x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

image





ქალი ყოველთვის მშვენიერია — 20, 40 და 60 წლის ასაკში. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად, ის აღარ აქცევს ყურადღებას საკუთარ გარეგნობას და თავს იმით იმართლებს, რომ მისმა ახალგაზრდობამ უკვე ჩაიარა და თითქოს, აღარც არის საჭირო, რადგან მის ცხოვრებაში სტაბილურობის პერიოდი დადგა... ეს საშინელი შეცდომაა! მხოლოდ ერთ დეტალს — ვარცხნილობას — შეუძლია ქალი გააახალგაზრდაოს და ბევრად უფრო მომხიბვლელი გახადოს. ყველამ უნდა მიბაძოს უბერებელ მსოფლიო ვარსკვლავებს! მათ მაგალითზე ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ უხდება მოკლე ვარცხნილობა 40–ს გადაცილებულ ქალბატონებს.


image



კასკადი


ყველა ქალბატონი, ვისაც სტილის შეგრძნება აქვს, აუცილებლად დააფასებს მოსახერხებელ და მიმზიდველ მოკლე კასკადს. ამ ვარცხნილობის ერთ-ერთი ძირითადი შტრიხი, სახის ტიპისთვის შესაფერისი «ჩოლკაა», რომელიც შუბლზე არსებულ ხარვეზებს დაფარავს.


imageimage
image

image

პიქსი


ამ ვარცხნილობის რამდენიმე ვარიაცია არსებობს და ასაკოვანმა ქალბატონებმა უპირატესობა იმ სტილს უნდა მიანიჭონ, რომელშიც ჩოლკა გვერდით არის გადავარცხნილი.

თმის ირიბი გამყოფი ხაზი, ასიმეტრიულ ჩოლკასთან ერთად, ქმნის ვარცხნილობის უნიკალურ სტილს, რომელიც ყურადღებას იზიდავს და სახის ნაოჭები ყურადღების მიღმა რჩება.
მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ეს ვერცხნილობა მისაღებია სრული ფორმების მქონე ქალბატონებისთვის და მათთვის, ვისაც სახის მრგვალი ოვალი აქვთ.


imageimageimage
image

image

ბობი


ქალბატონები, ვისაც ბუნებრივად ტალღოვანი თმა აქვთ ან უპირატესობას ხვეულ თმას ანიჭებენ, კარგად შეეწყობიან ბობის. მისთვის ფორმის მიცემა ძალიან მარტივია –საჭიროა, უბრალოდ, თმა ოდნავ წამოიზარდოს და უწესრიგობის იმიტაცია შეიქმნას. ბობი აქტუალური შეიძლება იყოს იმ ქალბატონებისთვისაც, ვისაც სუსტი ან შეთხელებული თმა აქვთ. ამ შემთხვევაში, ვარცხნილობის სიგრძე ყურებს უნდა ფარავდეს და ნიკაპამდე ჩამოდიოდეს.

ამ ვარცხნილობას რამდენიმე სახეობა არსებობს. მათ შორის, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი უფრო მეტად აქვს გრძელ და გრადულირებულ (აჭრილი თმა გლუვი გადასვლებით) ბობის.
ვარცხნილობა ეფექტურად გამოიყურება თუ თმის ბოლოები მსუბუქად არის შიგნით შეხვეული. მას, ვისაც გრძელი ბობი აქვს, მაგალითად ნიკაპამდე, აუცილებელი არ არის, რომ თმა ერთი ტონის საღებავით ჰქონდეს შეღებილი. ამ სტილის ვარცხნილობას ძალიან უხდება მაგ., ომბრე, შეღებვის სახეობა, როდესაც ერთი ფერის თმა, მეორე ფერში, გლუვად (მკვეთრი ნახტომის გარეშე) გადადის.

image

imageimageimage


image

image

რჩევები თემაზე:

image

ვის უხდება მოკლედ შეჭრილი თმა?


სამწუხაროდ, მოკლე თმა ყველას არ უხდება. ის იმ ქალებისთვის არის, ვისაც:
ბუნებრივად მსხვილი ან პირიქით, ძალიან პატარა ანუ არასტანდარტული ნაკვთები აქვს;
აქვს მეტ-ნაკლებად გამოხატული სახის ოვალი;
არა აქვს ნაოჭები კისრის არეში;
არა აქვს ღაბაბი.


imageimageimageimage


მოკლე თმის ფერი


ქალბატონებმა, რომელსაც სურვილი აქვთ რომ ატარონ მოკლე ვარცხნილობა, აუცილებლად უნდა იცოდნენ, რამდენიმე ნიუანსი თმის ფერთან დაკავშირებით.



თმის ფერი:


მოკლე თმის გამო, მეტისმეტად მოკრძალებულად რომ არ გამოიყურებოდნენ ქალბატონები, რეკომენდირებულია ბუნებრივი თმის ფერის, შეღებვით გამოცოცხლება;
საჭიროა კარგად დაფიქრება იმაზე, თუ რა ფერის უნდა იყოს თმა. თუ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, საუკეთესო ვარიანტია პროფესიონა სტილისტს ჰკითხოთ რჩევა;
აუცილებელი არ არის თმა ერთფეროვანი იყოს. კარგი ეფექტის მიღება შეიძლება თმის ძირითადი ფერისგან განსხვავებული ფერით მელირების შემთხვევაში;
ხოლო, მელირებაში, რამდენიმე ფრის ჩართვის შემთხვევაში, თმა ვიზუალურად უფრო მოცულობითი ხდება;
ზოგიერთი მოკლე ვარცხნილობისთვის, შეიძლება მისაღები იყოს აბსოლიტურად ჭაღარა თმა ან ჭაღარის სრული იმიტაცია. ეს ძალიან მოდურია და დასავლეთის ბევრი ვარსკვლავი იყენებს შეღებვის ამ სტილს.


imageimage
ქალი ნებისმიერ ასაკში საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოს. ამიტომ, მან ისეთი ვარცხნილობა უნდა შეარჩიოს, რომელთანაც ჰარმონიულად იგრძნობს თავს და ის აუცილებლად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სამოსის სტილთან, აქსესუარებთან, ფიგურასა და სახის ოვალთან.

image

imageimageimageimageimageimage

image

მსგავსი თემები:

image2016 წლის თმის შეღებვის ჰიტი – ბალიაჟი (40 ვარიანტი)! აჩვენეთ ეს თქვენს სტილისტს!

2016 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები (+90 ფოტო)

სტილისტმა დაამტკიცა, რომ ყველა ქალი დედოფლად არის დაბადებული

ფერადი მელირება

წელს მოდაში მოკლე ვარცხნილობაა: კასკადი, გარსონი, ბიბი, კარე, პიქსი, Shag-ი...

0
62780
16-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
62780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0