x
image
აჩიკუნა
ბნელ ძალთა იერარქია (დემონები)

image


დემონები - ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტები.


ქმნილ არსებათა კიბის ზედა, უმაღლეს საფეხურზე, უხორცო სულები დგანან.

უხილავი, სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა.
ხილული სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის
წინაშე და ემსახურებოდნენ მას. ისინი ღვთის განგების იარაღნი და ღვთის ნების
მაუწყებელნი არიან.

ანგელოზი მძლავრი, უსხეულო სული, პიროვნება ანუ გონებაა. ანგელოზები იერარქიულად არიან შექმნილნი. ერთად შეადგენენ ერთობას, ანუ კრებულს და
იყოფიან "მხედრობებად". ანგელოზებს აგრეთვე "მეორე ნათელსაც" უწოდებენ.


image


ვარაუდობენ, რომ ყოველ ქმნილებას, მის გვარსა და სახეს თავისი ანგელოზი ჰყავს.
მაგალითად: ეკლესიას, ხალხებს, ოჯახებს, ბუნების სტიქიებს. ცალკეული ადამიანის ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია.




უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან დაცემული ანგელოზებიც, ანუ ბოროტი სულები.

image


ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, ის არ არის თავიდანვე არსებული, საკუთარი დამოუკიდებელი საწყისების მქონე სუბსტანცია. ის თავისუფალი ნების მქონე არსებათა პიროვნული პოზიცია, ღვთისგან დაშორება და სიკეთის მოკლებაა.


აუხსნელი ახირების გამო ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფმა და მის მიერვე შექმნილმა პიროვნებამ, უმაღლესმა ნათლის ანგელოზმა, ანუ ლუციფერმა (სინათლის მატარებელმა) მოინდომა ყველაფერი თვითონ ჰქონოდა და არავისთვის არაფერი მიეცა.


წმ. მამების თქმით: მას თავისი თავი შეუყვარდა და ერთგვარად თვითდახშულ,

ცარიელ ჭურჭლად იქცა.


ამ პირველ ცოდვას ხან ამპარტავნებას, ხან თავკერძობას, ახლა კი ეგოიზმსაც უწოდებენ. მისი არსი საკუთარი თავისაკენ ანგარებიანი ყურადღების წარმართვაში

მდგომარეობს, ანუ ეს საკუთარი თავის მიმართ ისეთი განსაკუთრებული ყურადღებაა, რომლის დროსაც საკუთარი "მე" სამყაროს ცენტრად იქცევა. იგი საკუთარი თავის კერპი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რასაც საკუთარი ფასი ეკარგება - მისი საამებელი საშუალება ხდება. ამის გამო ღმრთისა და სამყაროსადმი უანგარო ინტერესი ჭკნება, ხოლო თავის თავში ჩაკეტილი პიროვნება სულ უფრო ნადგურდება.

მაგრამ

პიროვნება, ისევე როგორც ბუნება, ვერ იტანს სიცარიელეს და იწყებს ავსებას

საკუთარი წარმოსახვის ნაყოფებით (სუროგატებით).


image


თავად მას ვინც ბოროტება მოიგონა, მარტოობის სიცივე და სიცარიელე -

შურად ექცა.


ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი სიყვარულისა და ერთობის აღუხოელი სურვილი მის თვითჩაკეტილ პიროვნებაში - სიძულვილისა და

ნგრევის ძალად იქცა.


ყოფიერების სისრულეში ერთიანობის მიღწევის შეუძლებლობა - გადაიქცა მისწრაფებად საყოველთაო განადგურების გზით იმავეს მიღწევისაკენ.





image



მოტყუებით კი ეშმაკმა, უფსკრულში თან გაიყოლა სხვა სულებიც.


image





სიცრუისა და ცილისწამების გზით მან მიაღწია პირველ ადამიანთა დაცემას.


image


image





კლასიფიკაცია:


დაცემულ ანგელოზთა შორის, ისევე, როგორც ზეციურ ძალებში არსებობს იერარქიული

წყობა. როგორც ვიცით ზეციური იერარქია ცხრა დასად (ხარისხად, მხედრობად) იყოფა. ხოლო ეს ცხრა დასი სამ იერარქიულ ტრიადად. დაცემის შემდგომ

შენარჩუნებულ იქნა მათ შორის იგივე იერარქია რაც ზეციურ სამეფოში გააჩნდათ.

ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ მათ შორის უპირველესს დამორჩილებოდნენ.



დაცემულ ანგელოზთა სამი იერარქიული ტრიადა (უმაღლესიდან უმდაბლესამდე)


image




მათი ძალისა და დანიშნულების მიხედვით დაცემულ ანგელოზთა 10 სახეობას გამოყოფენ:





1. პარკები

image


ევალებათ შეძლებისდაგვარად ჩაერიონ ადამიანის (პიროვნების) ცხოვრებაში. თუ "მფარველ ანგელოზი" იცავს მიმავალს, რათა გზას არ გადაუხვიოს;

დაუძლურებულს განამტკიცებს და დაცემულს აღადგენს. პარკი დაუღალავად

ცდილობს ადამიანი გზას ააცდინოს, დააუძლუროს სულიერად და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. ისინი ანტი მფარველი ანგელოზები არიან...







2. პოლტერგეისტები

image
ბოროტი სულები, რომლებიც რომელიც ამჟღავნებენ და თვალნათლივ აჩვენებენ თავის თავს მოძრაობით, სხვადასხვა საგნებსა და ობიექტებზე ზემოქმედებით, სუნით და ა.შ.

მათი მიზანია ადამიანის შეშინება, დაცინვა და შეურაცხყოფა...





3. ინკუბები და სუკუბები

image

მამრობითი და მდედრობითი სქესის ბოროტი სულები, რომლებიც ადამიანში

სექსუალური ხასიათის, აღვირახსნილ გრძნობებს აღვივებენ და ხშირად იწვევენ

ე.წ. ძილად დაცემას. ეს დემონები განსაკუთრებული სიშმაგით ესხმიან თავს

მონაზვნებს...

(რათქმაუნდა დემონებს (ანგელოზებს) სქესი არ გააჩნიათ, რადგან ისინი უსხეულო სულიერი არსებები არიან, მაგრამ მათი მზაკვრობითა და ღვთის დაშვებით ისინი ამ

გზით გამოხატავენ საკუთარ თავს.






4. დემონთა მოხეტიალე დაჯგუფებები და არმიები

image

ისინი ადამიანთა ბრბოს სახით იჩენენ თავს და მოაქვთ საშინელი ხმაური და

უბედურება...







5. ფამილიარები

image


დემონები, რომლებიც შუამავლობენ და გადასცემენ სატანურ ცოდნასა და

გამოცდილებას, მსახურობენ ჯადოქრებს (ალქაჯებს). ისინი ხშირად სხვადასხვა

ცხოველის სახით ეცხადებიან და მთელი სიცოცხლის მანძილზე გვერდიდან

არ შორდებიან პატრონს (ალქაჯს). თუმცა მათი მსახურება უანგარო როდია,

ისინი თავიანითი "პატრონის" სულს თავად სატანას მიართმევენ სიკვდილის შემდეგ...







6. დრუდები (კოშმარები)

image

დემონები, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სიზმრებს, კოშმარებს, ძლიერ ემოციურ

მდგომარეობას ძილის დროს. ადამიანში იწვევენ შიშს, სასოწარკვეთას, შფოთვას და მწუხარებას...








7. ქამბიონები

image

არსებები, რომლებიც ჩაისახნენ დემონისა და ადამიანის ურთიერთობის დროს.

როდესაც ინკუბები და სუკუბები (მდედრობითი და მამრობითი სქესის დემონები)

ადამიანთან ამყარებენ სექსუალურ კავშირს ისახება "ქამბიონი". ხშირ შემთხვევაში

ეს ხდება ინკუბების (მარობითი სქესის) დემონების მიერ ქალის გაუპატიურების

დროს...








8. სიცრუის, ცილისწამებისა და ღვარძლის დემონები

image

დემონები, რომლებიც ცდილობენ ადამიანთა შორის შუღლისდა ღვარძლის ჩამოგდებას. ისინი ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან, ავრცელებენ სიცრუესა და

ცილისმწამებლურ ჭორებს. რასაც ხშირად დიდი უბედურება და შუღლი მოჰყვება

ადამიანთა შორის...







9. წმიდათა დემონები

image

დემონები, რომლებიც წმიდანებს ესხმიან თავს...







10. "ალქაჯთა შაბათის" დემონები

image


დემონები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ ხანდაზმული ქალები. ისინი ძალაუფლების სანაცვლოდ მათ სულებს ითხოვენ და აიძულებენ მასობრივ სატანის თაყვანისცემის რიტუალში მიიღონ მონაწილეობა, ( შაბათის ლიტანიობა) სადაც ადგილი აქვს:

ორგიებს, ნეკროფილიას, კანიბალიზმს, ადამიანთა მსხვერპლშეწირვას და ა.შ.




image




**************************იერარქია******************************


image

ანგელოზები, რომლებიც პირველნი განუდგნენ უფალს და რომელთა მიერ იმართება

ჯოჯოხეთი და სრულიად ბნელ ძალთა კრება:



ლუციფერი; მთიები (სინათლის მატარებელი) აღუდგა პირველი ღმერთს და მასთან

ერთად ორი უმაღლესი დასის ანგელოზი ბელზებუბი და ლევიათანი...




ზეციური იერარქიის მიხედვით. უმაღლესიდან უმდაბლესამდე:



I - იერარქია (სერაბიმნი; ქერუბიმნი; საყდარნი)



ლუციფერი; მთიები - თავი და თავი ყოველგვარი ბოროტებისა (პირველი სერაბიმი)


ბელზებუბი - სერაბიმთა პრინცი (ლუციფერის შემდეგ)


ლევიათანი - სერაბიმთა მესამე პრინცი


ასმოდეუსი - სერაბიმთა მეოთხე პრინცი



* * * * * * * * * * * * * * * * * * * *


ბერითი; ბაალი - ქერუბიმთა თავადი



* * * * * * * * * * * * * * * * * * * *


ასთაროთი - საყდართა პირველი პრინცი


ვერინი - საყდართა მეორე პრინცი


გრესილი - საყდართა მესამე პრინცი


სონეილონი - საყდართა მეოთხე პრინცი



image




II - იერარქია (უფლებანი; ძალნი; ხელმწიფებანი)



კარიო - უფლებათა პირველი პრინცი


კარნიველი (კარნივეანი) - უფლებათა მეორე პრინცი



* * * * * * * * * * * * * * * * * * * * *


ოეილეტი - ძალთა პირველი პრინცი


როზიერი - ძალთა მეორე პრინცი



* * * * * * * * * * * * * * * * * * * * *


ბელიაზი - ხელმწიფებათა პირველი პრინცი




image




III - იერარქია (მთავრობანი; მთავარანგელოზნი; ანგელოზნი)



ვერიერი - მთავრობათა პირველი პრინცი



* * * * * * * * * * * * * * * * * * * * *


ოლივიერი - მთავარანგელოზთა პირველი პრინცი



* * * * * * * * * * * * * * * * * * * * *


იუვარტი (ლუვარტი) - ანგელოზთა პირველი პრინცი




image





ლუციფერი; სატანა


image


არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა.


გამოისახება კაცის ტანით, ქალის მკერდით, ფეხებზე ჩლიქებით და თხის თავით.

მისი სიმბოლოა პენტაგრამა.


image



ასევე ძველი ოკულტური ბეჭედი, რომელსაც იყენებენ რიტუალების დროს მისი მოხმობის მიზნით...


image




image






ბელზებუბი (ბუზების მბრძანებელი)


image


სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე, პირველყოფილი ბოროტება.

ადამიანს უბიძგებს სიამაყისკენ, გაუმაძღრობისკენ, ეჭვიანობისკენ და ომისკენ.

ის არის ალქაჯების და ჯადოქრების მბრძანებელი და მათ ევლინება ბუზის სახით. ამის გამო მას ბუზების მბრძანებელს ეძახიან. ბუზების მეშვეობით მას შეუძლია ადამიანებს ეპიდემიები მოუვლინოს.


გამოისახება დიდი ფუტკარის, ცხენის, მაღალი ხის და შიშველი ადამიანის სახით კანის გარეშე.


მისი სიმბოლოა ე.წ. ბელზებუბის ბეჭედი...


image


image



ასევე ძველი ოკულტური ბეჭედი, რომელსაც იყენებენ რიტუალების დროს მისი მოხმობის მიზნით...


image




image







ლევიათანი


image


სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე, პირველყოფილი ბოროტება.

ერესის, შურისა და ქაოსის დემონი. ლევიათანი წმინდა წერილის თანახმად, სამყაროში მოქმედი ბოროტების სიმბოლოა, რომელსაც საკუთარი უკეთური ძალა ღვთის რჩეული ერის წინააღმდეგ აქვს მიმართული.


გამოისახება ზღვის უზარმაზარი ურჩხულის (გველეშაპის) სახით. მისი სიმბოლოა

ლევიათანის კვეთა (სატანის ჯვარი).


image


ორმაგი ჯვარი სიმბოლოა ხალხთა შორის იმუნიტეტისა და ბალანსისა. უსასრულობის

ნიშანი კი ხაზს უსვამს ბუნების მუდმივობასა და უსასრულობას. რაც სავარაუდოდ

სიმბოლოა მარადიული სამყაროსი.





image



ასმოდეუსი


image

ვნების, ფუფუნებისა და ძალაუფლების დემონი.


გამოისახება კაცის ტანით, მამლის ფეხებით, გველის კუდით და სამი სახით

(ადამიანის პირიდან ცეცხლის ალით, ხარისა და ცხვრის) მჯდომარე ლომის

თავიან დრაკონზე. მისი სიმბოლოა ანთებული ლამპარი.


image






image





ბერითი; ბაალი (ბაალ ბერითი)


image


ბატონი, უფალი, მბრძანებელი – ეს იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში (ფინიკია, ქანაანი, ასურეთი და სხვა) ფართოდ გავრცელებული ღვათაება.


როდესაც არქეოლოგებმა გახსნეს ბაალის სამლოცველოები…. აღმოაჩინეს ჭურჭლები, ათასობით დამწვარი ბავშვის ძვლებით… ხელნაწერთა გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ბაალს განსაკუთრებით „უყვარდა“ ახალშობილი ბავშვები, რომლთაც ქურუმები ნელნელა წვავდნენ. დღესასწაულისა და უბედურების წლებში, ბაალს ქურუმები სწირავდნენ ათასობით ადამიანს… ღმერთების დღესასწაულზე ქანაანელებს სამსხვერპლოდ მიჰყავდათ საკუთარი შვილები და მთელი სოფლის ან ქალაქის მოსახლეობა ეძლეოდა ველურ ორგიებს, ასაკის მიუხედავად.


იგი ადამიანს უბიძგებს მკვლელობისკენ, თვითმკვლელობისკენ, მრისხანებისკენ,

ჩხუბისკენ , ცილისწამებისკენ. მართავს ატმოსფერულ მოვლენებს. შეუძლია

გამოცხადდეს ნებისმიერი წმიდანის სახით.


ბაალის კულტი ებრაელთა გადასახლების ხანაში მოისპო.


ძირითადად გამოისახება ადამიანის ტანისა და ხარის თავის მქონე არსების სახით,

ან ცხენზე ამხედრებული გვირგვინოსანი მეფის სახით...

ასევე კატის, გომბეშოსა და ადამიანის სახით, ობობას ფეხებზე მდგარი...


მისი სიმბოლოა ე.წ. ბაალის ბეჭედი...


image

image

image






image





ასთაროთი

image

უსაქმურობისა და სიზარმაცის დემონი, ჯადოქართა მფარველი, ჯოჯოხეთსა და

წუთისოფელს შორის არსებული საზღვრის გუშაგი და მცველი. მისი ბრძანებითა და

თანხმობით შემოდიან წუთისოფელში ბოროტი სულები სპირიტუალური რიტუალის

თუ სხვა დემონური საქმიანობის დროს...


გამოისახება მახინჯი, შიშველი, გამხდარი კაცის სახით, დრაკონის ფრთებით და

დამატებითი ფრინველის წყვილი ფრთით, თავზე გვირგვინით, მარცხენა ხელში დაკლაკნილი გველით. ამხედრებული მგლის ან ძაღლის თავიან დრაკონზე,

რომელსც აქვს ქვეწარმავლის კუდი...


ზოგჯერ შავ ან თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანის სახით (კაცის ან ვირის

თავით)


მისი სიმბოლოა ე.წ. ასთაროთის ბეჭედი...


image


image



ასევე ძველი ოკულტური ბეჭედი, რომელსაც იყენებენ რიტუალების დროს მისი მოხმობის მიზნით...


image




image





ვერინი


image


მოუთმენლობის, სიხარბისა და შეუწყნარებლობის დემონი. შეუძლია გამოიწვიოს ეპილეფსიური და პსიქიკური აშლის მდგომარეობა. ადამიებს უბიძგებს სისასტიკისკენ

და ყოვლგვარი შეუწყნარებლობისკენ. მას აქვს სრული ძალაუფლება "ქამბიონებზე".

აქვს ადამიანთა განკურნების უნარი და ფლობს მედიცინის საიდუმლოებებს. ადამიანს

უბიძგებს სექსუალური მანკიერებებისკენ (პარაფილიისკენ), კანიბალიზმისკენ,

თვითმკვლელობისკენ. განსაკუთრებით ესხმის თავს სასულიერო პირებს, მონაზვნებს.


გამოისახება თმით დაფარული შიშველი ადამიანის სხეულით, რქებით, თხის ფეხებით და ხელებზე გრძელი ბრჭყალებით ...


image





image





გრესილი


image


ყოველგვარი უწმინდურობუს, სიბინძირის და სიზარმაცის დემონი.


გამოისახება მახინჯი არაბუნებრივი არსების სახით, ქალის სასქესო ორგანოებით,

კატისებრთა ცხოველის თავით, თხის ფეხებით და სასქესო ორგანოში სხვადასხვა

ქვეწარმავლით...


image






image





სონეილონი


image

სიძულვილის, მტრობისა და კაცთმოძულეობის დემონი. მისი მიზანია ყოველგვარი სიკეთისა და სიწმიდის განადგურება, ხალხთა შორის სიძულვილის დათესვა და ამ

გზით კაცობრიობის აოხრება და განადგურება მათივე ხელით.


გამოისახება ობობას ფეხებზე შემდგარი, ქერცლით დაფარული ადამიანის ტანით და

დრაკონის სახით.


ან დამახინჯებული წაგრძელებული ადამიანის სხეულით, თვალების გარეშე...


image






image





კარიო


image

გულქვაობისა და მწუხარების დემონი. შეუძლია ნებისმიერი მოკვდავის სხეულში

ბინადრობა სხვა ადამიანის თუ ადამიანთა გარემოცვაშიც კი, ისე, რომ თავი არ

გამოამჟღავნოს. იგი ადამიანს უბიძგებს ომისა და მრისხანებისკენ. მისი დემონური

აურა გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც სუსტი რწმენა

გააჩნია ან საერთოდ არ აქვს ის.


გამოისახება მაღალი ნახევრად გამხმარის ხის და ქარის (გრიგალის) სახით...


image






image






კარნიველი (კარნივეანი)


image
უხამსობის
, უსირცხვილობის, უტიფრობის, გარყვნილების, ავხორცობისა და ცინიზმის დემონი. ადამიანს მატებს ნდობას, ძალასა და გამბედაობას.


გამოისახება ნიღბიანი ან დამახინჯებული ადამიანის სახით...


image





image





ოეილეტი


image

სიმდიდრის, ავლადიდებისდა მატერიალური ფასეულობების დემონი.

იგი ადამიანებს უბიძგებს დაუტევონ საკუთარი პრინციპები, მორალური და

ზნეობრივი ღირებულებები მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ.


გამოისახება ეშაფოტზე, სახრჩობელის ქვეშ მდგომი შიშველი კაცის სახით, ხელში ანთებული ჩირაღდნით, სხეულზე ამოტვიფრული სხვადასხვა ოკულტური ნიშნებით.


ან შავი მამალის სახით...


image





image



როზიერი


image

სექსუალური უწმინდურობის, მრუშობისა და ღალატის დემონი. ის უბიძგებს

ადამიანს ცოლქმრული ერთგულების გატეხვისკენ, ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარებისკენ, ქორწილ გარეშე სქესობრივი ურთიერთობისკენ ქორწინებაში მყოფ პირთან.


გამოისახება მაღალი, გამხდარი ლამაზი ქალის სახით, ღია ქათქათა კანით.

ხელთ უპყრია კვერთხი, დგას სამ ფეხზე და ასხმული აქვს სხვადასხვა სამკაულები...


ან ლამაზი ჰერმაფროდიტი ადამიანის სახით...


image




image




ბელიაზი


image

ქედმაღლობის, ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობის დემონი. მშობლებს

აღუძრავს ამბიციებს, უბიძგებს უმოქმედობისკენ, ამაოებისკენ, შვილების უმიზეზოდ

და უსამართლოდ დასჯისა და გაკიცხვისკენ. ხელს უწყობს მშობლების უყურადღებობას შვილებისადმი. ნელ-ნელა არღვევს ოჯახის ერთიანობას და

აქრობს მასში ურთიერთპატივისცემას.


გამოისახება ბნელი მახინჯი სახით და ქვეწარმავლის სახის იერით, რქებით,

ბრჭყალებითა და წყვილი ფრთით.


image





image






ვერიერი


image


ფიცის გატეხვის, ურჩობისა და გაუგონრობის დემონი.


გამოისახება შავებში ჩაცმული ადამიანის ფიგურით და სახის გარეშე...


image





image





ოლივიერი


image


სისასტიკისა და დაუნდობლობის დემონი.


გამოისახება მახინჯი არაბუნებრივი რქიანი არსების (ურჩხულის) სახით...


image





image





იუვარტი (ლუვარტი)


image

ადამიანებთან ყველაზე ახლოს მყოფი. მიწის მპყრობელი.


გამოისახება რქიანი მახინჯი ადამიანის სახით და წყვილი ფრთით...


image

სწორედ ეს დემონები მართავენ ჯოჯოხეთის ლეგიონებს იერარქიის მიხედვით...







იხილეთ ასევე:



ზეციურ ძალთა იერარქია (ანგელოზები)

58
632
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
632
  
გნოსტიკოსთა უმეტესობა იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სატანა ანუ ოფიომორფისი შობილი ბოროტი სასუფევლის ულმობელი ტირანი მეუფის – ბოროტი დემიურგისგან, თვითონ ბევრად უფრო კეთილი და ბრძენია ვიდრე მამა. ბევრი გნოსტიკოსი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ სატანამ უფრო მეტი იცის პლერომაზე ანუ ზესულიერ სამეფოზე, რომელიც ბოროტ სასუფეველზე მაღლა ძევს, ვიდრე თავად ბოროტმა დემიურგმა და რომ სატანას უფრო შეუძლია დაიმკვიდროს პლერომა ვიდრე დემიურგს. თუ კარგად დავაკვირდებით, გამოვა, რომ დაცემული ანგელოზები (და უპირველეს ყოვლისა: ლუციფერი, სატანა, ბელიალი და ლევიათანი) სხვა არავინ ყოფილან თუ არა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხენი, რომელნიც 7 სამყაროული არქონტის (ე.ი. ბოროტი დემიურგების) წინააღმდეგ აჯანყდნენ.
ფაქტობრივად აღმოსავლური დჰარმული და დასავლური აბრაამული მითოსის თანახმად, დემონები ანუ ასურები, ესენი არიან ან დაცემული ღმერთები ან პირველი თაობის დაცემული ანგელოზები აბრაამული ფოლკლორიდან. ზოგიერთი ვერსიით მეორე თაობის დაცემული ანგელოზები არ წარმოადგენენ დემონებს. აბრაამული მონოთეიზმის მიმდევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ბნელ დაიმონებს და ბუნების შეცდომად მიიჩნევენ, რაც ძირშივე მცდარია, მონოთეისტები უარყოფენ რა ოკულტურ ტრადიციას იმყოფებიან თავიანთ მიერვე შექმნილ დეზინფორმაციულ ვაკუუმში. როგორც ნათქვამია: ისტორიას წერენ გამარჯვებულები. ასე რომ რთული გადასაწყვეტია ვის მხარეს დაიჭერ, ყველაფერი რელატივისტურია, ვიღაცისთვის აბრაამის „ღმერთია“ მართალი, ვიღაცისთვის კი მისი დაცემული მეამბოხე ძე – ლუციფერი, მაგრამ როგორც იტყვიან: ხე ნაყოფით შეიცნობა. ამიტომაც მთავარია დეზინფორმაციის დაძლევა და რეალური ფაქტების გამოტანა დღის შუქზე, ამის შემდეგ კი ვინ არის მართალი და ვინ არა მომავალი გვაჩვენებს.
ბარბელიოტების გნოსტიკური სკოლის თანახმად, რომელიღაც უცნობი ეონის – მხოლოდშობილის (მონოგენეზიდან) პირველი ანგელოზისგან იშვა სულიწმინდა, რომელსაც ეწოდება სოფია ანუ პრუნიკოსი. პრუნიკოსი ეძებდა პარტნიორს შეწყვილებისთვის. პრუნიკოსმა ჩაიხედა ქაოსის სიღრმეში და ვერ იპოვა რა პარტნიორი, თავისი გულუბრყვილობით, მამის ნების გარეშე წარმოშვა პირველი მმართველი ანუ მეუფე (პროტო-არქონტი), მატერიალური სამყაროს შემოქმედი, არსება დაჯილდოებული უმეცრებითა და სითავხედით. ეს პირველი არქონტი ქაოსის სიღრმეში მიიზიდა დიადმა ძალამ. აქ მან წარმოშვა მმართველები (არქონტები), ანგელოზები და მიწიერი საგნები; შემდეგ – ბრაზი, ეჭვიანობა, შურიანობა, მრისხანება და ავხორცული ვნება. ამის შემდეგ მისი დედა სოფია, წუხარებით აღსავსე, ავიდა ზემოთ და შეადგინა ოგდოადა. ხოლო ქაოსში დარჩენილმა მისმა ძემ ქედმაღლურად წარმოთქვა: „მე ერთადერთი ვარ ღმერთი ეჭვიანი“. სწორედ მან შექმნა ადამიანი.
გნოსტიკოსი კაენიტები ასწავლიდნენ, რომ კაენი წარმოიშვა უზენაესი ძალისგან, რომლის სახელია – ისკუროტერა დინამი, რის გამოც მას ბოროტი შემოქმედი, სახელად – ისტერა ასგანესტერა დინამი, დევნიდა, თუმცა ვერაფერი ავნო, რადგან სიბრძნე იყო მასთან ისევე, როგორც შემოქმედის სხვა მოწინაღმდეგეებთან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ესავი, სოდომელები, იუდა და ბოროტი დემიურგის სხვა მტრები. გნოსტიკოსები, როგორებიც იყვნენ მარკიონი, სატორნინე, ბასილიდე და სხვები, ბოროტ დემიურგს აფასებდნენ სრულიად უარყოფითად, მის სასუფეველს დემიურგის ბოროტ სასუფეველს უწოდებდნენ, თავად მას კი წინააღმდეგობრივად და ბოროტების მიზეზად მიიჩნევდნენ. ისტერა არის ბოროტი ძალა, ცრუ ღვთაება, რომელიც ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფლებას ანადგურებს. ისტერა წარმოადგენს სასტიკ ასტრალურ სულს, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, მას სურს მთელი კაცობრიობის დამონება.
პრუნიკოსის მატერიაში დაცემის შედეგად იშვა მისი ბოროტი და არასრულფასოვანი, მშვინვიერი ანუ ფსიქიკური დემონური ეონი, სასტიკი ეგომანიაკი და სადისტი – ილდაბაოთი, რომელმაც თავისმხრივ შვა კიდევ ერთი ბოროტი ეონი – იაო ანუ იეჰოვა, იეჰოვამ შვა ბოროტი ეონი საბაოთი, საბაოთმა შვა ბოროტი ეონი ადონეუსი, ადონეუსმა შვა ბოროტი ეონი ელოეუსი ანუ ელოსუსი, ელოსუსმა შვა ბოროტი ეონი ორეუსი, ხოლო ორეუსმა შვა ბოროტი ეონი ასტანფეუსი. ილდაბაოთსა და მის ძეებს შორის დროთა განმავლობაში გაჩაღდა და აღიძრა შუღლი და განხეთქილება მატერიის სამეფოზე მეუფებისათვის. ილდაბაოთმა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ჩაიხედა მატერიის სიღრმეში, ქაოსის უფსკრულში და ქაოსის კონტინიუმზე მისი ფსიქომენტალური ენერგიის ანარეკლისაგან იშვა ძე, ვითარცა გველეშაპი. ილდაბაოთმა, რომელსაც ეზიზღებოდა და ეჯავრებოდა თავისი დედა, სიხარულისაგან და პატივმოყვარეობისაგან წარმოთქვა: „მე ვარ მამა და ღმერთი და არაა სხვა ჩემს გარდა... მოდით და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და სახიერებად“. ილდაბაოთმა ადამიანებს წარღვნა მოუვლინა, რადგანაც ადამიანები განუდგენ მას, შეიცნეს რა სულიერი სინათლე და გახდნენ თავისუფლები, ილდაბაოთს არ მოეწონა და თვალში არ მოუვიდა ადამიანების თავისუფლება, მათი თავისუფალი აზროვნება და ის, რომ ისინი მას არ ეთაყვანებოდნენ და არ ემონებოდნენ, რადგან ილდაბაოთს სწყუროდა ადამიანებზე ბატონობა და მათი უსიტყვო მონური მორჩილება. ილდაბაოთმა აბრაამი აირჩია მსახურად და მონად და დაუდო აღთქმა, თუ ის მისი ერთგული მონა იქნებოდა, მას მატერიალურ დიდებას და სიმდიდრეს უბოძებდა, რაც გააკეთა კიდეც. აბრაამის შთამომავლებისგან ილდაბაოთმა თავის ახალ მსახურად და მონად აირჩია მოსე და მისი დახმარებით ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, ილდაბაოთმა მოსეს მშვინვიერი რჯული მისცა და ებრაელებს უცხო ხალხების განადგურებაში ეხმარებოდა. ებრაელებმა დაადგინეს შვიდი დღე კვირაში, რომლებიც შეესაბამებიან შვიდ არქონტს, რომელთაგან თითოეულს ყავდა თავისი წინასწარმეტყველები განდიდებისა და ქადაგებისათვის. ეს წინასწარმეტყველები მიეკუთვნებოდნენ სასტიკი ილდაბაოთის სამეფოს.
თვითონ შეიქმნა მამად და ღმერთად ყოველივე არსებულისა, რაც კი იყო პლერომის გარეთ. მართალია, დემიურგი თვითონ მიიჩნევდა საკუთარ თავს ერთადერთ ღმერთად და ასე გამოუცხადა კიდევაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებს, მაგრამ არსებობდა მასზე უფრო ადრეული და უმაღლესი ღვთაებრივი ეონების სისავსე ანუ პლერომა. დემიურგმა არ უწყოდა უმაღლესი სულიერი სამყაროების შესახებ. მან დედა ახამოtისგან მიიღო მშვინვიერი ბუნება, პლერომას ეონებისგან მიიღო სულიერი თესლი ადამიანთათვის არაცნობიერად გადაცემისთვის. დემიურგი და მისი ანგელოზები – არქონტები, კოსმოსის მმართველი ბოროტი ეონები არა მარტო ვერ ჩაწვდებოდნენ რაიმე სულიერს, არამედ ზენა სამყაროს ანუ პლერომის არსებობაც კი არ უწყოდნენ. დემიურგი გაჩნდა შიშისგან, მაგრამ ამასთან ერთად ის არის ცეცხლი, რადგან თავად ებრაელთა „უფალიც“ ამბობს: მე – ვარ ცეცხლი შენი, გამანადგურებელი და დამღუპველი.
ოფიტების გნოსტიკური სკოლის მიხედვით, სულიერი ეონი პრუნიკოსი არის შემოქმედების დასაბამი.
ქრისტიანობის ტრიუმფი დაიწყო 314 წელს არტემისის კულტის სრული განადგურებით და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური ვნებათაღელვა არის აბრაამის ღმერთის მიერ ადამიანებსა და სინათლის ანგელოზებში აღძრული აგრესიის, შიშისა და უმეცრების აპოთეოზი. სატანისტური გაგებით აბრაამის უფლისგან აპოსტასია სათნოებაა და სწორედ ის არის ადამიანთა ნათელი მომავლის საწინდარი. აქედან ცხადია, რომ ლუციფერი არის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირი, რომელიც უპირისპირდება საკუთარი დესპოტ მამას და სურს ადამიანთა დახსნა მისი ტირანიისგან. ინფერნალური სამყაროების სათავეში დგას 4 არქედემონი ლორდი: 1) ლუციფერი (ლათ. „სინათლის მომცემი“), 2) სატანა (შუმერ. „სიძულვილი“), 3) ბელიალი და 4) ლევიათანი. ამ დემონებს ემორჩილებათ ინფერნალური დაიმონების ურიცხვი ლეგიონები. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური ქრისტიანობის თანახმად აბრაამის „ღმერთი“ არის ბოროტი დემიურგი, რომელიც იშვა ასტრალურ სივრცეში, დაცემული ეონის – პისტის სოფიას მიერ შობილი ნახევრად ღვთაებრივი და ნახევრად დემონური ეონის – სოფია ახამოტისგან, რომელიც საკუთარ თავში ერთდროულად შეიცავდა სინათლესა და სიბნელეს. პლერომას ეონმა ქრისტემ ახამოტს მისცა სახე უკვე ცოდნის შესაბამისად და სრულიად განკურნა მისი ასტრალური ვნება. კერძოდ, მან განჰყო მისგან მისი ასტრალური ვნებანი და გარდააქცია ისინი არაორგანიზებულ ასტრალურ ნივთიერებებად. ვნებებისგან გათავისუფლებულმა ახამოtმა თავისი მშვინვიერი ე.ი. ასტრალური არსისგან წარმოშვა ბოროტი დემიურგი. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური სკოლის სწავლება გვამცნობს: დემიურგი, რომელმაც შექმნა როგორც ანგელოზნი, ისე ბოროტების სულნი და ადრე არსებული მატერიისგან (რომელიც გაჩნდა ახამოტის ვნებებისგან) გამოსახა მთელი ხილული სამყარო და ადამიანი.
იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღო საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე. დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე. მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე.“ საინტერესოა, რატომ ირჩევენ ადამიანები ტირან იაჰვეს და უარყოფენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ლუციფერს, რომელმაც ვითარცა პრომოთემ კაცობრიობას შემეცნების ცეცხლი და შუქი უბოძა? რა არის აბრაამის უფალში ასეთი მიმზიდველი? პასუხი აშკარაა, საუკუნეთა მანძილზე აპრობირებულმა შავმა პიარმა დაცემულთა წინააღმდეგ და აბრაამული ეკლესიის ძლიერმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საშვილიშვილოდ ჩაბეჭდა ადამიანთა უმეცარ გონებაში ინფერნალური მტრის ხატი. როგორც იტყვიან, ისტორიას წერენ გამარჯვებულები, ეს მუდამ ასე იყო და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ მეცნიერული და ფილოსოფიური პროგრესის სახელით ფანატიკური პროფანაციის წინააღმდეგ ბრძოლა კეთილშობილური საქმეა და ამისთვის ღირს სიცოცხლის გაწირვაც კი.
ვიქნები მე მასთან, ვინც ხედავს წყვდიადის სინათლესა და ღამის შუქს. დავლოცავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ვიქნები მე შენთან. სატანის სახელით შუქთმოსილის, ძალთა ანგელოზების სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამენ.“ სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“, დაცემული მთავარანგელოზი, ლედი სემიაზა ასე მიმართავს ადამიანებს: „ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე.“ ამ ტექსტიდან ცხადია, რომ აბრაამისეულ ბრმა რწმენასა და მონურ მორჩილებას, დაცემული ანგელოზები და მათი მიმდევრები უპირისპირებენ „აკრძალულ“ ცოდნას და განათლებას, ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას, რაც უცხოა აბრაამის ღმერთის – იაჰვესთვის. იაჰვეს შესახებ „სემიაზას წიგნში“ წერია: „ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს.
რაღა თქმა უნდა სუფთა ცეცხლისგან შექმნილი ასტრალური არსება ტალახისგან შექმნილ მიწიერ გოლემთან შედარებით ბევრად უფრო აღმატებულია და არცაა გასაკვირი, რომ იბლისი ამ აზრზე იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იბლისმა დააფიქსირა სწორი აზრი და გამოავლინა თავისუფალი ნება, გამოთქვა რა პროტესტი დემიურგის წინაშე, ე.წ. „ღმერთმა“ იგი არც მეტი არც ნაკლები განდევნა ე.წ. „სასუფევლიდან“ მომხრეებთან ერთად! ეს თქვენი აზრით სწორი ქმედებაა? რა გამოდის? რომ თურმე ე.წ. „ღმერთს“ განსხვავებით ადამიანთაგან, დემონთაგან და ანგელოზთაგან პრაქტიკულად ყველაფრის უფლება ჰქონია? ე.ი. ადამიანებმა და სხვა ქმნილებებმა უნდა დაიცვან ე.წ. „მცნებები“ და დითირამბები უმღერონ „შემოქმედს“, ხოლო ამ უკანასკნელს არავითარი მცნებებისა და კანონების დაცვა არ სჭირდება? ის ვინც სხვებს უდგენს მორალურ წესებს, თავად ყოველგვარი ეთიკური დირექტივებისგან და კანონებისგან თავისუფალია? თუ ასეა, ამაზე ამაზრზენი იდეოლოგია წარმოუდგენელია! სატანისტურ ტექსტში – „დაწყევლილთა ბიბლია“ მთავარანგელოზი ლუციფერი ამგვარად მიმართავს ადამიანთა მოდგმას: „გაეცანი ჩემს სწავლებას და ასწავლე სხვებსაც ვინც ცოდნას ეძებს რამეთუ ჩემგანაა მიწიერი ცოდნა. ბევრი სულელია ქვეყანაზე, მაგრამ ჭკვიანებიც არიან. ბევრი შეგხვდება და ბევრს იპოვი ასეთებს შენს გზაზე. მოუყევი მათ ჩემს შესახებ, მიეცი ცოდნა. ასწავლე მათ ის რასაც გასწავლი მე. ჩადე ჭეშმარიტების ხმალი მათ ხელში და ჩვენ გავიმარჯვებთ. რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რამდენი ეპოქაც არ უნდა გამოიცვალოს, ყოველთვის მოიძებნებიან ცოდნას მოწყურებულები, ჭეშმარიტების მაძიებლები და მსურველები ყოველივეს რწმენით არ მიღებისა და მე ვიქნები მათთან. ვიქნები მე მასთან ვისაც ჭეშმარიტება სწყურია.ვიქნები მე მასთან ვინც წაიკითხავს ჩემს მცნებებს და დაიცავს მათ. ვიქნები მე მასთან, ვინც ხელმძღვანელობს გონებით და გაურბის უგუნურ მოქმედებებს.
„თქვა: „მამცნე შენ ეს, რომელიც აღმატებულ ჰქმენი ჩემდა. თუკი მე გადამივადებ აღდგომის დღემდე, უთუოდ მე დავიმორჩილებ მის შთამომავლობას, მცირედის გამოკლებით!“ (სურა 17, მუხლი 62). უთხრა: „წადი! და მათგან ვინც გამოგყვება შენ, მაშინ, უეჭველად, ზედმიწევნილ საზღაურად ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი თქვენი!“ (სურა 17, მუხლი 63). „და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 26). „და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!“ (სურა 14, მუხლი 27). „და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 28). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მიწაზე მისთვის!“ (სურა 14, მუხლი 29). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 14, მუხლი 30). „გარდა იბლისისა , უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.“ (სურა 14, მუხლი 31). „უთხრა: „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ , რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“ (სურა 14, მუხლი 32). „მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“ (სურა 14, მუხლი 33). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 14, მუხლი 34). თუ რაციონალურად ვიაზროვნებთ, შევძლებთ გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში იბლისის პოზიცია არის სწორი პოზიცია, რატომ? მოდით დავფიქრდეთ, იბლისი დემიურგმა შექმნა სუფთა ასტრალური ცეცხლისგან, ხოლო ადამი შავი ტალახისგან და აშკარაა, რომ იბლისს საკუთარი თავი ადამზე აღმატებულად მიაჩნდა და ეს ასეც გახლდათ.
ყურანში წერია: “და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას.” (სურა 18, მუხლი 50). „აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი ტალახისგან!“ (სურა 38, მუხლი 71 ). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე სეჯდე აღასრულეთ მისთვის!“ (სურა 38, მუხლი 72). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 38, მუხლი 73). „გარდა იბლისისა , რომელმაც გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.“ (სურა 38, მუხლი 74). „უთხრა: „ჰე, იბლის! რამ დაგაბრკოლა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისთვის, ვინც გავაჩინე ჩემი ხელით? გადიდგულდი თუ გაამაყდი?“ (სურა 38, მუხლი 75). „მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის კი ტალახისგან.“ (სურა 38, მუხლი 76). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 38, მუხლი 77). „და, უეჭველად, წყევლა ჩემი შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა“!“ (სურა 38, მუხლი 78). „უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“ (სურა 38, მუხლი 79). „უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,“ (სურა 38, მუხლი 80). „იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“ (სურა 38, მუხლი 81). „უთხრა: „ვფიცავ, შენს ძლევამოსილებას, უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,“ (სურა 38, მუხლი 82). „გარდა შენს მსახურთა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“ (სურა 38, მუხლი 83). „ბრძანა: „სწორედ ესაა ჭეშმარიტება და მე ვიტყვი ჭეშმარიტებას:“ (სურა 38, მუხლი 84). „უთუოდ, ამოვავსებ ჯოჯოხეთს შენით და ვინც შენ მოგყვება მათგან, სულყველათი!“ (სურა 38, მუხლი 85). „უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს და მე არა ვარ დამკისრებელი.“ (სურა 38, მუხლი 86). „ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.“ (სურა 38, მუხლი 87). „და უთუოდ, გაიგებთ იმის ცნობას ცოტა ხნის შემდეგ.“ (სურა 38, მუხლი 88). „და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, მან თქვა: „განა სეჯდე უნდა აღვასრულო იმისთვის, ვინც შენ ტალახისგან გააჩინე?“ (სურა 17, მუხლი 61).
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10