x
image
beroo
სარეცხ მანქანაში გარეცხილი კატა გადარჩა

imageყველაზე სუფთა კატა, რომელმაც 1 საათი და 45 წუთი ჩართულ სარეცხ მანქანაში გაატარა, ახლა თავს კარგად გრძნობს. საქმე ის გახლავთ, რომ სამხრეთ აფრიკის მცხოვრებმა კერენ ბენეტმა ჩართო სარეცხი მანქანა და თავისი შავი კატის საძებნელად გაემართა, რომელიც სადღაც იყო დაკარგული. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა თავისი კატა ყველა შესაძლო ადგილას მოძებნა, მის კვალს მაინც ვერ მიაგნო. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მას ნაცნობი კნავილის ხმა მოესმა, რომელიც სარეცხი მანქანიდან მოდიოდა. როდესაც ქალი აპარატს მიუახლოვდა, მან თავისი კატის სახე ამოიცნო. შეშინებულმა ქალმა დასახმარებლად მეზობელსაც კი დაუძახა, შემდეგ კი მან კატა სარეცხი მანქანიდან ამოიყვანა და ვეტერინართან წაიყვანა, რომელმაც, როგორც იყო, მოასულიერა კატა და, თანაც ქალს ხატოვნად ამცნო, რომ კატამ ორ საათში მისთვის რგებული 9 სიცოცხლიდან 7 სიცოცხლე განვლო!

6
126
7-ს მოსწონს
ავტორი:beroo
beroo
126
  
2012, 19 ივლისი, 4:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 19 ივლისი, 4:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ფისუნია-ის კომენტარზე
2012, 14 ივლისი, 23:19
საბრალო,მეორედ მოსვლა ყოფილა მისტვის
2012, 14 ივლისი, 22:59
:D +1000
2012, 14 ივლისი, 22:57
ყოჩაღ კატას
0 1 6