x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად

image


მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პროდუქტების ნაწილს ჩვენ მხოლოდ 20 წლის შემდეგ ვაღიარებთ, ხოლო ზოგს _ 30 წლიდან. აღმოჩნდა, რომ გემოვნებას საინტერესო მექანიზმები მართავს.

გამოკვლევამ, რომლის სპონსორიცაა პროდუქტების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Butterkist, შესაძლებელი გახადა შემდგარიყო „უფროსების საჭმელი“-ების სია, რომლის გაფართოებაც დამოკიდებულია არა გემოვნების რეცეპტორების განვითარებაზე, არამედ პირიქით, მათ გაქრობაზე.

ბავშვები იბადებიან პირში გემოვნების 30 000 რეცეპტორით და ტკბილისადმი ბუნებრივი ლტოლვით: საქმე იმაშია, რომ დედის რძე გაჯერებულია შაქრით და ცხიმებით. აღქმის სიმძაფრე ჩვილებს საშუალებას აძლევს დააგემოვნონ ყველაზე უსახური საჭმელები, მაგალითად, ბროკოლის პიურე ან ორთქლზე მოხარშული ყაბაყი. ხოლო, განსხვავებული გემოების პროდუქტებს - მწარე სოუსებიდან მჟავე ბოსტნეულამდე - ბავშვები ჩვეულებრივ ვერ ეგუებიდან.

ასაკის მატებასთან ერთად გემოვნების რეცეპტორები თანდათან იღუპებიან და დაახლოებით სრულწლოვანების ასაკის დადგომის შემდეგ პირველადი რაოდენობის მხოლოდ მესამედი რჩება. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას დავტკბეთ პიკანტური
საჭმელებით.


1950 ზრდასრული ადამიანის გამოკითხვით, მკვლევარებმა შეადგინეს იმ ოცი პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც უმრავლესობას მხოლოდ ასაკში შეგვიყვარდა.
image

საჭმელებში ნიორს და ხახვს ჩვენ 20 წლისანი ვურიგდებით, ისპანახს, წიწაკას და ბადრიჯანს ბევრი 21 წლის ასაკში აგემოვნებს. პარმეზანი და ცისფერი ყველი გემრიელი გეჩვენება მხოლოდ 22 წლისას, სატაცური და ავოკადო - 23 წლისას. უმრავლესობა ჩვენთაგანი ყველ ბრის და მოლუსკებს 24 წელზე ადრე არ სინჯავს, ზეთისხილს - 25 წლიდან. ამ სიას აგვირგვინებს თხის ყველი - მის ჭამას 28 წელზე ადრე არ იწყებენ. „დიდების“ პროდუქტების სიაში ასევე მოხვდნენ მიდიები, ჩილის სოუსი, მაკრელი( სკუმბრია), სოუსი კარი, მჟავეები, ლობიო და პირშუშხა.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ნაცადი მეთოდი გასინჯო არასაყვარელი საჭმელი - ეს არის შეჭამო ის პირველად მეგობრებთან ერთად. ხოლო ბევრი პროდუქტი, რომელიც ზედმეტად ეკზოტიკური გეჩვენებათ, „ურაზე“ მიდის მოგზაურობის დროს და შემდეგ ყოველდღიურ მენიუში რჩება. თუმცა, აიძულო თავი ჭამო ყველაფერი, შეუძლებელია:
თითოეულ ადამიანს საშუალოდ ორი პროდუქტი აქვს ისეთი, რომელსაც ის სიკვდილის შიშითაც კი არ გასინჯავს.


1. ადამიანს სისხლით შეუძლია თუ არა რომ იკვებოს?
2. მეცნიერებმა სრული სიმართლე გაიგეს გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, ყავისფერ შაქარზე და პალმის ზეთზე.
3. პალმის ზეთი მავნებელია თუ არა? – არა!

0
175
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0