღარ და უსიამოვნო ადამიანს, იანგმა და ფილომ კი ასე გადაწყვიტეს დაერქმიათ საკუთარი კომპანიისთვის.

0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0