x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ევთანაზია

ავტორი:ნათია ჭანტურია


17.09.16



ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ტკბილს, კარგ სიკვდილს.სასიკვდილო სენით დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტისთვის სიცოცხლის გამიზნულად მოსწრაფებას, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა და ტანჯვისათვის განთავისუფლების მიზნით.

ევთანაზიის 2 სახე არსებობს: პასიური და აქტიური. პასიური ევთანაზიის დროს წყდება დამხმარე თერაპია. აქტიური ევთანაზიის დროს კი ავადმყოფის მიმართ გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია ხორციელდებოდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც წარმოადგენდა ”ეკონომიურ ტვირთს”. ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება, იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებული იყვნენ ”მონღოლოიდურობით”, ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა დაავადებებით. ბავშვების ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით.

ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება აქტიური ევთანაზიის ლეგალიზაციას, რათა არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება. პასიური ევთანაზია კი ლეგალიზებულია. ექიმებს შორის დამკვიდრებულია აზრი, რომ თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, რადგან ხდება უკვე არა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭინაურება.


აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულად აგვარებს. ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია (ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ვაშინგტონის შტატი), ზოგან მას მკვლელობად განიხილავენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან კი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ (გერმანია, ავსტრალია).


საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია კი დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღი­­ა­რებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე. ამისათვის კი აუცილებელია არსებობდეს რამოდენიმე პირობა:


მსხვერპლის მოთხოვნა უნდა იყოს არაერთჯერადი. მოთხოვნის დროს უნდა იმყოფებოდეს საღ გონებაზე.ეს უნდა მოხდეს, მხოლოდ და მხოლოდ მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან განთავისუფლების მიზნით.მოთხოვნა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ექსპეტებმა და ექიმებმა.


ევთანაზიის საწინაღმდეგო არგუმენტები:

მცდარი დიაგნოზი.დღეს უკურნებელი დაავადება, შეიძლება ხვალ განკურნებადი გახდეს.ევთანაზია შეუთავსებელია ექიმის პროფესიულ ფუნქციასთან.


აქვე უნდა აღინიშნოს ევთანაზიასთან დაკავშირებული ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო და ეთიკური ასპექტები.


რელიგიური ასპექტი. ევთანაზიას ეწინააღმდეგება ეკლესია, ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ამქვეყნიური განსაცდელი ღვთის ნებითაა მოვლენილი, რომლითაც უფალი ჯოჯოხეთისგან იხსნის მათ. ჩვენ კი ევთანაზიით მას ჯოჯოხეთისთვის ვიმეტებთ.

ფილოსოფიური ასპექტი. თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რატომ არ უნდა ქონდეს მას სიკვდილის უფლება?

ეთიკური ასპექტი. როცა ვკრძალავთ ევთანაზიას, ამით ჩვენ პაციენტს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ, თუ სიკვდილის პროცესს ვუფერხებთ?


სამედიცინო ასპექტი. უნდა ეცადოს თუ არა ექიმი პაციენტის გადარჩენას ბოლო წუთამდე?image


გამოყენებული ლიტერატურა:მ.მელიქიშვილი "განვითარების ფსიქოლოგია"

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ჭანტურია ნათია
ჭანტურია ნათია
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0