x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
11 სექტემბრი 9/11 - ტერაქტების სერია ამერიკაში

11 სექტემბერი, დღე, როდესაც მოხდა ტერაქტების სერია აშშ-ის ტერიტორიაზე, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები განხორციელდა ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას ისლამისტი მებრძოლების მიერ, რომლებმაც გაიტაცეს სამგზავრო თვითმფრინავები. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 3000-მდე ადამიანი და დაშავდა 6000 ადამიანზე მეტი. ტერაქტმა მილიონობით ქონებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია, საერთო ჯამში კი ზარალმა 3 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ალ-ქაიდამ ამერიკაზე ტერაქტებისათვის გამოიყენა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი . ამ გატაცებული თვითმფრინავებიდან ორი( UNITED AIRLINES 175 -AMERICAN AIRLINES FLIGHT 11) დაეჯახა ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებს, ე.წ. ტყუპებს. 1 საათის და 42 წუთის განმავლობაში მთლიანად ჩამოიშალა 110 სართულიანი ჩრდილოეთის და სამხრეთის კოშკები. ტერაქტის გამო დაინგრა მიმდებარე შენობები და სტრუქტურები . მესამე თვითმფრინავი AMERICAN AIRLINES FLIGHT 77 დაეჯახა პენტაგონს ( აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი) რომელმაც დაანგრია მისი დასავლეთი მხარე. მეოთხე თვითმფრინავი UNITED AIRLINES FLIGHT 93 ჩამოვარდა სომერსეტ ქაუნთის(პენსილვანია) ველზე.ოთხივე თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. 11 სექტემბრის ამსახველლი ფოტოები
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:Fidelium defunctorum
Fidelium defunctorum
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0