x
image
alex999
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დაკარგული ქალაქები!

რამდენი დაკარგული ქალაქი არსებობს მთელ მსოფლიოში ზუსტად არავინ იცის. მაგრამ ის რაც არქეოლოგებს აქვთ აღმოჩენილი უდაოდ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც სპეციალისტების ასევე ჩვეულებრივ უჩვეულო მოვლენათა მოყვარულებს შორის. ქალაქების დაკარგვის მიზეზად სხვადასხვა მიზეზები სახელდება. მაგალითად: ბუნებრივი კატასტროფა, ომიანობა, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ...


გაეცანით ის ქალაქები, რომლებიც ერთ დროს მსოფლიოს ყურადღებას იპყრობდა...







კართაგენი (ფინიკიურად "ახალი ქალაქი)

image


კართაგენი იყო ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 814 წელს, აშენდა ტუნისის ნახევარკუნძულზე, ფინიკიის ერთ-ერთ კოლონიად! ფინიკიურად ქალაქს - "ახალ ქალაქს" უწოდებდნენ! ამ ისტორიულ ქალაქზე ყუდაღება მიპყრობილი ჰქონდა რომის იმპერიას და ძველ საბერძნეთს. ქალაქის დასაპყრობად დაწყებულ ომებს,
საბოლოოდ ქალაქის განადგურება მოჰყვა. უძლიერესი სავაჭრო ცენტრი, ორ ძლიერ იმპერიამ ვერ გაიყო, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვა...






ეფესი (თურქეთი)

image


ზუსტად ამ ქალაქში, ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნეში აგებული იქნა ლეგენდარული არტემიდეს ტაძარი, რომელიც მსოფლიოს შვიდი საოცრების ერთ-ერთი მათგანია. ქალაქი ყვაოდა მანამ სანამდე ზღვა იყო ახლოს. როდესაც იგი დაშორდა ქალაქის კედლებს, ვაჭრობა ნელ-ნელა შეწყდა და მასთან ერთად გაქრა ეს დიდებული ქალაქიც და იგი ნანგრევებად იქცა.








სუკოტაი (ტაის ტერიტორია, ახლანდელი ტაილანდი)

image


ანტიკური ქალაქი მდებარეობს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან 427 კილომეტრის

მოშორებით. 6, 596 კმ-კვადრატულ ტერიტორიაზე განლაგებული ქალაქი მეფე რამაკამჰენგის დროს ძლიერების ზენიტს მიაღწია. 1238 წელს დაარსებული ქალაქი, 140 წლის განმავლობაში სიამის იმპერიის დედაქალაქი იყო. ამ პერიოდში ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სავაჭრო ცენტრი გახდა. აშენდა ათობით სასახლე და ტაძარი. 1378 წლის სამოქალაქო ომში სუკოტაი დაეცა და სიამის ახალ დედაქალაქად გამარჯვებული ქალაქი - აიუტაია დასახელდა. ქალაქისგან მხოლოდ ეროვნული პარკია დარჩენილი, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.




ხატუთაში (ხეთების იმპერია)

image


ხატუთაში იყო ხეთების დედაქალაქი, გვიანი ბრინჯაოს ხნის პერიოდიში. ეს ადგილი დღესდღეობით თურქეთის ტერიტორიაზეა მოყოლილი. ხატუთაში ქრ-შმდე XVII-XIII საუკუნეებში ხეთების უძლიერეს ქალაქს და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი, 1986 წელს, შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.










პერსეპოლისი (ყოფილი სპარსეთის იმპერიის უძლიერესი დედაქალაქი)


image


ქალაქი დაარსდა დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე 560 წელს, სპარსეთის მეფე–დარიუს დიდის მიერ. პერსეპოლისი სპარსეთის იმპერიის უძლიერეს დედაქალად ითვლება. დარიუს შემდეგ ქალაქში მეფობდა ქსერქსე და არდაშირი, რომლებმაც ქალაქი უფრო გააძლიერეს, თუმცა ბერძნულ და სპარტანელთა შეტევებით დედაქალაქი ნელ-ნელა დასუსტდა! ზემოთ მოცემულ ფოტოში ჩანს პერსეპოლისისგან ნარჩენები.







პალმირა ( არამეული ქალაქი, ახლანდელ სირიის ტერიტორიაზე)

image


უძველესი არამეული ქალაქი თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში. პალმირა უძველესი დროიდანვე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა. ქალაქიდან 215 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი დამასკო, ხოლო 180 კილომეტრში — მდინარე ევფრატზეარსებული ქალაქი დეირ-ეზ-ზორი. ეს ადგილი უკვე საუკუნეებია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მთელ სირიის უდაბნოში. პალმირა განიცდიდა ბერძნულ-რომაული და სპარსული ცივილიზაციის გავლენას, რაც აქ არსებულ ნასახლარებზე და ტაძრებზე მკვეთრად აისახება. ქალაქი, 1980 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში!








პომპეი და ჰერკულანუმი (იტალია)

image


ორი ანტიკური და ისტორიული ქალაქი, რომელიც ვულკანის ერთ ამოფრქვევას შეეწირა. პომპეი მდებარეობდა ანტიკურ რომის იმპერიაში, ახლანდელ ქალაქ ნაპოლისთან! ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას, რომელიც ორი დღე გაგრძელდა ქალაქების განადგურება მოჰყვა. 79 წლის 24 აგვისტო ამ ორი ქალაქისთვის
საბედისწერო აღმოჩნდა. ჰერკულანუმის მცხოვრებლებს პომპეის მცხოვრებლებთან შედარებით უფრო გაუმართლათ, რადგან რამოდენიმე მოქალაქემ ქალაქის დატოვება მოასწრო მანამდე სანამ მას ფერფლი დაფარავდა. მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ, 1748 წელს ქალაქი პომპეი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით პომპეის ათასობით ტურისტი სტუმრობს!









მაჩუ-პიკჩუ, (პერუ, ინკას ანტიკური ქალაქი)

image


ძველმა ქალაქმა მაჩუ-პიკჩუმ 2007 წელს მსოფლიოს ახალი საოცრების სახელწოდება მიიღო. ქალაქი დაახლოებით 1440 წელს დაარსდა და ყვაოდა, მის ყველა მცხოვრებთა საიდუმლოდ და მოულოდნელად გაქრობამდე 1532 წელს. ქალაქი გაურბოდა კონკისკადორების თავდასხმებს, მაგრამ ბილოს მათ მაინც დატოვეს იგი.







დიდი მადლობა ყურადღებისთვის! იმედია მოგეწონებათ!


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
430
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0