x
image
აჩიკუნა
რას უკავშირდება 1 აპრილის ტყუილი

image


რეალურად, ეს დღე იესო ქრისტეს უკავშირდება. ალბათ ყველას გახსოვთ ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც ჯვარცმული და საფლავად დადებული ქრისტე უკვე მესამე დღეს (რომელიც სწორედ კალენდარული 1 აპრილი იყო) აღარ დახვდებათ გამოქვაბულში. მაშინ სინედრიონის წევრებს, ანუ მათ ვისი მოთხოვნითაც ჯვარს აცვეს იესო, გაახსენდებათ ქრისტეს სიტყვები, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა. იუდეველი მღვდელმთავრები მიხვდნენ, რომ თუკი ეს ამბავი გახმაურდებოდა და ხალხი გაიგებდა, რომ იესო ქრისტე მართლაც აღდგა, იგი გახდებოდა ძლიერი საფუძველი მაცხოვრის მიმდევართა კვლავ კონსოლიდაციის. ანუ კაცისმკვლელი სინედრიონის წევრებისათვის არსებული საფრთხე, რომელიც მათი აზრით ჩავლილი იყო, კვლავ ცხადი ხდებოდა. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, კონტრ, რა თქმა უნდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა. კერძოდ, საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ ჯარისკაცებს მისცეს დავალება, რომ მთელ იერუსალიმში გაევრცელებინათ ხმა, რომ ქრისტე მკვდრეთით კი არ აღდგა არამედ მისმა მოციქულებმა მოიპარეს. აი რომელი ტყუილი უდევს საფუძვლად ამ ერთი შეხედვით უწყინარ ტრადიციას. ტყუილი ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ჭეშმარიტება და სიმართლე კი სწორედ ის გახლავთ რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა!

3
154
12-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
154
  
2014, 3 აპრილი, 12:09
საინტერესოა, არ მიცოდი არც მე.
2014, 3 აპრილი, 2:10
ვაა ეს ნამდვილად არ ვიცოდი
0 1 3