x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სუიციდი ბავშვებში - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა
სუიციდიბავშვის გარდაცვალება ყოველთვის მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ის თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ამას სრულიად სხვა სახის ტკივილი მოყვება.
საბედნიეროდ ბავშვებში თვითმკვლელობა ძალიან იშვიათია. დარღვევების კონტროლის და პრევენციის ცენტრის კვლევებზე დაყრდნობით, ყოველი ერთი მილიონიდან 5-დან 11 წლამდე ასაკის მხოლოდ ორი პატარა იღებს სუიციდის გადაწყვეტილებას. ყოველწლიურად 12 წლამდე ასაკის დაახლოებით 33 ბავშვი იკლავს თავს ამერიკაში.


როგორ ესმით ბავშვებს "სუიციდი"


იციან პატარებმა "სუიციდის" მნიშვნელობა?
დიახ მათ იციან, გასაოცარია და ძალიან მცირე ასაკშიც კი იციან. ბრაიან მიშრამ 65 სკოლაში ჩაატარა ინტრევიუ. ( კლასები : 1-5, ასაკი : 6-12 ) მას აინტერესებდა რა იცოდნენ ბავშვებმა სიკვდილზე და თვითმკვლელობაზე. მხოლოდ ერთი პირველკლასელისთვის იყო სუიციდი კარგად ნაცნობი, თითქმის ყველა დანარჩენმა იცოდა რას ნიშნავს "თავის მოკვლა".
მესამე კლასელებიდან უმეტესობა კარგად ერკვეოდა ამ სიტყვის მნიშნელობში და შეეძლოთ დაესახელებინათ თვითმკვლელობის რამდენიმე გზა.
მიშარას კვლევა გვიჩენებს, რომ სუიციდზე ინფორმირებულობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. პირველკლასელთა უმეტესობამ იცოდა, რომ გარდაცვლილ ადამიანებს უკან დაბრუნება არ შეუძლიათ და მეორე კლასელებმა იცოდნენ, რომ აბსოლუტურად ყველა კვდება. თუმცა მიშარას კვლევაში ბავშვების ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა თვითმკვლელობაზე. ორს სამი პირველი კლასელიდან და ერთს ხუთი მეხუთე კლასელიდან სჯეროდა, რომ გარდაცვლილ ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ და გაიგონ.


ახალი კვლევები გვიჩვენებს მსგავსებას მოზარდებსა და ბავშვების სუიციდს შორის



არიელ შევფთოლის ახალი კვლევა გვიჩვენებს მნიშნელოვან მსგავსებას-განსხვავებას ბავშვებისა და მოზარდების თვითმკვლელობას შორის. მან გამოიკვლია 5-11 წლის ბავშები და 12-14 ასაკის მოზარდები. ორივე ჯგუფში გამოკვეთილად მამრობითი სქესის სუიციდი ჭარბობდა ვიდრე მდედრობითის: 85 % ბიჭი -ბავშების ჯგუფიდან, ხოლო 70% - მოზარდებიდან. უმეტესად სიცოცხლის დასრულების საერთო მეთოდი იყო ჩამოხრჩობა/ (81%- ბავშვები, 64 %-მოზარდები). სხვა ყველაზე საერთო მეთოდია ცეცხლსასროლი იარაღი (14%-ბავშვები, 30%-მოზარდები)
ორივე ჯგუფში თვითმკვლელობის უმეტესობა ჩადენილია სახლში (98%-ბავშვები, 88%-მოზარდები) შუადღისა და შუაღამის ინტერვალში. ისინი სუიციდამდე მიიყვანა ურთიერთობებში არსებულმა პრობლემებმა: 60 % ბავშვს და 46 % მოზარდს, რომლემაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს, პრობლემები ჰქონდათ მეგობრებთან ან ოჯახთან.


და განსხვავება...


შეფთოლმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს გასაოცარი განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის, რომელიც ეყრდნობა რასასა და მენტალურ ჯანმრთელობას.
კვლელვები გვიჩვენებს, რომ ფერადკანიან ბავშვებში სუიციდის რაოდენობა გაიზარდა, ხოლო თეთრკანიანებში შემცირდა. მათ შეადარეს ორი ოთხწლიანი პერიოდი, ერთი იწყებოდა 1993 წელს, მეორე-2008 წელს. ფერადკანიანებში რაოდენობა გაიზარდა 1.36-დან 2.54 მილიონამდე, როდესაც თეთრ ბავშვებში შემცირდა 1.14-დან 0.77 მილიონამდე.
მოზარდებისა და ბავშების ერთ მესამედს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმთელობის პრობლემები. ბავშებში სუიციდის მიზეზი ხდებოდა ყურადღების დეფიციტი, დეპრესია/დისთიმია. (59%-ყურაადღების დეფიციტი (ADHD), 33 %-დეპრესია). თუმცა მოზარდებში უფრო ჭარბობდა დეპრესიის მიზეზით თვითმკვლელობა. (29% - ყურადღების დეფიციტი, 66%-დეპრესია)


რა შეუძლიათ გააკეთონ მშობლებმა იმისთვის, რომ ბავშვებში თვითმკვლელობის შემთხვევები აიცილონ თავიდან


აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ ყველა ვარიანტში არ ასრულებენ სიცოცხლეს სუიციდით. ასევე, ყურადღების დეფიციტისა და დეპრესიის მქონე ყველა ბავშვი არ არის თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი.
სხვა მხრივ, თუკი ბავშვი გამოთქვამს სიკვდილის სურვილს, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ბავშებს უნდა გავაცნობიერებინოთ და ავუხსნათ, რომ თვითმკვლელობა არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. აღნიშნეთ როგორი მნიშვნელოვნია ის თქვენთვის და რომ ყოველთვის მზად იქნებით მის დასახმარებლად.
ბევრი მშობლისთვის ურთულესია შვილიშთვის სუიციდზე კითხვების დასმა, რადგან მათ ზარავთ ის აზრი რომ, ბავშვა შეიძლება თვითმკვლელობაზე იფიქროს. თუმცა კითხვების დასმამ შეიძლება შვილის სიცოცხლე გადაგარჩენინოთ.
ექსპერტები ამბობენ, კითხვების დასმა არ იწვევს შთაგონებას, პირიქით ბავშვს უბიძგებს დახმარების თხოვნისკენ. თქვენ შეგიძლიათ კითხოთ: " გქონია ოდესმე სიკვდილის სურვილი?" ან " გდომებია დაგეძინა და აღარ გაგეღვიძა?", "ხანდახან როდესაც ბავშები ნაწყენები, გულგატეხილები აიან, ფიქრობენ სუიციდზე. დაგმართნია ასეთი რამ ოდესმე?"
თუკი თქვენი შვილი გაძლევთიმის მიზეზს რომ რაღაც იეჭვოთ, აუცილებლად იმოქმედეთ და მიმართეთ დახმაებას, სპექციალისტებს.

0
240
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გვაძაბია
თინათინ გვაძაბია
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0