x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?
image








გოგრის სეზონია და გადავწყვიტე მისი თესლის სასარგებლო თვისებებზე გავამახვილო ყურადღება.

1. გოგრის მარცვლები გულის ფუნქცუონირებას უწყობს ხელს.

ნახევარი ჭიქა გოგრის თესლი შეიცავს მაგნიუმის იმ რაოდენობის ნახევარს, რომლის მიღებაც ყოველდღიურადაა რეკომენდებული. იგი მონაწილეობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ პროცესებში, როგორიცაა რიბონუკლეინის მჟავის, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზი. მაგნიუმი ამცირებს გულის შეტევის რისკს.



image


2. გოგრის თესლი მდიდარია თუთიით,

რომელიც იმუნური სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

3.იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცებისათვის, რადგან წარმატებით გამოიყენება პროსტატის სამკურნალოდ.

4.გოგრის მარცვლებს ანტი-დიაბეტური ეფექტიც აქვს.აუმჯობესებს ინსულინის რეგულაციას.

5. შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი სეროტონინად და მალატონინად გარდაქმნის და გამოიმუშავებს ე.წ "ძილის ჰორმონს".

გოგრის თესლი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა მივირთვათ და იგი უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდ ძილს მთელი ღამის განმავლობაში.

6. გოგრის მარცვალი ანტი-ანთებითი თვისებებითაც გამოირჩევა. მის ზეთს იყენებენ ინდომეტაცინის წარმოებაში, რომელიც კურნავს ართრიტს.


image

0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო3
ნინო3
340