x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი-ექსპერტების რჩევა

image


მოდური ქერა-„ამ სეზონზე მოდაშია სკანდინავიური ცივი ქერა თმა, ნაკლებად ნატურალური და ოქროსფერი, ვიდრე გასულ სეზონში-გვირჩევს Wella Professionals-ის თმის ექსპერტი ჯოშ ვუდი.
როგორ მივიღოთ მსგავსი ფერი? თუ თქვენი თმა უკვე გაღიავებულია, საღებავი ჯერ ძირებზე წაისვით. გააჩერეთ ინსტრუქციაში მითითებული დროით, შემდეგ გაანაწილეთ საღებავი თმის სიგრძეზე, ხუთი წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ.
როგორ შევინარჩუნოთ? ეს ფერი განსაკუთრებით კარგად გამოიყურება გრძელ თმებზე. თუმცა ხშირი გაღიავება აზიანებს თმის სტრუქტურას და აშრობს მას. რის თავიდან ასაცილებლად კვირაში სამჯერ თმაზე დაიდეთ მკვებავი ნიღაბი.

image

Blugirl; Jeremy Laing
მოდური წითური- „უპირატესობა მიანიჭეთ თბილ, ოქროსფერ-თაფლისფერ ელფერს-გვირჩევს Garnier-ს ექსპერტი. ასეთი
მზისფერი-წითური თმა უხდება ნათელი კანის გოგონებს ცისფერი ან მწვანე თვალებით.
როგორ მივიღოთ? თუ უკვე გაღიავებული ან შეუღებავი თმა გაქვთ თამამად იხელმძღვანელეთ ინსტრუქციით და არ შეგეშინდეთ, რომ თმის ფერი წითელი ან მწვანე გამოვა. ხოლო მუქი ან შეღებილი თმის
პატრონებმა კი დახმარებისთვის პროფესიონალ ოსტატს უნდა მიმართონ.
როგორ შევინარჩუნოთ?
თაფლისფერი და ტერაკოტისფერი მალე ხუნდება. ამიტომ სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით თმის მოვლის საშუალება, რომელიც შეიცავს SPF-ს, ხოლო ვარცხნილობა კი დაასრულეთ სპრეით, რომელიც მას სიგლუვეს მიანიჭებს.
image
Luca-Luca
მოდური ყავისფერი-„აქტუალური ფერია მუქი შოკოლადისფერი, რომელსაც ცივი იისფერი დაკრავს - გვირჩევს L’Oréal Professionnel-ის ექსპერტი.
როგორ მივიღოთ? მთავარია აირჩიოთ მაქსიმალურად თქვენი ბუნებრივი თმის ფერის შესაფერისი საღებავი, ეფექტი საოცარი
იქნება.
როგორ შევინარჩუნოთ?-აირჩიეთ თმის მოვლის საშუალებები წარწერით „ფერის სიკაშკაშის შენარჩუნება“.





0
3636
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
3636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0