x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
ავიაკატასტროფა კოლუმბიაში -ფეხბურთელების უკანასკნელი ვიდეო სიკვდილამდე ერთი წუთით ადრე
imageბოლო მონაცემებით დაიღუპა 75 ადამიანი, მხოლოდ 6 გადარჩა.


პოლიციის მონაცემებით სამაშველო სამუშაოები დასრულდა.გადარჩენილთა შორის არის ბორტგამცილებელი ხიმენა სუარესი, ჟურნალისტი რაფაელ ელზენი და ბრაზილიული საფეხბურთო კლუბ" შეპეკუენსეს" ოთხი წევრი.(ფეხბურთელები-ჟაქსონი, დანილუ, ალან რუშერი და გუნდის მასაჟისტი)


წუხელ, ადგილობრივი დროით 22 საათზე და 15 წუთზე კოლუმბიაში მედელინას აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი Avro RJ-85 –, რომელშიც 81 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა დისპეტჩერს აცნობა საწვავის უკმარისობის შესახებ.მგზავრთა შორის იყო ბრაზილიული საფეხბურთო კლუბის "შეპეკუენსეს" ფეხბურთელები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ფინალურ მატჩზე "ატელტიკო ნაციონალთან" შესახვედრად მიემგზავრებოდნენ.


თვითმფრინავაში იმყოფებოდნენ აგრეთვე ტექნიკური პერსონალი, მწვრთნელები და ჟურნალისტები.


image

საშუალო ზომის რეაქტიული თვითმფრინავი Avro RJ-85 – British Aerospace-ის დამზადებული იყო და 17 წლის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში.



You tube-ზე დაიდო ვიდეო, სადაც ფეხბურთელთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია აღბეჭდილი.




იხილეთ მსგავს თემაზე:

ავიაკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები


ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფები კაცობრიობის ისტორიაში

1
470
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
470
  
2016, 29 ნოემბერი, 16:55
სამწუხაროა...
0 1 1