x
image
აჩიკუნა
"იეჰოვას მოწმეები" II - ნაწილი (სექტანტობის საფრთხე)
image


მსოფლიოში მოგზაურობის დროს რასელი ადამიანებს "გამოღვიძებისაკენ" მოუწოდებდა, რაც სამების, ქრისტეს ორი ბუნების: ღვთაებრივისა და ადამიანურის, მისი სხეულებრივად აღდგომისა და აშკარა უტყუარი მეორედ მოსვლის

უარყოფაში გამოიხატრებოდა, გარდა ამისა, გაჩნდა მოძღვრება არმაგედონის

შესახებ, რომელიც უფრო მსოფლიო სასაკლაოს წააგავდა. მან, ასევე, დიდი


"კორექტივები" შეიტანა ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვის ცნებების გაგებაში.

რასელის მიმდევრებს ის მოციქულთა თანასწორად და ისტორიის გამოჩენილ

რეფორმატორად მიაჩნდათ. თავად რასელი თავის წიგნებს ბიბლიაზე მაღლა აყენებდა:

"ადამიანმა... ჩემი წიგნი გვედზე, რომ გადადოს და მხოლოდ ბიბლიის კითხვას

შეეცადოს, გამოცდილება აჩვენებს, რომ ორი წლის შემდეგ ის სრულ სიბნელეში

აღმოჩნდება. მეორე მხრივ, თუკი იგი დაიწყებს მხოლოდ ჩემი წერილის

შესწავლას და იმ მითითებების კითხვას, რომლებიც მასშია მოცემული,

ბიბლია რომც არ გადაშალოს, ის ორი წლის შემდეგ ნათელში იქნება, იმიტომ,

რომ მას შეეძლება წერილის ნათლის დანახვა".




ჯოზეფ რუტერფორდი დაჩოქილი "პასტორ" რასელის წინ

image


ამ ბოლო დროს "იეჰოვას მოწმეები" უარყოფენ "პასტორ" რასელთან მათს

საღვთისმეტყველო კავშირს. ცდილობენ რა, უარყონ "რასელიზმის" ბრალდება,

"იეჰოვას მოწმეები" აცხადებენ: "ვინ ქადაგებს პასტორ რასელის მოძღვრებას?

ვინც გნებავთ, მაგრამ არა იეჰოვას მოწმეები! როგორ შეიძლება მათი დადანაშაულება

იმაში, რომ რასელის მიმდევრები არიან, თუკი ისინი არ ახდენენ მის ციტირებას,

არ აქვეყნებენ და არ ავრცელებენ მის ნაშრომებს". ასე ჭერს "იეჰოვას მოწმეების"

ჟურნალი ("გაიღვიძე", 8 სექტემბერი, 1951წ. გვ.26).


image

მაგრამ შეიძლება ისტორიული ფაქტების მოყვანა, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მაგალითად, რასელის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ მისი

მემკვიდრე რუტერფორდი "წერილის შესწავლის" ციტირებას ახდენდა თექვსმეტჯერ,

ბროშურის ბოლო ნაწილს კი ის რასელის ნაწარმოებების რეკლამას უძღვნიდა.



ჯოსეფ ფრანკლინ რუტერფორდი (Joseph Franklin Rutherford) 1917–1942

image


1925 წელს რუტერფორდმა კიდევ ერთი ბროშურა დაწერა სახელწოდებით:

"ნუგეში ადამიანებისთვის", სადაც, თავს ესხმოდა რა ყველა ქრისტიანულ ეკლესიას

და უწოდებდა რა მათ "ბრიყვ ძაღლებს", სიტყვა-სიტყვით იმეორებდა რასელის

მიერ შედგენილ ესქატოლოგიურ ქრონოლოგიას. 1950 წლის 15 ივლისს "საგუშაგო კოშკი" კვლავ მიმართავდა რასელის ქრონოლოგიას, რომელიც წარმართთა

2520 - წლიან ბატონობას ეხებოდა და რომელიც, რასელის გამოთვლით 1914 წელს დასრულდა. სტატია ბოლო ჟურნალ "საგუშაგო კოშკის" 1880 წლის

გამოცემას იმოწმებდა, რომლის მთავარი რედაქტორიც იმ დროისათვის "პასტორი"

რასელი იყო.


image
თუკი ისინი უარყოფენ მისი შრომების ავტორიტეტს და არ ავრცელებენ მათ,

რატომღა ღებულობენ მის მოძღვრებას თავიანთი ღვთისმეტყველების

უმნიშვნელოვანეს მომენტებში და აქვეყნებენ მის ქრონოლოგიას? რასელისა და

"იეჰოვას მოწმეების" სწავლებანი სრულიად ემთხვევა რთმანეთს იმ მომენტებში, როცა ისინი ლაპარაკობენ ღმერთზე, იესო ქრისტეზე,

ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, იეჰოვას მეუფებაზე, ჯოჯოხეთზე და ა.შ.


image


რასელის გარდაცვალების შემდეგ, 1916 წელს ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა

ზემოხსენებული პიროვნება: ჯოსეფ ფრანკლინ რუტერფორდი.

მან "წერილის შესწავლის" ექვსტომეულ კომენტარებს მეშვიდე ტომი შეჰმატა

სახელწოდებით: "გამქრალი საიდუმლო",

image
რითაც ორგანიზაციაში განხეთქილება გამოიწვია. ეს განხეთქილება გაგრძელდა

1931 წლამდე, რომელიც ორგანიზაციის ახალი სახელწოდების სახელი გახდა.

1931 წელს რუტერფორდმა სახელწოდება "იეჰოვას მოწმეები" აიღო ძველი აღთქმის

წინასწარმეტყველ ისაიას წიგნიდან (თავი.43; მუხლი.10). მან მხოლოდ შენიღბა

რასელიზმი და გზა აუბნია მილიონობით ადამიანს, რომელთაც დაიჯერეს, რომ

"იეჰოვას მოწმეები" სხვა ორგტანიზაციაა. რუტერფორდმა სექტის

ღვთისმეტყველების რეფორმირება მოახდინა, რადგანაც მას რღვევის საშიშროება

დაემუქრა. ახალმა "ღვთისმეტყველმა" მეორედ მოსვლის საკუთარი თარიღიც

დაასახელა და ის 1918 წლისთვის დაადგინა. შემდეგ ეს თარიღი 1925 წლისთვის

იქნა გადატანილი. დათქმულ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე "იეჰოვას მოწმეების"

კონგრესმა სადღესასწაულოდ მიიღო რეზოლუცია "ადამიანთა ცივილიზაციის

დაღუპვის" შესახებ. მას შემდეგ, რაც არ შედგა წინასწარუწყებული არმაგედონი,

ორგანიზაციის კრიზისი იმდენად დიდი იყო, რომ მის რიგებში მხოლოდ 24 ათასამდე კაცი დარჩა, მაგრამ როდესაც "სამყაროს დასასრული" 1942 წლისთვის

იქნა დანიშნული, სექტის რიგებმა კვლავ შევსება დაიწყო. დაპირდა რა პატრიარქების

(აბრაამის, ისააკის, იაკობის) მკვდრეთით აღდგენას, მან მშვენიერი სახლი "ბეთსარიმი" (მთავართა სახლი) ააგო, რომელშიც აღდგომის შემდეგ ისინი უნდა

დასახლებულიყვნენ.



ბეთსარიმი (Beth-Sarim)

imageimageimageimage


რუტერფორდის ავტორიტეტი "მოწმეებს" შორის იმდენად გაიზარდა, რომ მის

სიტყვებში ეჭვის შეტანა სექტანტთათვის თვით ღვთის ავტორიტეტის შელახვას

ნიშნავდა. მან საკუთარი თავი იეჰოვას რუპორად გამოაცხადა და არ ერიდებოდა

ყველა რელიგიისა და მათი ლიდერების მიმართ სრული უგულვებელყოფისა და

ზიზღის გამოხატვას. განსაკუთრებით გააფთრებით ის კათოლიკეებს ესხმოდა თავს.

ამასთან "მოწმეთა" ნებისმიერ კრიტიკას ის რელიგიური შეუწყნარებლობის

გამოხატულებად აღიქვამდა.


1918 წელს, შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით ის დაპატიმრებული

იყო ატლანტის შტატის ფედერალურ ციხეში, სადაც 1919 წლის მარტამდე დაჰყო.


რუტერფორდის გარდაცვალების შემდგომ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა

ნათან ნორი, რომელმაც ნიუ-იორკის შტატში მისიონერული სკოლა გახსნა. მან

სამყაროს დასასრული 1975 წლისათვის დაადგინა. 1977 წელს ნორი გარდაიცვალა,

ისე რომ, სამყაროს აღსასრულს ვერ მოესწრო.



ნათან ნორი (Nathan Homer Knorr) 1905-1977

image


ნათან ნორი და ჯოზეფ რუტერფორდი

image
მისი მმართველობის პერიოდში ორგანიზაცია განსაკუთრებით დიდი ყურადღებას

უთმობდა მისიონერულ მუშაობდას. 1977 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა

ფრედერიკ ფრანსი, რომელმაც გააუმჯობესა მისი სტრუქტურა, მოახდინა ფინანსური

შემოსავლების სტაბილიზაცია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყოველი ახალი

ხელმძღვანელი აძლიერებდა კონტროლს ორგანიზაციაზე.



ფრედერიკ ფრანსი (Frederick William Franz) 1977-1992

image

დღეისათვის "მოწმეთა" საქმიანობა პრაქტიკულად ყველა მუსულმანურ ქვეყანაშია აკრძალული.აშშ - ში ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული,

როგორც რელიგიური (თუმცა მსგავსი მცდელობები არაერთხელ ყოფილა),

არამედ მოქმედებს, როგორც საგამომცემლო.





გაგრძელება იქნება...

26
273
11-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
273
  
2016, 6 ნოემბერი, 23:32
მივესალმები თქვენს დამოკიდებულებას. უბრალოდ არაა კარგი ის რო ხალხთა მასა გაუაზრებლად განიკითხავს და გაკიცხვას უწყებს. და როდესაც ქართველ ხალხს უჭირს ეს ქართველი იეჰოვას მოწმეების პრობლემაცაა და ისინი ყველანაერად ეხმარებიან მოყვასს. მაგალითისთვის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ იქ არავის არ დაუწყია იცი შენ მართლმადიდებელი ხარ და შენ იეჰოვას მოწმე ხარ და ასე შემდეგ იქ ბევრი იეჰოვას მოწმე მხარში ედგა საყვარელ თანამემამულეებს და მხარდამხარ ასუფთავებდნენ და ეხმარებოდნენ დაზარალებულებს და არ დაუწყიათ ის რო ნახე რას ვაკეთებთ და როგორ გეხმარებით ეს არავის უთქვამს სხვების გასაგონად, არამედ საქმით დაამტკიცეს. იმიტომ არ ჩანს ის კარგი საქმეები რასაც ეს ხალხი აკეთებს.ნამდვილად არაა სწორი შეიძულო ადამიანი თავისი აზრის და შეხედულების გამო,მითუმეტეს თუ მისი აზრი და შეხედულება ბიბლიასთან თანხმობაშია
2016, 6 ნოემბერი, 23:13
მომწონს მისი მრწამსი თუ არა ეს სხვა თემაა, მაგრამ მე ჩემს თანამემამულეს ამის გამო არ და ვერ შევავიწროვებ...
2016, 6 ნოემბერი, 22:58
Dzaan kargia rom tqvens azrs eubnebit da zogivit ar devnit,romelic arc qveynis da arc gmertis kanons ar sheesabameba
2016, 6 ნოემბერი, 22:54
ბევრი რამ, რამაც მათ მიმართ დამოკიდებულება შემიცვალა, ახლა რომ მოდიან სახლში თუ ვარ მოკლედ ვეუბნები: არ მსიამოვნებს თქვენი დანახვა ჩემს კარებთან!!!
2016, 6 ნოემბერი, 22:50
Rame kitxet da ver gipasuxes?
2016, 6 ნოემბერი, 22:46
ბიბლია რომ გაიგო ბოლომდე და შინაარსიანად წიგნიერი უნდა იყო, განათლებას არ ვგულისხმობ, არამედ წიგნიერებას...
2016, 6 ნოემბერი, 22:44
Mimixvdit albat rac vtqvi, isini biblias ujereben da ara uxucess.
2016, 6 ნოემბერი, 22:34
მოციქულებს უფალი ჰყავდათ მოძღვრად და არა "თვითმარქვია უხუცესი". :)
2016, 6 ნოემბერი, 22:32
Kanonit dadgenil normebs tu gadaval ratqmaunda unda shemaban borkilebi magram me didi siftxilit varchev chem sityvebs rom vinmes reputacia ar shevulaxo,araaq mnishvneloba romel religias ekutvnis. Rac sheexeba zogis gaunatleblobas albat tqvenc gaxsovt rom iesos mociqulebis da mocapeebis 99 procenti ubralo da gaunatlebeli xalxi iyo magram es imas ar nishnavs rom rasac isini qadagebdnen gauazreblad qadagebdnen an ar icodnen ras qadagebdnen
2016, 6 ნოემბერი, 22:24
ან ეს კარდაკარ სიარული რა უბედურებაა? კი ვიცნობ განათლებულ და წიგნიერ "იეჰოვას მოწმეებსაც", მაგრამ ""პიონერების" უმეტესობა სრულიად გაუნათლებელი და უწიგნურია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10