x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ფიდელ კასტრო
image


ჰავანაში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ფიდელ კასტრო-კუბის რევოლუციის სულისჩამდგმელი და ქვეყნის ხელმძღვანელი თითქმის ნახევარი საუკუნე.


ლეგენდარული კუბელი რევოუციონერის გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა, მისმა ძმამ, რაულ კასტრომ სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით.


ფიდელ კასტრო უკანასკნელად საზოგადოების წინაშე ამა წლის აგვისტოში გამოჩნდა მის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით.ფიდელ კასტროს ცხედარს კრემაცია ჩაუტარდება. კუბაში ეროვნული გლოვის დღეები გამოცხადდა.



ფიდელ კასტრო კუბის სათავეში 1959 წელს მოვიდა და ქვეყანა აქცია ერთპარტიულ სოციალისტურ სახელმწიფოდ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად მსოფლიოში.


2008 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ხელისუფლება თავის ძმას რაულს გადასცა.


ფიდელ კასტროს უწოდებდნენ ადამიანს, რომელმაც კუბა ხალხს დაუბრუნა. თუმცა ოპონენტები კასტროს ადანაშაულებდნენ ზეწოლასა დაგანსხვავებული აზრის დევნაში.



ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნშია მოხვედრილი. ძირითადად მისი
რეკორდები მის ორატორულ ნიჭს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ფიდელ კასტრო
27 საათის განმავლობაში, შეუსვენებლად მდგარა ტრიბუნასთან და ასე
მიუმართავს ხალხისთვის. მისი გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ოფისში ნიუ-იორკში 1960 წელს, გინესის წიგნშია შეტანილი. კასტრო 4 საათის
და 29 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა ტრიბუნიდან.


აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ცნობილია ფიდელ კასტროს მოკვლის 638 მცდელობა. მისი ლიკვიდაციის უმთავრესი მხარდამჭერები იყვნენ – ამერიკის მთავრობა, კუბელი ოპოზიციონერები და ამერიკელ მაფიოზთა ჯგუფი, რომლებმაც 1959 წელს მომხდარი რევოლუციის შედეგად ჰავანის კაზინოებისა და ბორდელებზე კონტროლი დაკარგა.

ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის პერიოდში კასტროზე 38 თავდასხმა განხორციელდა, კენედის პერიოდში – 42, ჯონსონის – 72, ნიქსონის – 184, კარტერის – 64, რეიგანის –
197, უფროსი ბუშის – 16 და კლინტონის – 21. აღსანიშნავია, რომ ვერც ერთმა
მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა.


ამბობენ კუბის დიქტატორს 35 000 ქალთან ჰქონდა სქესობრივი
კავშირიო.ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით კომუნისტურ
ლიდერს დღეში მინიმუმ 2 ქალი შეყავდა საძინებელში 40 წლის განმავლობაში.
შეიძლება ზემოთ მოყვანილი ციფრი ზუსტი არაა და გადაჭარბებულიც იყოს,
მაგრამ კუბის დიქტატორს, რომ უამრავი ქალები ჰყავდა ეს ფაქტია.როდესაც ანა
ლუიზე ბარდახმა თავის სტატიისთვის ჰკითხა კასტროს თუ რამდენი შვილი ჰყავდა,
კასტრომ უპასუხა:"ალბათ მთელი დინასტია".


image


ფოტოზე: ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში




0
131
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0