x
image
alex999
Mediator image
ყელის ტკივილის მოსაშორებლად, წარმოგიდგენთ ბუნებრივ მეთოდებს!

ყელის ტკივილის მოსაშორებლად და მიკრობების მოსაკლავად, სავლების სითხე საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მარტივ და ეფექტურ სავლებს, რომელიც ოჯახურ პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ. ყურადღებით წაიკითხეთ სტატია.


image




მარილწყალი:


1 ჭიქა წყალში, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ, მოურიეთ იქამდე, სანამ მარილი წყალში ბოლომდე გაიხსნება. შემდეგ დაამტეთ 1 კოვზი სავლები სითხე. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცესის შესრულება რეკომენდებულია კბილების გახეხვის შემდეგ, აუცილებელია ეს მარილწყალი დალიოთ ყლუპ-ყლუპად.


image





ლიმონის წვენი:


1 ჭიქა წყალში, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ და შემდეგ დალიეთ. შესაძლოა არასასიამოვნო დასალევი იყოს, მაგრამ ბაქტერიების გასანადგურებლად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.


image






თაფლის, ლიმონის და კოჭას ნარევი:


1 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი, თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალში. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური სავლები, ბუნებრივი მეთოდით. დალევა რეკომენდებული არ არის.


image





მიხაკის ჩაი:


ცხელ ჩაიდანში ჩაყარეთ 2-3 ჩაის კოვზი მიხაკის ფხვნილი, შემდეგ კარგად აადუღეთ. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ჩაი, ან კიდევ სავლების სახით გამოიყენოთ.


image





პომიდვრის წვენი:


ყელის ტკივილის მოსაშორებლად საკმაოდ ეფექტური, ბუნებრივი საშუალებაა პომიდვრის წვენი, წიწაკასთან ერთად. ცხელ წყალში შეურიეთ ნახევარი ჭიქა პომიდვრის წვენი და 10 წვეთი წიწაკის წვენი. ლიკოპინის ანტიოქსიდანტური თვისებები ყელის ტკივილს მარტივად მოგაშორებინებთ!


image





მწვანე ჩაი:


მწვანე ჩაი ერთ-ერთი უძლიერესი ანტიქოსიდანტია, სასარგებლოა თითქმის ყველაფრისთვის. ბუნებრივად ინფექციებისთვის ნამდვილი მისწრებაა. დალიეთ მწვანე ჩაი და ნაკლებად გექნებათ ყელის ტკივილების პრობლემაც, ასევე შესაძლებელია სავლებადაც გამოყენება.


image



იხილეთ ასევე:

1 - როგორ ვუმკურნალოთ ყურის ტკივილებს სახლის პირობებში?
2 - 5 საკვები, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს!
3 - 10 მცენარე, რომელიც თქვენს პოტენციას ზრდის და სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს
4 - თუ ძლიერი ხველება გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რჩევები!
5 - შეგაწუხათ შეკრულობამ? მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა ნახოთ!




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
6371
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
6371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0