x
image
melody_inside
სსრკ-ში მცხოვრები სიამის ტყუპები - უამრავი საშინელი ექსპერიმენტის მსხვერპლნი დაბადების დღიდან
თავიანთი ცხოვრების 53 წლის მანძილზე განიცდიდნენ ეს ტყუპები დამცირებას.


image



ერთმა ჟურნალისტმა ბევრი რამ შეიტყო მათი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ და მოგვითხრო.

image

სიამის ტყუპების, მაშა და დაშა კრივოშლიაპოვების ცხოვრება საშინელებათა ფილმის სცენარად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ის სინამდვილეა.



image



მთავრობის გადაწყვეტილებით გოგონები დაბადებისთანავე ჩამოართვეს მშობლებს და მეცნიერების კვლევის საგნად აქციეს.



image

ბავშვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან ზოგში შედიოდა ელექტროშოკით ზემოქმედება, დამწვრობის მიყენება და გაყინვა, რადიოაქტიური ნივთიერებებით ზემოქმედება. მეცნიერები ხანგრძლივი დროით ამყოფებდნენ უძილოდ, აშიმშილებდნენ და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებით ზემოქმედებდნენ მათზე.

ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს ერთ ტყუპისცალს ნემსი შეარჭვეს იმისთვის, რომ გაეგოთ, გრძნობდა თუ არა მეორე ტკივილს. მეორე ექსპერიმენტში მათ ტყუპები ყინულებიან აბაზანაში ჩააწვინეს იმისთვის, რომ გაერკვიათ, ერთნაირად შეიცვლებოდა თუ არა მათი სხეულების ტემპერატურა.

image
ადრეულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტყუპებს გულსისხლძარღვთა საერთო სისტემა აქვთ, მგრამ გაყოფილი ნერვული სისტემა. ამით აიხსნებოდა მათი გარკვეულწილად განსხვავებული ქცევები. დებიდან
ერთ-ერთი ლიდერი იყო (მაშა), მეორე და კი ( დაშა ) ემორჩილებოდა ყველაფერს, რასაც ის ამბობდა.


ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯული ბატლერმა ტყუპების შესახებ პირველად 1988 წელს შეიტყო. სწორედ მაშინ დაწერა მათ შესახებ. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: „მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მაშა მართავდა თავის დას და ის ამის გამო ძალიან იტანჯებოდა, როგორც ხდებახოლმე ოჯახურ წყვილებში“

image

მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ ტყუპებმა თავისუფლება მოიპოვეს და შეძლეს ეცხოვრათ „ნორმალური“ ცხოვრებით. როდესაც ტყუპები უკვე მოიზარდნენ, მაშამ სმას მიჰყო ხელი და დაშასაც მოუწია დალევა, იმდენად რამდენადაც სხეულის ზოგირთი ნაწილი მათ საერთო ჰქონდათ.

image

სიმის ტყუპები 2003 წელს გარდაიცვალნენ 53 წლის ასაკში. მაშა გულის შეტევით გარდაიცვალა და მაშინ ექიმებმა შესთავაზეს დაშას მისი სხეული გამოეყოთ დისგან საკუთარი სიცოცხლე რომ გადაერჩინა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ის გარდაიცვალა დის გარდაცვალებიდან 17 საათის შემდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული იყო მათი ურთიერთობა, ერთად გადაიტანეს მარავალი რამე და, რა თქმა უნდა - უყვარდათ ერთმანთი.“, _ ამბობს ჯული ბატლები.


შენიშვნა: ზოგი მკითხველის თვლის, რომ ასეთმა ადამიანებმა მიაღწიონ 53 წლის ასაკამდე, ნიშნავს იმას, რომ ისინი კარგ პირობებში ცხოვრობდნენ და კვლევები და დაკვირვებები არ ნიშნავს ტანჯვა-წამებას.


ამბობენ იმასაც, რომ დედამ ნებაყოფლობით მიატოვა ბავშვები და არ ჩამოურთმევიათ.


და კიდევ - დაშა და მაშა ამბობდა, რომ მათ თაყვანისმცემლებიც კი ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი წლების მანძილზეც კი პატრონობდა და ზრუნავდა მათზე


იხილეთ ასევე:

1. ორსული ტირის – რას გრძნობს ამ დროს ბავშვი


2. 15 უცნაური და საშინელი ამბავი–რა უთხრეს ბავშვებმა მშობლებს. ეს ნამდვილად შეგაშინებთ...


3. დედამ შვილს ჭიპლარი პლაცენტიდან 5 დღე არ მოაჭრა და აი რა მოხდა...


4. საოცარი ტყუპები დაიბადნენ სან-დიეგოში

0
281
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0