x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
სნაიპერმა კიევში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლა

imageუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გარდაცვლილია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და "თავისუფალი ზონის" წევრი დავით ყიფიანი. მისი ჯავშანჟილეტი სნაიპერის ორი ტყვიითაა გახვრეტილი. დათო კიევში მიმდინარე პროცესების დროს ყოველთვის წინა ხაზზე იდგა. როგორც ამბობენ, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


ცნობისთვის: მეორე დღეა მაიდანზე სნაიპერები აქტივისტებს უმოწყალოდ ხოცავენ. ამ დრომდე 70 ადამიანია გარდაცვლილი და არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

8
2718
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
2718
  
2014, 22 თებერვალი, 12:35
ამას ჯერ დამტკიცება უნდა, მე სულაც არ გამოვრიცხავ ეს რუსების ნახელავი იყოს, რადგან ყველაზე ნაკლებას იანუკოვიჩს სჭირდებოდა ახლა მსხვერპლი.
სააკაშვილმა ბევრად მეტი ადამიანი "დაასამარა" მისი ზეობის პერიოდში.
2014, 22 თებერვალი, 12:33
იანუკოვიჩმა სააკაშვილზე უარესი ჩაიდინა, საკუთარ ხალხზე მონადირე სნაიპერები დაგეშა. ამაშია განსხვავება.
2014, 22 თებერვალი, 12:20
მე ეჭვიც კი არ მეპარება დათოს კაცობაში, მაგრამ ქვეყნის იმიჯისათვის ძალზე სავალალო ფაქტია, ქართველების დაღუპვა მაიდანზე, მით უფრო ჯავშანჟილეტით.
უკრაინაში ხდება ის რაც არ უნდა მომხდარიყო, უნიათო იუშჩენკო ჩაანაცვლა კრიმინალმა იანუკოვიჩმა, რომელმაც სარფიანად ივაჭრა რუსეთთან. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან აირჩია უკრაინის ამომრჩევლების უდიდესმა ნაწილმა.
სხვათაშორის სააკაშვილზე დიდი ბოროტება მას ჯერ არ ჩაუდენია.
2014, 22 თებერვალი, 12:09
ჩემი აზრით, დათო ყიფიანი გმირია. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავს და მან ეს კარგადაც იცოდა. როგორც მითხრეს, დათოს სისხლის ბოლო წვეთამდე საქართველოს დროშა ხელიდან არ გაუგდია. ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო და როცა მისი პატარა შვილი გაიზრდება, დარწმუნებული ვარ მამის გმირობით იამაყებს. დღეს უკრაინაში ახალი ისტორია იწერება და დათო ამ ისტორიის უკვდავი ნაწილი იქნება.
2014, 22 თებერვალი, 11:40
სამწუხარო ფაქტია ძალიან, თან ორმაგად.
1–დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.
2–რუსეთი ააგორებს იდეოლოგიური ომის ახალ ტალღას, ქართველი დაქირავებულების მონაწილეობაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში.
ჯავშანჟილეტის ხსენება უფრო ამძიმებს საქმის არსს.
2014, 22 თებერვალი, 11:19
რას დგებოდა მერე წინა რიგებში , ქართველები ყველაფერში მეტიჩრობენ რა , ან საერთოდ რა უნდოდა
2014, 21 თებერვალი, 19:48
იცით ბევრისგან მსმენია მსგავსი და მიკვირს ძალიან.ასეთ სავალალო შედეგებს და ხელისუფლებისგან ასეთ სვლას არავინ ელოდა.მე რომ იქ ვცხოვრობდე მეც იმ ხალხის გვერდით დავდგებოდი თუნდაც სიკვდილის ფასად დამჯდომოდა.მერე რა რომ მისი სამშობლო არ იყო,გული შეტკიოდა იმ ხალხზე და სოლიდარობის ნიშნად მათ გვერდით იდგა.ბავშვი ობლად დარჩა მაგრამ რომ გაიზრდება ეტყვიან რომ მამამისი გმირი იყო და ხალხის კეთილდღეობისთვის დაიღუპა.ბარეორ იქაურს ფეხებზე კიდია საკუთარი ქვეყანა და იქ გამოსული ხალხი,რესტორნებში ზიან და ქეიფობენ ჰოდა ეგეთ ძაღლურ ცხოვრებას რომ მოკვდები საფლავზეც არ დაგაფურთხებენ გმირად მოკვდე არ ჯობია?
2014, 21 თებერვალი, 13:10
სამწუხარო ფაქტია...რისთვის დააობლა ერთი წლის შვილი,რა შედეგს ელოდებოდა ნეტა...ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს ახალგაზრდა,არ მგონია მსხვერპლის გარდა რამე სედეგი ექნეს ამ ყველაფერს....
0 1 8