x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მოულოდნელად იძინებენ და რამოდენიმე დღის შემდეგ იღვიძებენ - იდუმალი მოვლენა ყაზახეთში
დედამიწაზე ბევრი უცნაური მოვლენა ხდება. დღევანდელ სტატიაზე ვისაუბრებთ

კიდევ ერთზე, ამჯერად ვმოგზაურობთ ყაზახეთში.


კალაჩი- სოფელი ყაზახეთში, სადაც იდუმალებით აღსავსე შოკისმომგვრელი

ფაქტები დღესაც აქტიურად გვხვდება. უცნაური მოვლენები 2 წლის წინ დაიწყო.


ადამიანები მოულოდნელად იძინებენ და ამის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში

არ იღვიძებენ. ბოლო 2 წლის მანძილზე მსგავსი შემთხვევები 124 ჯერ დაფიქსირდა.

თუმცა ჯერ-ჯერობით ვერც ექიმები და ვერც მეცნიერები ამ საკითხზე სრულ,

დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იძლევიან!


image



2015 წლის სექტემბრის თვეში, მოულოდნელად 8 სკოლის მოსწავლეს ერთდროულად

ჩაეძინა. ავტობუსის მძღოლმა დროულად მოახერხა მათი გადაყვანა საავადმყოფოში.

დაახლოებით იგივე შემთხვევა განმეორდა 2016 წლის აპრილის თვეში - მგზავრობისას

დაახლოებით 60-ვე ავტობუსის მგზავრს ერთდროულად ჩაეძინა, გარდა მძღოლისა.

შეშინებულმა ავტობუსის მძღოლმა მგზავრები უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანა.


image


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ უცნაურ მოველნას ექიმები და მეცნიერები პასუხს

ვერ სცემენ, თუმცა სანერვიულო არაფერია, რადგან მსგავსი შემთხვევებიდან

არცერთს საბედნიეროდ უბედური დასასრული არ ჰქონია.


საიდუმლოებებით მოცული სოფელი, მდებარეობა ყაზახეთის დედაქალაქ -ასტანიდან

450 კილომეტრის მოშორებით. საბჭოთა პერიოდში სოფელი საიდუმლო რეგიონად

ითვლებოდა, 1980 წელს დაიხურა ურანის ღუმელიც.


image


ადგილობრივები ამ მოვლენით შეწუხებულნი არიან, მათი ცრურწმენების თანახმდა,

ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაწყევლილ იქნა, თუმცა ეს

რეალობას არ წარმოადგენს! უკეთესია მეცნიერული ვერსია, რომლების აზრითაც

ყოფილი ურანის ღუმელს აქვს მომხდართან კავშირი, თუმცა ესეც მხოლოდ და

მხოლოდ ერთ-ერთი დაუმტკიცებელი ვერსიაა...



საიდუმლოებებით მოცულ სოფელში დღემდე მიმდინარეობს კვლევები, თუმცა

დამაკმაყოფილებელი შედეგები და პასუხები ჯერ არ მიღებულა.


imageimageimageimageimageimageimageimageimage




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
7290
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
7290
  
2016, 10 სექტემბერი, 23:20
მასეთ ლამაზფეხებიანი ყაზახი ჯერ არ მინახავს ისე
2016, 6 სექტემბერი, 13:37
საოცრება!!!!!
2016, 31 აგვისტო, 21:35
Me damainteresda znaan neta ra xdeba
2016, 31 აგვისტო, 18:47
რა საშინელებაა, განსაკუთრებით, თუ ქუჩაში ჩამოგეძინა.
0 1 4