x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მოიშორეთ ქერტლი სამუდამოდ! სასწაულმოქმედი ნაყენი! ხალხური მედიცინა კვლავაც უკონკურენტოა

image
ერტლის გამომწვევი მთავარი მიზეზი სოკო - Pityrosporum Ovale არის, რომელიც ჩვენი კანის მუდმივი ბინადარია. მის პათოლოგიურ გამრავლებას შესაძლებელია რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: ნერვული სტრესი, ორგანიზმის გაუწყლოება, დაუბალანსებელი დიეტა, ყველაფერი, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ქერტლი ყველაზე ხშირად გვხვდება ცხიმიანი თმისა და ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებში.
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, რაც ნიშნავს იმას, რომ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ეს პრობლემა. დამერწმუნებით არა მარტო ჯანმრთელობის მხრივ, არამედ ესთეტიურადაც არაა ქერტლი კარგი შესახედი, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მის მოშორებას. არსებობს უამრავი სამედიცინო სამკურნალო საშუალება, შამპუნები, ეთერზეთები და ა.შ, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ ჯადოსნურ ნარევზე, რომელიც მცენარეებისგან მზადდება და რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ქერტლის პრობლემას. imageმაშ ასე, ამ ნარევის მოსამზადებლად მხოლოდ სამი მცენარე დაგჭირდებათ. სამივე საკმაოდ ადვილად იშოვება და ძალიან იაფია. ესენია: გვირილა, ქონდარი და დაფნის ფოთოლი. მოკლედ მიმოვიხილოთ სამივე მცენარის სასარგებლო თვისებები.
გვირილა: თმებისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა, რომელიც აძლევს მას ჯანმრთელობას და ბრწყინვალებას, კვებავს და აძლიერებს თმის ძირებს. არბილებს და ამშვიდებს თავის კანს.ქონდარი: ბერძნები ტყუილად არ სცემდნენ პატივს ქონდარს როგორც ღვთებრივ ბალახს, რომელსაც შეეძლო ადამიანისთვის სიცოცხლე დაებრუნებინა. სიცოცხლე არ ვიცი, მაგრამ მისი ნაყენები აშორებს კანს მკვდარ ქსოვილებს.

imageდაფნის ფოთოლი: დაფნის ფოთოლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აქვს ანტისეპტიკური თვისებები. imageწარმოიდგინეთ, რამდენს შეძლებს ამ სამივე მცენარის ნარევი? მოამზადეთ შემდეგნაირად:
200 მლ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი გვირილის გრანულები

image

(შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში), დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ცოცხალი, დაჭრილი ქონდარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქულიც)


და 5-6 ცალი დაფნის ფოთოლი.


გააჩერეთ ერთი დღის განმავლობაში, გადაწურეთ, თავის დაბანისას გადაივლეთ და კარგად

შეიზილეთ თმაში ნახარში.imageშედეგით კმაყოფილი დარჩებით, თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ მაინც გაიმეორებთ.

image


0
1886
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0