x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ოქროს წესი - სიცივეში სწორად ვარჯიშისთვის!

ამინდების გაუარესებასთან ერთად, სუფთა ჰაერზე გატარებული დრო და ვარჯიშისთვის გამოყოფილი დროც იზღუდება. ბრიტანელი პროფესორების აზრით, ცივ ამინდებში ვარჯიშს უნდა გავუფრთხილდეთ! ამისთვის შეადგინეს 10 ოქროს წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ!


image


წარმოგიდგენთ 10 ოქროს წესს, სიცივეში სწორად ვარჯიშისთვის!



1. ჩაიცვით თბილად!

image

ცივ ამინდებში ვარჯიშის დროს, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ სხეულის ტემპერატურას, რათა საგრძნობლად არ დავარდეს. ამისთვის, უკეთესია ჩაიცვათ ისეთი ტანსაცმელები, რომლებიც ოფლს იწოვს და ასევე ჰაერგამტარიცაა.



2. გააშრეთ ფეხსაცმელები

image

თუ წვიამიან ამინდში მოგიწიათ ვარჯიში, სახლში დაბრუნებისთანავე, მომდევნო ვარჯიშისთვის, აუცილებლად კარგად გაამშრალეთ სპორტული ფეხსაცმელი(ბოტასი, კეტასი). სველი ან ნესტიანი ფეხსაცმელი უფრო მეტ ზიანს აყენებს თქვენს ფეხს, ვიდრე მშრალი!



3. დაიფარეთ ქუდი

image

ხელები, თავი, კისერი და მხრები აუცილებლად დაცული უნდა იყოს სიცივისგან. ზედა ტანსაცმელი დაფარავს თქვენს მხრებს და კისერს, ხოლო ხელებისთვის ხელთათმანებია საჭირო. აქედან გამომდინარე რჩება მხოლოდ თავი... რამდენადაც უხერხულად არ უნდა გრძნობდეთ თავს, ქუდი აუცილებლად დაიფარეთ, რათა ადამიანის სხეულის სითბოს 30% თავიდან რეგულირდება.



4. არ იჩქაროთ გახურებისთვის!

image

არასდროს არ იჩაქაროთ! ყოველთვის ერთი და იგივე ტემპში ივარჯიშეთ, რადგან ცივ ამინდებში ორგანიზმი უფრო რთულად ხურდება, ამიტომ ადრეული ოფლდენა გაციებას გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა შემდეგში ფილტვების ანთებაში გადავიდეს!



5. ისუნთქეთ ცხვირიდან!

image

რთულია, მაგრამ ცხვირიდან სუნთქვა თითქმის ყოველთვის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის! ცხვირიდან სუნთქვა ასევე რესპირატორული ტრაქტის შეჩერებასაც ხელს უწყობს. ამდენად, ჰაერი ფილტვებში ჩააღწევამდე თბება!



6. არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება!

image

შესაძლოა სითხე ზამთარში იმდენად არ გამოიყოფა, როგორც ზაფხულში, მაგრამ თქვენ მაინც ეცადეთ, რომ ზამთარშიც მიიღოთ საშუალო ზომით სითხე(წყალი)! ვარჯიშის დაწყებმადე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ ერთი ჭიქა ჩაი ან სხვა თბილი სასმელი. დღის განმავლობაში რეკომენდებულია 8-10 ჭიქა!



7. ისარგებლეთ მზის სინათლით

image

ცივ ამინდებში სავარჯიშო გრაფიკად აირჩიეთ შუადღე ან საღამო. ამ პერიოდში შესაძლებელია D- ვიტამინის წარმოება მზის სინათლის მეშვეობით, რომელიც სასარგებლოა ძვლების და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის!



8. არ მოიმატოთ წონაში!

image

ყოველთვის შეინარჩუნეთ ფორმა, როგორც არ უნდა ივარჯიშოთ, ზამთარში ყველა ადამიანი წონაში მაინც მატულობს, ამიტომ ეცადეთ, რომ უფრო ნაკლები კალორია მიიღოთ... ნუ იქნებით მთლად ვარჯიშის იმედზე!



9. თუ ტემპერატურა შესამჩნევად დაეცემა, მაშინ მოერიდეთ ვარჯიშს ღია ცის ქვეშ!

image

პროფესორების რჩევებით, ტემპერატურის მინუსზე დავარდნასთან ერთად, აუცილებლად მოერიდეთ ღია ცის ქვეშ ვარჯიშს. უკეთესია აირჩიოთ დახურული სივრცე, სადაც ტემპერატურა მინუსამდე არ იქნება დავარდნილი.



10. თუ ხართ გადაღლილი ან ავადმყოფობთ, ნუ ივარჯიშებთ!

image

თუ თავს გრძნობთ გადაღლილად ან კიდევ ავად ხართ, მაშინ ნუ ივარჯიშებთ! რადგან ცივი ამინდში ვარჯიში თქვენს ავადმყოფობას გაართულებს. თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს!






გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას!

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
465
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0