x
მეტი
  • 22.08.2019
  • სტატია:93765
  • ვიდეო:342195
  • სურათი:455992
საინტერესო ფაქტები ჩვენი ფსიქოლოგიიდან

image


1. იმ შემთხვევაში, თუ კრებას ესწრებით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან გაინტერესებთ და ადამიანი ძალიან აზრიანად და საინტერესოდ საუბრობს თემაზე, მაქსიმალური ყურადღება რომლის მობილიზებაც თქვენს გონებას შეუძლია 7-10 წუთია. ამის შემდეგ ყურადღება ნელ-ნელა სუსტდება და აუცილებლან შესვენებაა საჭირო, რომ საკითხის განხილვაში ისევ ინტერესით ჩაერთოთ.


2. არ არსებობს ადამიანისთვის იმაზე სასიამოვნო ხმა, ვიდრე მისი სახელის გახმოვანება. ამიტომ, პირველი რაც ადამიანის გაცნობის შემდეგ უნდა დაიმახსოვროთ — მისი სახელია. ეს კარგი ურთიერთობის დამყარების ძირითადი წესია.


3. საწოლში დაწოლის თანავე რომ დაიძინოთ, ზურგზე უნდა დაწვეთ, მოადუნოთ სხეული, დახუჭოთ თვალები და დახუჭული ქუთუთოების ქვეშ, თვალის გუგები ზევით მიმართოთ. ეს არის თვალების ნორმალური მდგომარეობა, ძილის დროს.


4. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ქალისთვის უცნობი მამაკაცის შესაფასებლად 45 წამია საკმარისი. აქედან 10 წამში ის წარმოდგენას იქმნის მის გარეგნობაზე, 8 წამი – თვალების შეფასებას ეთმობა, 7 წამი აკვირდება თმას, 10 წამი – ტუჩებს და ნიკაპს, 5 წამი – მხრებს. ხოლო, ბოლო 5 წამი – ქორწინების ბეჭდის შემოწმებას ეთმობა.


5. «ღრუბლებში ფრენა» გიყვართ? უნდა იცოდეთ, რომ ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არა ხართ. ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ყველა ადამიანი ცხოვრების, სულ მცირე, 30 % ოცნებებში ატარებს, ზოგიერთი უფრო მეტსაც. მაგრამ, ეს ცუდი არ არის – როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანები, რომლებსაც ოცნება უყვართ, უფრო შემოქმედებითები არიან და სხვადასხვა სახის პრობლემებსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან.


6. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტრესის და შფოთის დაძლევის საუკეთესო საშუალებად კითხვა აღიარეს. მათი მტკიცებით, ადამიანის ორგანიზმზე სწორედ ეს საქმიანობა მოქმედებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად. გასაკვირია, მაგრამ, ეს ხერხი ბევრად უკეთესია, ვიდრე ალკოჰოლის მიღება, გასეირნება, დამამშვიდებელი ჩაი მიღება ან მუსიკის მოსმენა.


7. ხანდახან, უპასუხო სიყვარული შეპყრობილობაში იზრდება და შეიძლება ფსიქიკური დარღვევებიც გამოიწვიოს. მაგ., ისეთი, როგორიც ადელის სინდრომია — დაავადებაა, რომელიც სხვა ადამიანისადმი სიყვარულით შეპყრობასა და მისდამი ვნებაში გამოიხატება.


8. მეცნიერები, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კამათში მოგებული ყოველთვის ის რჩება, ვინც ყველაზე «ხმამაღლა» და დამაჯერებლად საუბრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გინდათ, რომ გაიმარჯვოთ, ისაუბრეთ დამაჯერებლად, მაშინაც კი, თუ იცით, რომ მართალი არა ხართ.


9. თუ ადამიანი რამის გახსენებას ცდილობს და ამავდროულად, თვალებში გიყურებთ, დარწმუნებული იყავით — გატყუებთ.


10. ქალი პარტნიორისგან სიყვარულს მაშინ გრძნობს, როდესაც მასთან ურთიერთობისას პირისპირ არის. ხოლო მამაკაცი, პირიქით, – ემოციურ სიახლოვეს პარტნიორის გვერდით ჯდომის დროს განიცდის.


11. თუ ფიქრობთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეგიძლიათ, ნამდვილად ცდებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს 2-3 საქმის პარალელურ რეჟიმში კეთება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სიარულის დროს ვინმეს ესაუბროთ, მაგრამ თქვენი ტვინი, დროის კონკრეტულ მომენტში, ყოველთვის მხოლოდ ერთ პრიორიტეტულ ფუნქციაზე იქნება ორიენტირებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად ორ განსხვავებულ რამეზე ფიქრი.


12. როდესაც გძინავთ და სიზმრებს ხედავთ, თქვენი ტვინი დღის მანძილზე მიღებულ მასალას ამუშავებს, ცალ-ცალკე ახარისხებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას – ზოგ რამეს იმახსოვრებს, ზოგს ივიწყებს. ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, «კარგად გამოძინება» აუცილებელია.

imageimageimageimageimageimageimage







0
121
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0