x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აურის ფერი, დაბადების თარიღის მიხედვით

აურა — ადამიანის ბიოენერგეტიკული გარსია, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი აქვს და ის ფერს, შეიძლება, მსუბუქად იცვლიდეს, ადამიანის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მიხედვით. თუმცა, ძირითადი ფონი ყოველთვის უცვლელი რჩება.

საკუთარი (ან სხვისი) აურის ფეერის გასაგებად, ექსტრასენსორული ნიჭი სულაც არ არის საჭირო. როგორც გაირკვა, ამის გაკეთება, ციფრების საშუალებითაც შეიძლება მარტივად. უფრო სწორედ კი — აურის ფერის გამოთვლა, დაბადების თარიღის მიხედვით არის შესაძლებელი.


image



ნუმეროლოგიაში აურის ფერს — «სიცოცხლის მიზნის ფერს» უწოდებენ და ის შემდეგნაირად გამოითვლება: საჭიროა დაბადების თარიღის ყველა ციფრის შეკრება და ერთ რიცხვამდე დაყვანა. მაგ., დაბადების თარიღი 18.05.1982 = 1+8+5+1+9+8+2 = 34 = 3+4 = 7.

ამ შემთხვევაში, აურის ფერი არის – 7-ის შესაბამისი ფერი.


შენიშვნა: არსებობს ორი «გამონაკლისი», — რიცხვი 11 და 22. თუ დაბადების თარიღის შეკრების შემდეგ, ამ რიცხვებიდან რომელიმე მიიღება, შეკრება და ერთ ციფრამდე დაყვანა საჭირო არ არის.imageაურის ფერი და დახასიათება:image

image

1 — წითელი აურა. ამ ფერის აურის მქონე ადამიანები ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევიან. არიან ეგოცენტრულები, პატივმოყვარენი და მიზანსწრაფულები. მათ უმრავლესობას აქვს ქარიზმა და ამიტომ, ყოველთვის იქცევენ ირგვლივმყოფების ყურადღებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წითელი აურის მფლობელები, შეიძლება მეტისმეტად ნერვიულები და ეჭვიანები იყვნენ და ემოციებსაც ვერ აკონტროლებდნენ. image

image

2 ნარინჯისფერი აურა. «ნარინჯისფერები», ძალიან ხშირად, თავგადასავლების მაძიებლები და პროგრესის მამოძრავებლები არიან. მათ ისეთ შეჯიბრში უყვართ მონაწილეობის მიღება, რომელშიც ფიზიკური საფრთხე შეიძლება იყოს. მაგრამ, ამავდროულად, რეალისტებიც არიან და ფეხზეც მყარად დგანან. წარმოუდგენლად შემოქმედებითები, ენერგიულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. ნეგატიურ მხარეებიდან აღსანიშნავია: საკუთარი სისუსტეების წაქეზება, სიფიცხე და ქედმაღლობა.

image

image

3 — ყვითელი აურა. ყვითელი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ფერია. აღნიშნული ფერის აურის მფლობელებს — ყოველთვის უამრავი ახალი იდეა უტრიალებთ თავში, უყვართ გულითადი საუბრები. ხოლო, მათი მთავარი მიზანი — თვითგამოხატვა არის. აქვთ შემოქმედებითი ნიჭი და ძლიერი ინტელექტი. ისინი მგრძნობიარენი, ზოგჯერ კი, ზემგრძნობიარენიც არიან. მათი მთავარი მიზანი — ბედნიერებისკენ სწრაფვაა. უარყოფითი მომენტებიდან, ახასიათებთ — სკანდალურობა და კონფლიქტურობა. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ყვითელი — ენერგოტევადი ფერია და ამიტომ, მისი ძალა მხოლოდ შემოქმედებაზე უნდა იყოს მიმართული. image

image

4 — მწვანე აურა. მწვანე ფერი — გონიერების, პოზიტიურობის და თანაგრძნობის სიმბოლო არის. «მწვანეები» ბედის გამოწვევისკენ ისწრაფვიან და საკუთარი მიზნის მიღწევისთვის, ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა შეუცლიათ. ისინი ადვილად ეგუებიან გარემო პირობებს, მაგრამ ცხოვრებისადმი ფუქსავატური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. მათი მთავარი პრობლემა ცხოვრებაში – შესაფერისი პარტნიორის მოძებნა არის.

image

image

5 — ცისფერი აურა. ცისფერი აურის მფლობელები შემოქმედებითი ნიჭით და დიდი წარმოსახვის უნარით არიან დაჯილდოვებულები. მათ ბევრის მიღწევა შეუძლიათ, თუ საკუთარ ენერგიას ფუჭად, უსარგებლო რაღაცეებზე არ დახარჯავენ. უყვართ მოგზაურობა, საცხოვრებელი ადგილის და ურთიერთობის წრის შეცვლა. ცისფერი აურის მქონე ადამიანები განვითარებისკენ და ახალი ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვიან. შესაძლებელია, რომ მათი დანიშნულება, სწორედ თვითსრულყოფილების მიღწევაში იყოს.

image

image

6 — ლურჯი აურა. ასეთი აურის მფლობელები, სიბრძნესა და ჰარმონიულობასთან ასოცირდებიან. «ლურჯებს» უყვართ სხვების დახმარება და გვერდში დგომა. ისინი კომუნიკაბელურები და ყურადღებიანები არიან, სიამოვნებას იღებენ ოჯახური პრობლემების მოგვარებისას. ისინი ემოციურები, მგრძნობიარენი და «სულიერი ადამიანები» არიან. ბევრი მათგანი საკუთარ თავს რელიგიას ან მეცნიერებას უძღვნის. მიდრეკილები არიან ბუნება-განწყობის ხშირი ცვლილებისკენ. image

image7 — იისფერი აურა. ასეთი აურის მქონე ადამიანები სულიერებით გამოირჩევიან. აქვთ დახვეწილი წარმოსახვა და ლიდერობის ნიჭი. ისინი არაორდინალურობითაც გამოირჩევიან და ყოველთვის თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. მათ ცხოვრებაში მკვეთრი აღმაფრენის და დაცემის უამრავი მომენტი არის. ფიზიკურად სუსტები, მაგრამ მაღალი ინტელექტის მფლობელები არიან. იისფერი აურა ბევრს არა აქვს და ამიტომ, მათ საკუთარი თავი, შეუძლიათ გამონაკლისებად ჩათვალონ. image

image

8 — ვარდისფერი აურა. ადამიანები ვარდისფერი აურით ნაზები და მზრუნველები არიან. მაგრამ, ამავდროულად, თუ საჭირო გახდა, საკუთარი აზრის დაცვაც შეუძლიათ. ხშირად არიან ხელისუფლების სათავეში და მაღალი სოციალური სტატუსი უკავიათ. ცხოვრებაში ყოველთვის დიდ მიზანს ისახავენ და შემდეგ, მისი მიღწევისთვის იბრძვიან. მაგრამ, უნდა გაითვალისწინონ, რომ თავშეკავებულობა არ აწყენდათ და საკუთარი შესაძლებლობები არ უნდა გადააფასონ, თორემ ყველაფრის დაკარგვის შესაძლებლობის რისკიც არსებობს.image

image

9 — ბრინჯაოს აურა. «ბრინჯაოს» ადამიანები ძალიან გულისხმიერები და მზრუნველები არიან, პოზიტიურად აზროვნებენ და ცხოვრებაში, უფრო ხშირად, — ოპტიმისტები არიან. თუმცა, საკუთარ თავს სათანადოდ ვერ აფასებენ, — ყოველთვის ფიქრობენ, რომ არასაკმარის ნიჭი და უნარი გააჩნით და ამის გამო, ხშირად ექცევიან სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ. ირგვლივმყოფები კი, მათი სიკეთით სარგებლობენ და «ბრინჯაოს ადამიანებს» საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. image

image

11 — ვერცხლის აურა. ასეთი აურის მქონე ადამიანები, ამავდროულად, განუსაზღვრელი ნიჭის მფლობელები არიან, აქვთ უჩვეულო წარმოსახვის უნარი და ინტუიცია. ნაკლებად პრაქტიკულები არიან და ბევრს ფანტაზიორობენ — ყოველთვის გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ და სამწუხაროდ, მხოლოდ ჰაერის კოშკებს აგებენ. ყველაზე დიდი საშიშროება «ვერცხლის ადამიანებისთვის» — ოცნების სამყაროში ჩაძირვა და რეალურისგან დაშორება არის. image

image

22 — ოქროს აურა. ამ აურის მფლობელები — იღბლიანები არიან. მათ ტემპერამენტს, მოთმინებას და ნიჭს, ნებისმიერ საქმეში, ახალი ნაპერწკლის გაჩენა შეუძლია. ისინი არასდროს ემორჩილებიან სხვას, «ოქროს ადამიანებს» ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. თუმცა, არსებობს ენერგიის წვრილმან საქმეებზე გაფლანგვის საშიშროებაც.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

გაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერი

მკითხაობა რიცხვებით: ჩაიფიქრეთ, ამოირჩიეთ და გაიგეთ

გაიგეთ, რას ნიშნავს თქვენი ტელეფონის ნომერი
გაიგეთ ვის რა ნიჭი გვერგო... ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
3078
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0