x
image
beroo
ხაჭოს ნამცხვარი ვაშლით
imageცხვება საცხობ ფირფიტაზე, გამოდის 20 ნაჭერი.

მასალა ცომისთვის:

200 გ. უცხიმო ხაჭო, 200 გ. ფქვილი, 1 მწიკვი მარილი, 200 გრამი ცივი კარაქი.

სხვა მასალა:


750 გ.მომჟავო ვაშლი, 60 გ.კარაქი, 60 გ.შაქარი, 100 გ. ნაღები, 1 ს.კ. ფქვილი, შაქრის პუდრა მოსაყრელად, ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის, ფქვილი სამუშაოდ.



წაუსვით ცხიმი ფირფიტას.ფქვილს შეურიეთ მარილი, ხაჭო, თხლად დაჭრილი ცივი კარაქი და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე, მოათავსეთ ფირფიტაზე და დადგით გრილ ადგილას.

გააცხელეთ ღუმელი.გათალეთ ვაშლი, გაჭერით და გამოაცალეთ გული.გახეხეთ მსხვილ სახეხზე.გაადნეთ კარაქი და წამოადუღეთ შაქართან, ნაღებთან და ფქვილთან ერთად.ადუღეთ 2 წუთი.დაუმატეთ გახეხილი ვაშლი.მიღებული მასა გაანაწილეთ ცომზე.აცხვეთ 175 გრადუსზე 30 წუთი.ცივ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.


მოსამზადებლად:30 წუთი

გამოსაცხობად:30 წუთი

1 ნაჭერი =190კ/კალ.




1
1171
5-ს მოსწონს
ავტორი:beroo
beroo
1171
  
0 1 1