x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (რეალური ისტორიები)

image

imageგასულ საუკუნეებში იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები აცხადებდნენ, რომ ჩამოვიდნენ ქვეყნებიდან და ქალაქებიდა, რომლებიც დედამიწაზე არ არსებობს და ამასთან, უცნობ ენებზე საუბრობდნენ. ვინ იყვნენ ისინი? იქნებ მოგზაურები პარალელური სამყაროებიდან?

image1850 წ. ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, უცნაური ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც ჯოფარ ვორინი ერქვა.
ამ ადამიანის ისტორია ჯონ ტიმბსმა (John Timbs) თავის წიგნში - «წლის წიგნი, ფაქტები მეცნიერებაშ და ხელოვნებაში» (1852 წ.) აღწერა. ტიმბსი წერს: «1850 წლის ბოლოს, პატარა ქალაქში, ლებასის რაიონში, გამოჩნდა უცნაური ადამიანი. არავინ იცოდა, საიდან იყო. ის გერმანულად აქცენტით ლაპარაკობდა და გარეგნობით, ევროპელს ჰგავდა. ის ფრანკფურტის ბურგომისტრმა (ქალაქის ადმინისტრაციის უფროსი, მოსამართლის უფლებამოსილებით) დაკითხა. უცხოელმა თქვა, რომ ჯოფარ ვორინი ერქვა და გერმანიაში ლაქსარიიდან ჩამოვიდა, რომელიც საკრიას კონტინენტზე მდებარეობსო. მან ჩვენთვის ცნობილი ენებიდან, არცერთი არ იცოდა, გერმანულის გარდა, მაგრამ შეეძლო საუბარი და წერა-კითხვა ლაქსარიულ და აბრამიანულ ენებზე».
«აბრამიანული ენა, მისი თქმით, სასულიერო პირთა ენა იყო ლაქსარიაში, ხოლო ლაქსარიულად - ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები საუბრობდნენ. მან ასევე თქვა, რომ მისი რელიგია, დოქტრინის მიხედვით, ისეთივეა, როგორც ქრისტიანობა, ხოლო ლაქსარია ევროპიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მისგან ოკეანით არის გამოყოფილი.
საუბრისას ისიც გაირკვა, რომ თავისი ქვეყნიდან სხვა კონტინენტზე ძმის მოსაძებნად მიდიოდა და მისმა გემმა გზაში კატასტროფა განიცადა. როდესაც მას სთხოვეს, საკუთარი მარშრუტის გლობუსზე ან რუკაზე ჩენება, დაიბნა და ამის გაკეთება ვერ შეძლო. მისი თქმით, დედამიწაზე 5 კონტინენტი: საკრია, აფლარი, ასლარი, აუსლარი და ეფლარი იყო. ფრანკფურტში გამოკითხვის შემდეგ, ჯოფარ ვორინი ბერლინში, პრუსიის დედაქალაქში, გაგზავნეს და როგორც შემდეგ გაიგეს, იქ ის სამეცნიერო განხილვების და ჭორების ობიექტი გამხდარა».

imageმსგავსი შემთხვევა საფრანგეთშიც მომხდარა 1905 წელს. პარიზში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც უცნობ ენაზე საუბრობდა. მაგრამ, იმის თქმა კი მოახერხა, რომ ლისბიიდან იყო.

imageკიდევ უფრო უცნაური ფაქტი მოხდა 1954 წ. იაპონიაში. ტოკიოს აეროპორტში დააკავეს ადამიანი, რომელსაც ტაურედში გაცემული პასპორტი და მართვის მოწმობა ჰქონდა. მაგრამ, ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არ არსებობს!imageამ უცნაური საბუთების მქონე ადამიანი (მას საბანკო წიგნაკიც კი ჰქონდა), დაკითხვის ოთახში გაიყვანეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი თავისუფლად ლაპარალობდა ფრანგულად, ესპანურად... და იაპონურადაც კი.
სასაზღვრო პოლიციამ მას რუკაზე თავისი ქვეყნის ჩვენება სთხოვა. მან თავიდან ანდორაზე მიუთითა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი ქვეყანა რუკაზე არ იყო!

image

imageimageოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც კაცმა განაცხადა, რომ ანდორას შესახებ არასდროს სმენია, ხოლო მისი ქვეყანა - ტაურედი, 1000 წელზე მეტია, რაც არსებობს.

image

image

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მის პასპორტში, 5 წლის მანძილზე, საზღვრის გადაკვეთის დროს, ჩარტყმული შტამპები იყო. რომლის მიხედვით, ეს ადამიანი, თურმე, არაერთხელი ჩასულა ტოკიოში და პრობლემები არასდროს შეჰქმნია. იმის გამო, რომ უკვე ღამე იყო და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, პოლიციელებმა მამაკაცი აეროპორტის გვერდით მდებარე, სასტუმროს ზედა სართულზე, ოთახში ჩაკეტეს. კარებთან კი ორი შეიარაღებული პირი დააყენეს. მიუხედავად ამისა, დილით მისულებს, ოთახში არავინ დახვდათ. დაკითხვის ოთახიდან გაქრა მისი საბუთებიც.image

image1995 წ. სინუიანჰში (ჩინეთი) გამოჩნდა ბავშვი, რომელიც უცნაურად იყო ჩაცმული და ჩინელებისთვის რთულად გასაგებ დიალექტზე საუბრობდა.

ის პოლოციაში წაიყვანეს, სადაც მოყვა, რომ მას ჰონ-ჰენი ერქვა, იყო 11 წლის და რომ სოფ. ჩენ-ჯოს მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობს.

ბავშვი შეშინებული ჩანდა და გამუდმებით იმას კითხულობდა, თუ სად, რა ადგილზე იმყოფებოდა და თუ რატომ დადიოდნენ ეტლები ცხენების გარეშე.

პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კითხვაზე, თუ რომელი წელი იყო, ბავშვი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა - 1695-ო. გასინჯვის და დეტალური კვლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. მაში ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა თავისი უჩეულო პაციენტით. მან საავადმყოფოში მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიწვია და სთხოვა, ჰონ-ჰენის საიდუმლოს გახსნაში დახმარებოდნებ.

მეცნიერების დასკვნა გამაოგნებელი იყო, - გაირკვა, რომ ბავშვი XVII საუკუნის ჩინურზე საუბრობდა.

ჰონ-ჰენი 1 წელი საავადნყოფოში ცხოვრობდა და 1996 წ. უეცრად გაქრა.

მას, რა თქმა უნდა, ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშინ ექ. ლიმ იმ მონასტრის პოვნა გადაწყვიტა, რომლის შესახებაც ყვებოდა ჰონ-ჰენი.

ძებნა დიდ ხანს არ დასჭირვებია. გაირკვა, რომ ის მართლაც არსებობდა. ექ. ლი მონასტერს ეწვია და ძველ არქივში ჩანაწერი აღმოაჩინა, ვინმე ჰონ-ჰენის შესახებ, რომელიც მონასტრის მსახური იყო.

დოკუმენტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 1995 წლის დასაწყისში, ბავშვი უეცრად გაქრა და მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ, უცნაურ რაღაცეებს ყვებოდა, თითქოს «შეპყრობილი» იყო. ეს ყველაფერი ბერმონაზვნებს იმდენად უჩვეულოდ მოეჩვენათ, რომ მომხდარის შესახებ, მონასტრის გრაგნილში ჩაწერეს.

გამოდის რომ, წარსული და მომავალი ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად არსებობს.

imageამ შემთხვევების მოყოლა, საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ პარალელურ სამყაროებში მოგზაურობის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ, დასაფიქრებლად, ნამდვილად ღირს...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageჰოპის ტომის ინდიელთა წინასწარმეტყველება, უახლოესი 20 წლის მანძილზე
დაუმთავრებელი გვირაბი, რომელშიც ადამიანები იკარგებიან

ქილერი მეოთხე განზომილებიდან (ნამდვილი ამბავი)

დედამიწა 2137 და 2749 წ. ალ ბილეკი – ადამიანი, რომელმაც მომავალი იხილა

1
592
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
592
  
2018, 5 ივნისი, 9:14
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1