x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
შინაური «გიგანტები» — კატის და ძაღლის ყველაზე დიდი ჯიშები
image


მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრს უყვარს კატა, მათი გრაციოზულობის და მოსიყვარულე ბუნების გამო. მაგრამ, ამ ცხოველებს შორის ისეთებიც არიან, ადამიანის შეშინება რომ შეუძლიათ. მაგ., მეინ კუნის ჯიშის კატა, სახელად სამსონი, რომელიც 13 კგ-ს იწონის და სიგრძეში 121 სმ-ია. ის რამდენიმე სმ–ით ჩამორჩება გინესის რეკორდსმენ, «ყველაზე გრძელ კატას», რომელიც 2013 წელს მოკვდა. ასე, რომ, დღეს სამსონი ყველაზე დიდი კატაა მსოფლიოში.
ამასთან, დიდი წონის მიუხედავად, კატა თავს კარგად გრძნობს და არც ჭარბი წონა აწუხებს, უყვარს თამაში და ძალიან მოსიყვარულე არის, რასაც ძალიან აფასებს მისი პატრონი ჯონატან ზურბელი, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად, ნიუ-იორკში ცხოვრობს.


image


«გარეგნობით მეტად მკაცრი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მოსიყვარულე და კარგად აღზრდილი კატაა» — ამბობს მისი პატრონი.


imageimage


«ყოველ დილით, ის მოთმინებით ელოდება ჩემი საძინებლის კარის გაღებას, რომ საწოლზე ამოვიდეს და მომესიყვარულოს — რთულია ამაზე კეთილი და აღზრდილი კატის პოვნა» — ირწმუნება ის.


image



«სამსონი — ნამდვილი ოცნების კატაა».


image


ძაღლებს შორის რეკორდსმენი კი, ირლანდიური მგლის მახრჩობელაა. ის დიდი კი არა, ძალიან დიდი ძაღლია. ჩვეულებრივ, მისი წონა 40–55 კგ–ია, ხოლო სიმაღლე, შეიძლება, 80–85 სმ იყოს. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზომებისა, ისინი პათოლოგიურად მეგობრულები არიან სხვა ცხოველების მიმართ. ისინი იმდენად კარგი ზნით გამოირჩევიან, რომ მათი წიწილებსაც კი არ ეშინიათ:


image


ეს კი განსხვავებაა, ჩვეულებრივ და ირლანდიური მგლის მახრჩობელას ლეკვს შორის:


image

image


ხოლო, ზრდასრული ძაღლი, პონიზე დიდია:


image


მის ფონზე, ნამდვილი მანქანა, სათამაშოს უფრო ჰგავს...


image


ირლანდიური მგლის მახრჩობელა იმდენად მშვიდი და თვინიერია, რომ ძიძის მოვალეობის შესრულებაც კი შეუძლია.


imageimageimageimageimageimageimageimage








0
233
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0