x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რას აღნიშნავენ ციფრები თმის საღებავის ყუთებზე და როგორ შევარჩიოთ ფერი სწორად
image

სახლში თმის შეღებვა ჩვეულებრივ პროცედურად იქცა მილიონობით ქალბატონისთვის, მაგრამ საღებავის ყიდვისას მათი უმრავლესობა შეფუთვაზე დაბეჭდილი მოდელის თმის შეფერილობის მიხედვით აკეთებს არჩევანს და სწორედ აქ უშვებენ შეცდომას. მთავარი, რითიც საღებავის არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ ციფრები ან ასოებია, რომელიც როგორც წესი ფერის დასახელების დაბლა მდებარეობს. გთავაზობთ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გაშიფროთ კოდი სწორად:


ტონები ძირითადად რამდენიმე ციფრით გამოისახება, განვიხილოთ ერთი მაგალითი

“5.00 "



პირველი ციფრი ანუ 5 - ძირითადი ფერის სიღრმეს აღნიშნავს, მერყეობს 1-დან 10-მდე და რაც უფრო მაღალია ციფრი-7, 8, 9 და 10-მით უფრო ღიავდება ფერიც.


მეორე ციფრი-ძირითადად წერტილის ან დრობის შემდეგ დგას და ძირითად შეფერილობაზე მიუთითებს.


მესამე ციფრი-დამატებითი შეფერილობა, ელფერი.


თუ შეფუთვაზე მხოლოდ ერთი ან 2 ციფრია გამოსახული, ეს ნიშნავს რომ ფერი გამორჩეულად სუფთაა, დამატებით სხვა შეფერილობა არ დაკრავს.


გავშიფროთ ნატურალური რიგის ფერების სიღრმე, ანუ პირველი ციფრი:

1-შავი

2-ძალიან მუქი ყავისფერი

3-მუქი ყავისფერი

4-ყავისფერი

5-ღია ყავისფერი

6-მუქი ჩალისფერი

7-ჩალისფერი

8-ღია ჩალისფერი

9-ძალიან ღია ჩალისფერი

10-ღია ქერა

image

სხვადასხვა მწარმოებლები ძლიერ გამაღიავებლებს ზოგჯერ 11-ით და 12-ითაც აღნიშნავენ.


გავშიფროთ ძირითადი შეფერილობის აღმნიშვნელი, ანუ მე-2 ციფრი:

0-მოიაზრება ბუნებრივი ტონი

1-მოლურჯო-იისფერი პიგმენტი-შეესაბამება ფერფლისფერ რიგს

2-მწვანე პიგმენტი-შეესაბამება მქრქალ რიგს

3-მოყვითალო პიგმენტი

4-თაფლისფერი პიგმენტი

5-მოწითალო-მოიისფრო პიგმენტი

6-მოლურჯო-მოიისფრო პიგმენტი

7-მოწითალო-მოყავისფრო პიგმენტი


აქედან ნომერი 1 და ნომერი 2 შეფერილობები-ცივი ფერებია, დანარჩენი თბილი.


გავშიფროთ მესამე ციფრი ანუ დამატებითი ელფერი:

თუ მესამე ციფრი არ არის, ე.ი. საღებავში დამატებითი ელფერის შემცველობა ძირითად ფერთან 1:2 პროპორციითაა ან სხვა რაოდენობით.

1-ფერფლისფერი ელფერი

2-იისფერი ელფერი

3-ოქროსფერი

4-თაფლისფერი

5-მაჰაგონი

6-წითელი

7-მქრქალი



image



ზოგიერთი მწარმოებელი ციფრების ნაცვლად ასოებს იყენებს, მაგ.Palette

С-ფერფლისფერი

PL-პლატინისფერი

А-სუპერ გაღიავება

N-ბუნებრივი ფერი

E-ბეჟი

М-მქრქალი

W-ყავისფერი

R-წითელი

G-ოქროსფერი

K-თაფლისფერი

I-ინტენსიური ფერი

და ა.შ


image


ყუთზე საღებავის მდგრადობის აღნიშვნაცაა, მხოლოდ სხვა ადგილას:

«0»-დაბალი მდგრადობა, მალე ჩამოირეცხება

«1»-აღნიშნავს, რომ არ შეიცავს ამიაკს და წყალბადის ზეჟანგს.

«2»-მდგრადია 3 თვემდე, არ შეიცავს წყალბადის ზეჟანგს და ზოგჯერ ამიაკს

«3»-ყველაზე მდგრადი საღებავი


შენიშვნა:

1)«0»-ციფრის წინ, მაგ.«2.02»-ნატურალური, თბილი პიგმენტის არსებობა.

2)რაც უფრო მეტია «0», მით უფრო ბუნებრივია ფერი, მაგ: «2.005»

3)«0» ციფრების შემდეგ-მსუყე და კაშკაშა ფერი, მაგ: «2.30»

4)ორი ერთნაირი ციფრი წერტილის შემდეგ, მაგ: «5.22» -პიგმენტის გაძლიერება.

5)რაც მეტი ნულია წერტილის შემდეგ, მით უფრო უკეთ იღებება ჭაღარა.














0
3897
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0