x
image
ციცი
Mediator image
ხათუნა ხოფერიას მორიგი ზღაპარი-"რწყილი და ჭიანჭველა"

image


პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ "კომბლეს" ახალი ვერსიის შემდეგ "რწყილი და ჭიანჭველაც" შემოგვთავაზა:



"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა" განვითარება აუცილებელია"- განაცხადა განათლების მინისტრმა. .... და აი....
ახალი რწყილი და ჭიანჭველა
რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ და გაუდგნემ გზას....
მოვლენები აქაც ისევე ვითარდება, როგორც ძველ ზღაპარში, ოღონდ, როცა წყალში ჩავარდნილი ჭიანჭველა, ძმობილს შესთხოვს, გადამარჩინეო, ახლებური გაგრძელება იწყება.
ჭიანჭველა იხრჩობა, ყვირის, ეხვეწება მეგობარს, თოკი გადმომიგდე, გადამარჩინეო, რაზეც რწყილი პასუხობს:
- სიამოვნებით გადაგარჩენდი, მაგრამ თუ ამისთვის საჭიროა, რომ კორუფციული სქემაში ჩავერთო და დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდე ღორთან, მუხასთან, თაგვთან და ასე შემდეგ, ეს ეწინააღმდეგება ჩემს მსოფლმხედველობას. გარდა ამისა, ამით ძალიან ცუდ მაგალითს მივცემ მომავალ თაობას, რომლებსაც მშობლები წაუკითხავენ ჩვენს შესახებ შექმნილ ზღაპარს.
რწყილმა კიდევ რამდენიმე ისეთი წონიანი და დამაჯერებელი არგუმენტი მოიშველია, რომ დარცხვენილი ჭიანჭველა იქით შეეხვეწა, არ გადამარჩინო, გაუშვი დავიხრჩოო.
დაემშვიდობა რწყილი მეგობარს და გზა განაგრძო.
იქვე წამოწოლილმა ღორმა თავის გოჭებს დაუძახა და უთხრა, შეხედეთ შვილებო, ამ უარყოფით პერსონაჟს, ჩემთვის ჯაგრის თხოვნა დაეზარა და მეგობარი დასახრჩობად გაწირაო. რა კორუფცია, რის კორუფცია, ჰა, ჰა, ერთი მუჭა რკო მომეთხოვა სანაცვლოდო. თუ ესეც არ ჰქონდა, ეთხოვა კაცურად და ისე მივცემდიო. ამის შემდეგ ღორმა გამოიძრო ჯაგარი, დაგრიხა თოკი-ბაწარი, ჩაუგდო ჭიანჭველას და ამოიყვანა.
ყველა ბედნიერი იყო, მხოლოდ რწყილი იგინებოდა, შეეშვით, რა ბლიად, ამ ზღაპრების გადაკეთებასო.
ჭირი იქა, ფქვილი აქაა.image


ხათუნა ხოფერიამ ალექსანდრე ჯეჯელავას ოცნება აუსრულა-"იმ დღის შემდეგ ლექტორს კომბლე შეარქვეს..."



0
359
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0