x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ლამის მთელ მსოფლიოში ცნობილი ბუნების დამცველი, მისივე გაზრდილმა ლომებმა დაგლიჯეს
image
ნებისმიერ ნადირში ჭარბობს ველური ინსტიქტი, თუმცა ბევრი მათგანი ადამიანებთან ურთიერთობაში არ ავლენს აღნიშნულ ინსტიქტებს და ადამიანებთან მშვიდად ცხოვრობს.


თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნადირი ერთ დღეს თავის ნამდვილ სახეს არ გამოავლენს. მსოფლიოს უამრავ ცირკში სპილოებს, ლომებს, ვეფხვებს და დათვებს ძალიან ბევრი მწვრთვნელის თუ მომვლელის სიცოცხლე შეუწირავთ.

ნადირის გენეტიკას ვერ ცვლის ადამიანის კარგი დამოკიდებულება მისადმი და დიდია იმისი ალბათობა, რომ ერთ დღეს ნადირი დამალულ ინსტიქტებს გამოავლენს, რაც გარშემო მყოფ ადამიანებს საფრთხეს უქმნის.

ლამის მთელ მსოფლიოში ცნობილი ბუნების დამცველი უეიტ მეთიუსონი ათწლეულების მანძილზე ფლორის და ფაუნის დამცველი გახლდათ. მას პირადად უამრავი ნადირ-ფრინველი ჰყავს გაზრდილი და ბუნებრივი წიაღისათვის დაბრუნებული.


ბოლო პერიოდში უეიტი დიდ დროს ატარებდა მის მიერ ბოკვერობის პერიოდიდან გაზრდილ თეთრ ლომებთან. უეიტი ლომებთან თამაშობდა, თავსაც ირთობდა და ლომებსაც ართობდა.


მის მიერ გაზრდილი თეთრი ლომები-დემი და ტენეც უეიტის მოფერებას ალერსით პასუხობდნენ ყოველთვის, მაგრამ ერთ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები უეიტის ფერმაში, სადაც დემი და ტენე იმყოფებოდნენ დემიმ მომვლელი დაგლიჯა სასიკვდილოდ, თუმცა უეიტს დემი არც დაუძინებია, არც სახელმწიფოსთვის გადაუცია და არც ბუნებრივ გარემოში დაუბრუნებია, როგორც ამას აკეთებდა წლების მანძილზე.



ერთ დღესაც, როცა უეიტი ლომებთან თამაშით ერთობოდა მას სრულიად მოულოდნელად დემიმ შეუტია, ტენემ მხარი დაუჭირა და 68 წლის უეიტი ლომებმა დაგლიჯეს, ფერმის თანამშრომლებმა ლომები ჰაერში გასროლით დააფრთხეს და უეიტი კლინიკაში "გააქანეს", მაგრამ ის მძიმე ტრავმების გამო გზაშივე გარდაიცვალა.


როგორც ფერმის თანამშრომლებმა განაცხადეს, ლომებს არ დააძინებენ, რადგან ეს იყო უბედური შემთხვევა, ლომებმა საკუთარი ძალა ვერ გაითვალისწინეს და სწორედ ამის გამო მიაყენეს "უნებურად" მძიმე დაზიანებები გამზრდელს.


უეიტის ფერმას ყოველწლიურად ასობით ტურისტი სტუმრობს, ტურისტები ფულს არ იშურებენ ოღონდ მანქანაში მყოფებმა ნახონ მტაცებელი ცხოველები ახლოდან, მათ შორის თეთრი ლომები.

უეიტ მეთიუსონი მის მიერ გაზრდილ ლომებთან, რომლებმაც იმსხვერპლეს გამზრდელი.

imageimageimageimage



0
372
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
372