x
image
beroo
საფეხბურთო სამყარო ლაჟვარდოვან სანაპიროებზე

imageცოტაც და, ბებერი კონტინენტის ეროვნული ჩემპიონატებისთვის მზადება დაიწყება. მანამდე კი ფეხბურთელები და მათი მეუღლეები, ფეხბურთელები და მათი მეგობარი გოგონები, ან, უბრალოდ, მათი მეგობრები ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ირუჯებიან. ყველა თავისებურად ტკბება შვებულებით. ერთნი წყლის თხილამურებზე დგანან, მეორენი სკუტერს ანიჭებენ უპირატესობას, ვიღაცა ფრენბურთს ან ფეხბურთს თამაშობს...
რაფაელ ვან დერ ვარტი მეუღლე სილვიასთან ერთად ნებივრობს მარბელაში. აქვე მეგობრების კომპანიაშია სერხიო რამოსი.
ზღვაზე არიან ფრენკ ლამპარდი და კრისტინ ბრიკლი. იბიცაზე შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს ლიონელ მესი, ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო მატრი. აქვეა ანდრეა პირლო და მისი ოჯახი. იბიცას მზისქვეშეთში მეგობარ გოგონებთან ერთად ირუჯებიან უესლი სნეიდერი და ჩავი ერნანდესი.
ვეტერანი პაოლო მალდინიც ოჯახთან ერთად ისვენებს, ოღონდ მაიამის სანაპიროზე. მაიამიშია ფალკაო მეუღლესთან ერთად. ვეტერანებმა ფილიპო ინძაგიმ და კრისტიან ვიერიმ კი უცხო ბანოვანთა კომპანიაში დასვენებისთვის ესპანეთის ფორმენტერა ამჯობინეს.
imageბასტიან და სარა შვაინშტაიგერები საბერძნეთის ნახევარკუნძულ მინოკოსაში ატარებენ შვებულებას, მიროსლავ კლოზემ კი ოჯახი კორსიკაზე წაიყვანა.
მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს კარიმ ბენზემაც.
სესკ ფაბრეგასი და დანიელა იტალიის კურორტ პორტო-ჩერვოში ტკბებიან ერთმანეთით.
კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი სენ-ტორპეში ისვენებენ. რონალდუს თანამემამულე პეპე კი მეუღლესთან ერთად მენორკას (ესპანეთი) სანაპიროზეა. სარდინიაში ისვენებს ბოატენგი, რა თქმა უნდა, მელისა სატასთან ერთად.image

4
1144
8-ს მოსწონს
ავტორი:beroo
beroo
1144
  
2013, 28 თებერვალი, 20:39
ბენზემა
2012, 19 ივლისი, 4:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ჯონ დო-ის კომენტარზე
2012, 16 ივლისი, 19:13
ნეტა ბათუმში რატომ არ ჩამოდიან?? ბათუმი ხომ თურმე მონაკოს,ნიცას ტენიანობიტ სჯობია:))))))))))))))))))))))))))))))))
0 1 4