x
image
alex999
Mediator image
როგორ ვუმკურნალოთ ყურის ტკივილებს სახლის პირობებში?

ყურის ტკივილი - ხშირად ევსტაქის მილის (მილი, რომელიც შუა ყურს ცხვირ- ხახასთან აკავშირებს) დახშობითაა განპირობებული, რაც ალერგიამ, გაციებამ ან ცხვირხახაში ადენოიდური წანაზარდების ჰიპერტროფიამ შეიძლება გამოიწვიოს. ამას მოყვება შუა ყურში ვენტილაციის მოშლა, რის შედეგადაც ხორციელდება იქ მყოფი ჟანგბადის აბსორბცია. ყურის ტკივილები ასევე შესაძლოა გამოწვეულ იქნეს ინფექციებით. ყურის მწვავე ინფექციური ანთება მკურნალობით ჩვეულებრივ, 3-5 დღეში ალაგდება.


image


ყურის ტკივილების განკურნება ძირითადად ხდება ყურის წვეთებით ან კიდევ ანტიბიოტიკის დალევით. გაითვალისწინეთ! ანტიბიოტიკის მიღებამდე აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს! დამოუკიდებლად ნუ გააკეთებთ ნურაფერს, როდესაც საქმე ყურს ეხება!


გარდა მედიკამენტოზური თერაპიისა, კიდევ არსებობს საკმაოდ მარტივი და ეფექტური ყურის ტკივილის განკურნების მეთოდები სახლის პირობებში.


image
წარმოგიდგენთ ამ მეთოდებს...




ნივრის წვენი - ნივრის წვენი არის საუკეთესო ანტიბიოტიკი, რომლის დამზადებაც სახლის პირობებში მარტივად არის შესაძლებელი.


ინსტრუქცია: აიღეთ ორი ცალი ნიორი, გაფრცქვენით, მოათავსეთ ბლენდერში და დაამუშავეთ იქამდე, სანამ წვენს არ გამოუშვებს. გადმოიღეთ ჭურჭელში და კოვზის დახმარებით კიდევ უფრო დაჭყლიტეთ. მარლის დახმარებით გამოწურეთ წვენი, შემდეგ ჩაასხით სპეციალურ შუშის ქილაში. რამოდენიმე წვეთი ნივრის წვენი ჩაისხით იმ ყურში, რომელიც აგტიკვდებათ. შედეგი საკმაოდ ეფექტურია, ამას თქვენც მიხვდებით!
imageimage







ხახვის წვენი - ყურის ტკივილების სამკურნალოდ, ოჯახურ პირობებში გამოიყენება ასევე ხახვის წვენი, რომელიც უძველესი სამკურნალო საშუალებად არის ცნობილი. როგორც ნიორი, ასევე ხახვიც ბლენდერში დაამუშავეთ, როდესაც საკმაოდ რაოდენობით წვენს გამოუშვებს, ჩაასხით მინის ქილაში. ნივრის წვენისგან განსხვავებით, ხახვის წვენის ყურში ჩასხმა რეკომენდებული არ არის! ხახვის წვენში ჩაყავით ორი თითი და შემდეგ ყურის გარშემო, ძირებსა და შიდა მხარეს მსუბუქი მასაჟები გაიკეთეთ. თუ ამ მეთოდს 1 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, ძილის წინ გამოიყენებთ, მაშინ ყურში არანაირი ტკივილი არ დაგრჩებათ!

imageimage







სუფთა ზეითუნის ზეთი - კიდევ ერთი მცენარეული საშუალება ყურის ტკივილების სამკურნალოდ.


ინსტრუქცია: - პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ რამოდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და აადუღეთ იქამდე, სანამ ზეითუნის ზეთი არ გაცხედება. ზეთი, რომელიც ადუღებული წყლის ზედაპირზე დაგროვდება, აიღეთ და ჩაისხით იმ ყურში, რომელიც გტკივათ. გაითვალისწინეთ ზეთი არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი უნდა იყოს!

imageimageimageimage

გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას, ტკივილების გარეშე!


იხილეთ ასევე:


1 - თუ ძლიერი ხველება გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რჩევები!

2 - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები ჯანმრთელობისთვის!

3 - 10 ოქროს წესი - სიცივეში სწორად ვარჯიშისთვის!

4 - უძილობა გაწუხებთ?! მაშინ სცადეთ უახლესი მეთოდი, რომლის საშულებითაც 60 წამში დაგეძინებათ!

5 - 6 საკვები, რომელიც ასუფთავებს ფილტვებს



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
6299
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
6299
  
2016, 15 ნოემბერი, 22:01
მადლობა, მაგრამ მგონი მკითხველს არ დააინტერესდა
2016, 15 ნოემბერი, 19:09
ზეითუნის ზეთი ნამდვილად არ ვიცოდი, საინტერესო და სასარგებლო სტატიაა.
0 1 2