x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სამუდამოდ დაივიწყეთ მშრალი და დამსკდარი ტუჩები!
ზამთარში, სიცივეში და ქარიან ამინდში, გამომშრალი და დამსკდარი ტუჩები ჩვეული მოვლენაა. ტუჩებზე კანი ძალიან ნაზია და მას ისეთივე სისტემატური მოვლა სჭირდება, როგორც სახის კანს, რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ დახეთქილი და აქერცლილი ტუჩები ძალიან უსიამოვნო შესახედია.
შემოგთავაზებთ, რამდენიმე უმარტივეს და საოცრად ეფექტურ რეცეპტს იმისათვის, რომ კვლავ დაიბრუნოთ ჯანსაღი და ლამაზი ტუჩები.


შაქრის სკრაბი

image


სკრაბი, რომელიც შაქრისგან შეგიძლიათ მოამზადოთ, ძალიან ეფექტური საშუალებაა ტუჩებისათვის.


მოათავსეთ ცოტაოდენი შაქარი ლამბაქზე და შეურიეთ მას ზეითუნის ზეთი. აურიეთ კარგად და მიღებული მასით ნაზად დაიზილეთ ტუჩები. გაიჩერეთ სკრაბი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წლით. პროცედურის ბოლოს, ჩამობანილ და შემშრალებულ ტუჩზე აუცილებლად წაისვით ჰიგიენური პომადა, ან ვაზელინი.

თაფლის ნიღაბი


image


ტუჩს მეტად არბილებს და გლუვს ხდის თაფლისა და ვაზელინის კომბინაცია. გაიჩერეთ ტუჩზე აღნიშნული ნარევი 10-15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით მოიშორეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.




ლიმონისა და შაქრის ნიღაბი

image
თუ გადაწყვიტეთ, რომ სამუდამოდ დაივიწყოთ დამსკდარი ტუჩები, ამისათვის ლიმონისა და შაქრის ნარევი საუკეთესო საშუალებაა. კარგად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში, დაიტანეთ ტუჩზე და თითის წრიული მოძრაობით გაინაწილეთ იგი. მეტი ეფექტისათვის, შეგიძლიათ ტუჩი კბილის რბილი ჯაგრისით დაიმასაჟოთ, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ჰიგიენური პომადა, ან ვაზელინი.


0
777
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0