x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
ექსგიბიციონისტის აღსარება. აი რატომ აჩვენებენ ისინი სახალხოდ თავიანთ „სიამაყეს“! (+12)

image
ექსგიბიციონისტებს საზოგადოებაში „მქნევარებს“ ეძახიან. როგორც წესი, ესენი არიან მამაკაცები გრძელი ქურთუკით, რომლის შიგნით არაფერი არ აცვიათ.ისინი იმალებიან ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ცოტა ხალხია, რათა მოულოდნელად გამოჩნდნენ მსხვერპლის წინ, გაიხსნან სამოსი და აჩვენონ თავიანთი „სიამაყე“.


image

ადამიანების უმრავლესობას ექსგიბიციონისტების ეშინიათ, თუმცა ისინი, როგორც წესი სრულიად უწყინარები არიან. ძირითადად ეს არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანები არიან, ისინი ამ სახით თავისი მორიდების და სიმორცხვის კომპენსირებას ახდენენ.


image


ასეთი ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანები შემდგომ სქესობრივ აქტს არ საჭიროებენ. პირიქით, მათ აღაგზნებთ მხოლოდ მსხვერპლის გაკვირვება და შიში, ასევე შესაძლო დადევნების შიში.


image


სხვათა შორის, მიუხედავად იმისა რომ ექსგიბიციონისტების უმრავლესობა მამაკაცებია, პროფესორ გ.ბ. დერიაგინის გამოკვლევის მიხედვით ეს გადახრა ქალებში უფრო ხშირად შეიმჩნევა. მისი მონაცემებით ექსგიბიციონიზმისადმი მიდრეკილება შეიმჩნეოდა სტუდენტი გოგონების 4, 2 %-ში და 1, 6 % სტუდენტ ბიჭებში!


image


ქალებისთვის ადვილია დაიკმაყოფილოს გაშიშვლების სურვილი თუნდაც სტრიპტიზის საშუალებით, მამაკაცები კი ხშირად უკიდურესობაში ვარდებიან.


image

რა თქმა უნდა ექსგიბიციონიზმი ეწინააღმდეგება ყველანაირი მორალის ნორმებს. თუმცა, სანამ მათზე ხელს საბოლოოდ ჩავიქნევთ, მოდით მეორე მხარესაც მოვუსმინოთ. აი რა მოგვითხრო რამდენიმე ვიდეოს შიშველმა გმირმა ალექსეი გორმინმა ნოვოსიბირსკიდან ( სახელი და გვარი შეცვლილია ).

image

„მე ყოველთვის მომწონდა ბევრი ადამის წინ გაშიშვლება. ეს ჩემი საიდუმლოა და არ შემიძლია უახლოეს მეგობრებსაც კი გავუზიარო _ ვერ გამიგებენ. სამაგიეროდ
ცუღლუტობა ვისწავლე. ხშირად პროვოცირებას ვუწევ მეგობრებს, ვეუბნები, გავბედავ თუ არა, რომ შიშველი გავივლი და ა.შ. მათთვის ეს სასაცილოა, მე კი ეს მომწონს!

image

მე ჩემი პრინციპები მაქვს. სანამ მე რომელიმე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე შევალ შიშველი, ყოველთვის ჯერ ვამოწმებ, რომ ბავშვები არ იყვნენ. მე მყავს შვილები, ამიტომ ჩემი გამოხტომების დიდ ნაწილს ვცდილობ ღავე გავაკეთო, მაშინ როდესაც ქუჩაში არასრულწლოვანები აღარ დადიან.

image

ამ დროის მანძილზე მე ამ გამოხტომებისთვის არავის არასოდეს არ ვუცემივარ. პოლიციასთანაც პრობლემა არასოდეს არ მქონია, ჩვენ ხომ რუსეთში ვცხოვრობთ. პოლიციელები, როგორც კი შიშველს დამინახავენ, მაშინვე ხარხარს იწყებენ და ვიდეოს მიღებენ. არასოდეს არ დავუჯარიმებივარ ან დავუსჯივარ.



არ მეშინია, რომ ჩემი შვილები ნახავენ ჩემ ვიდეოს? ისინი ხომ ჯერ პატარები არიან და ვერ მიხვდებიან. ხოლო როდესაც გაიზრდებიან, ვეტყვი, რომ ვიხუმრე, ვის არ მოსვლია ...“ _ გვესაუბრა ალექსეი.

image

ექსგიბიციონისტების შეცოდება მაინც არ ღირს. ყველას როდი აქვს ისეთი მორალური ნორმები, როგორიც ნოვოსიბირსკელ ალექსეის. ბავშვებისთვის ასეთ ადამიანებთან მოულოდნელი შეჯახება სერიოზულ შოკს წარმოადგენს, ამიტომ ექსგიბიცინიზმი ხშირად განიხილება, როგორც სქსუალური ძალადობის ერთ-ერთი სახეობა.


შენ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა დაისაჯოს ექსგიბიციონისტი, მატერიალურად, უმკურნალონ თუ საზოგადოებისგან იზოლირება მოახდინონ? გაგვიზიარე შენი აზრი ამის თაობაზე კომენტარებში.

იხილეთ ასევე:


1. გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად


2. გინეკოლოგების 12 საიდუმლო, რომელსაც არცერთი მათგანი არ აღიარებს


3. ხუმრობები, რომლებიც ცუდად დამთავრდნენ ( +18)


4. სიკვდილით დასჯა ჩინეთში ხელისუფლების უმაღლეს დონეზე!!!


5. “პორნო-ოსკარი _ 2016“-ის დაჯილდოვება. 20 ფოტო წლის ყველაზე ცხელი ცერემონიიდან!


6. სექსი ინდოეთში: სიყვარულის და გარყვნილების ტაძრების ისტორია


7. შიშველი მოცეკვავეების 19 ფოტო, რომლებიც გიჟურ ენერგიას ასხივებენ


8. სტრიპტიზს დროულად არ დაანებეს თავი და აი რა დაემართათ ( + 18 )


9. ხოკეისტებმა ქალაქ პისეკიდან პორნო ფილმი გადაიღეს (+18)

10. წარსულში თავისი სხეულით მოვაჭრე 10 ცნობილი ვარსკვლავი!


1
2052
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
2052
  
2016, 15 ნოემბერი, 16:47
უბრალოდ შეხედეთ როგორც ავადმყოფებს, თუმცა ასეთი ავადმყოფები სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში უნდა იყვნენ და არა ქუჩებში-განკურნებამდე, ან პროცესის შენელებამდე...
0 1 1