x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მსახიობმა,რომელმაც რუსეთი მიატოვა, თავის ქვეყანას "გაუპატიურებული მთვრალი დედაკაცი" უწოდა
image

ცნობილმა მსახიობმა სერიალიდან "ოლგა", რომელმაც რუსეთი მიატოვა და დასავლეთში გადაბარაგდა, ინტერვიუებში არაერთხელ ისაუბრა რუსეთზე, აღნიშნა რომ მისმა სამშობლომ იმედები გაუცრუა.


იანა ტროიანოვა - აროს მსახიობი, რომელიც ითამაშა სერიალში "ოლგა", ასევე ცნობილია ფილმებით"Кококо", "Волчок", "Жить" და ა.შ. რამდენიმე თვის წინ მსახიობი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ საკუთარ სამშობლოს ინტენსიურად ესვრის ტალახს. იგი რუსეთის ფედერაციის მცხოვრებლებს ალკოჰოლიკებად და დეგენერატებად მოიხსენიებს, ხოლო თავად ქვეყანას "გაუპატიურებულ მთვრალ დედაკაცს" უწოდებს.



"ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, როგორ დავეშვით ფსკერზე და როგორ გაგვყიდეს ჩვენებმა...ვგულისხმობ მთლიანად ქვეყანას, ესენი არიან კაციჭამიები...თავად ომი უკრაინაში, შედეგია იმისა, რაც ხდება რუსეთში, ესა არის ჩვენთვის უდიდესი ღალატი...ეს არის ფარისევლების, მშიშრების და ცრუპენტელების ქვეყანა, ჩვენი მშობლები იოლად ამბობენ:"რომ ხელისუფლება მართალია, რომ ამერიკა ცუდია, რომ ხალხის მტრები, ყველანი მშიშრები არიან...."



ეს არის ძალიან სუსტი საზოგადოება, რომლის სურვილია, სულ მუდამ ვიღაცის ქვეშემრდომი იყოს, სწორედ ამიტომ ვუწოდებ რუსეთს გაუპატიურებულ რუს დედაკაცს....სულ ვიღაცის ქვეშააა, აი მაგალითად უკრაინა არასდროს გაუწვება პუტინს, ეს ყველასთვის აშკარაა და ნათელია, ის არის ერი...ჩვენ არ ვართ ერი, ჩვენ ვართ რაღაც ხროვა"-ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ვიდეოში.



ამასობაში პარიზში დასახლებულ ტროიანოვასთან დაკავშირებით, სოციალურმა აქტივისტებმა მოითხოვეს გამოძიების ჩატარება და 17 ნოემბერს იანა ტროიანოვა შეიყვანეს უცხოელი აგენტების რეესტრში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, „რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები არტისტი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების და პოლიტიკის შესახებ, ეწინააღმდეგება უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას (СВО), გამოდის უცხოური მედიისა და უცხოური აგენტების მიერ მოწოდებულ საინფორმაციო პლატფორმებზე და ასევე ახორციელებს ქმედებებს, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უარყოფითი იმიჯის შესაქმნელად.

0
480
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0