x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139003
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქალაქები!

უახლესი კვლევების თანახმად, Arcadis.com -მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქალაქები!
ესენია:


1. სეული - სამხრეთ კორეის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი აგლომერაცია. უკანასკნელი მონაცემებით, ამ ულამაზეს ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა 12 მილიონს აღემატება.


image





2. როტერდამი - ნიდერლანდების ყველაზე ლამაზი ქალაქი. მოსახლეობის მხრივ მეორე ადგილზეა, დედაქალაქ ამსტერდამის შემდეგ. როტერდამი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქალაქია, თავის 750 000 მოსახლით.


image





3. ჰამბურგი - ჩრდილოეთ გერმანიის ყველაზე განვითარებული და ლამაზი ქალაქი. გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქი ჰამბურგი ფედერალური მხარეცაა და ქვეყნის ყველაზე დიდი საოკეანო პორტიც.


image



4. ვენა - ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1, 6 მილიონი მოსახლეობით. ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირისსიდიდით მეათე ქალაქი. ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).


image





5. ბერლინი - გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი. ბერლინს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ქალაქი რამოდენიმე სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, საბოლოოდ 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.


image





6. პრაღა - ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. მოხვედრილია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და ბედნიერ ქალაქებს შორის, თავის 1.5 მილიონი მოსახლით.


image





7. ამსტერდამი - ნიდერლანდების დედაქალაქი. სილამაზით და ბედნიერი ერის მონაცემებით ჩამორჩება როტერდამს, თუმცა საუკეთესო ათეულში მაინც იკავებს ადგილს.


image


8. მიუნხენი - მესამე გერმანული ქალაქი რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა, ყველაზე ბედნიერი ქალაქების რეიტინგში. ბავარიის თავისუფალი მხრის დედაქალაქი. 1, 35 მილიონი მაცხოვრებლით, მიუნხენი ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ.


image





9. მასკატი - ომანის დედაქალაქი. პირველი და ერთადერთი არაბული ქვეყენა, რომელიც ბედნიერი ქალაქების სიაში მოხვდა.

image





10. სინგაპური - მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც რამოდენიმე წლის წინ, მსოფლიოს ყველაზე უბედურ 10 ქალაქს შორის იმყოფებოდა, თუმცა როგორ ჩანს, სინგაპური წელს, ყველაზე ბედნიერ ქალაქებს შორის ათეულში იკავებს ადგილს.


image


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




იხილეთ ასევე:

1 - ჰერაკლიონი - საიდუმლო, ჩაძირული ქალაქი!
2 - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დაკარგული ქალაქები!
3 - 20 ქვეყანა, სადაც მოქალაქეობის მიღება-გაცემა ფულის სანაცვლოდ ხდება!
4 - გამოცხადდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყანა!
5 - ჩეხია - ჩეხეთის რესპუბლიკის სახელი ოფიციალურად შეიცვალა!

1
1314
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1314
  
2016, 10 დეკემბერი, 15:15
სამწუხაროდ ათულია თორე მე-11-ე ადგიზე არის ტყიბული და მე-17-ე ადგილი დაიკავა თბილისმა.
ასევე ასეულში შედიან წყალტუბო , ქობულეთი და გორი
0 1 1