x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
კარტოფილი უამრავ დაავადებას შველის
image


ყოველდღიურ მენიუში კარტოფილის ჩართვით ორგანიზმს აუცილებელი, შეუცვლელი

ამინომჟავებით ვამარაგებთ, განსაკუთრებით ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური


ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია დღეში მიირ-

თვათ ასი გრამი კარტოფილი. მისი წვენით ძველად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის

წყლულს კურნავდნენ.

კიდურების შესიების დროს გაფცქვენით კარტოფილი და გახეხეთ, მიღებული მასა

ოცი წუთით შესიებულ ადგილზე დაიდეთ და პირსახოცით შეიხვიეთ.

ოსტეოქონდროზის დროს კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომ-

პრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კომპრესი საათ-ნახევრი უნდა

გაიჩეროთ. თუ კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენსაც შეურევთ, თქვენს

ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდთ.

პრობლემური კანისთვის კი კარტოფილის ნიღბები გამოგადგებათ. მოხარშეთ სამი

საშუალო ზომის კარტოფილი, აქციეთ ფაფად, შეურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი

ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და აურიეთ.

მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი თბილი წყლით

ჩამოიბანეთ. ბოლოს სახეზე გადაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი.

სამკურნალოდ კარტოფილის სახამებელიც გამოიყენება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების

დროს მას იყენებენ, ანთებების საწინააღმდეგო საშუალებად. საკმაოდ მძიმე მოწამვლის

დროს კი მხოლოდ მოხარშული კარტოფილის ჭამაა რეკომენდებული.

0
164
11-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0