x
image
ციცი
Mediator image
"სიკვდილის სიძულვილი გაგიგიათ? მე მძულს სიკვდილი..."
image
სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძმები იოანე და თემო ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხრჩვნენ. პატარა ძმის გადასარჩენად შესულმა უფროსმა ძმამ ვერ შეძლო მისი გადარჩენა და ორი სიცოცხლე შეიწირა მდინარემ. იოანე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ღუდუშაურის კლინიკაში მუსაობდა, თემური კი აბიტურიენტი იყო, რომელმაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და გრანტის მოლოდინში იყო.

ძმებს მისი მეგობრები ძალიან დადებითად და უნიჭიერეს ახალგაზრდებად ახასიათებენ, რომელთაც წინ დიდი მომავალი ელოდათ.

მეგობრები საშინელ მწუხარებას და გულისტკივილს გამოხატავენ.

აი, რას წერს იოანეს ჯგუფელი გოგონა მის შესახებ სოციალურ ქსელლში:


"..... სიკვდილის სიძულვილი გაგიგიათ? მე მძულს სიკვდილი, მთელი არსებით მძულს, მხოლოდ მას შეუძლია ოცნების კოშკები გააანადგუროს, ბედნიერება მყისიერად უბედურებად აქციოს. ყველაზე მტკივნეულია, როცა მეგობარს სიკვდილის გამო კარგავ. თან როგორ მეგობარს, სიცოცხლე რომ ძაან სწყურია, უამრავი მიზნები აქვს განსახორციელებელი, რომელსაც აქვს იმის პერსპექტივაც და ამბიციაც, რომ იყოს საუკეთესო და უეცრად სიკვდილი.... ამ ყველაფერს უბრალოდ შლის. არვიცი როგორ უნდა დავიჯერო ეს ყველაფერი, როცა წარმოდგენაც კი არ შემიძლია ამ ყველაფრის. არ მითხრათ რომ ღმერთსაც კარგები უნდა თავისთან, არადა და არა. ვერ გავიგე რა უნდა ვთხოვო ღმერთს, ჯანმრთელობა? ვანო სრულებით ჯანმრთელი იყო, იღბალი? მატერიალური შესაძლებლობა? ჭკუა? ნიჭი? უსამართლობააა, უსამართლობაააა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი წელია რაც ერთმანეთი გავიცანით, უდიდესი ტკივილი ხარ. ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველა, თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, შენ კვატების ჯგუფხელი, საპატიო თანამდებობის მქონე პიროვნება. წარმოუდგენელია უნივერსიტეტი შენს გარეშე, შენი ბაჯბაჯის გარეშე, როცა მოგვიახლოვდები და გეტყვით: ვანო რაღაც წონაში მოგიმატიათქო, შენ კი გაფართოებული თვალებით გვეტყვი: ვარჯიშს ვიწყებ და დავიკლებო, ორ წუთში კი ძაან მოგშივდება და უნის ბუფეტში გაიქცევი, მერე სემინარებზე შევალთ შენ შენს დაკუჭულ ხალათს ამოიღებ და ამაზე ერთად ვიცინით ყველა, მერე რაღაც მეტიჩრულს დაახეთქებ, აქ მართლა ძაან მეცინება და მერე რაღაც გველურს მეტყვი და ვჩუმდები. როცა მოწყენილი ვიქნები მეტყვი, რევიშვილი რა გჭირსო და დამამშვიდებ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ხშირად გეუბნებოდით შეუცვლელი ჯგუფხელიხართქო, მართალია ცოტა ირონიულად, მაგრამ ახლა მივხვდი რომ მართლაც შეუცვლელი ყოფილხარ. გუშინწინ გითხარი შეუფასებელი პიროვნება ხართქო და მართალი ვყოფილვარ. არ ვიცი ამ ტკივილს გადაწონის კი ის ერთწლიანი ბედნიერება? არა, ერთი წელი ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმდენი მოგონება დაგვიტოვე. ბედნიერი ვარ იმით, რომ მქონდა პატივი ვყოფილიყავი შენი ჯგუფელი. შენ შენი სიკვდილის მიზეზითაც დაამტკიცე ის, რომ ნამდვილი ექიმი ხარ, სულში გაქვს ექიმობა. ვერასდროს ვერ ვილაპარაკებ შენზე წარსულში, შენ მუდამ დარჩები მეხუთე ჯგუფის ჯგუფხელი, სპეტაკი ვანო. ისევ ჩვენი ჯგუფელი ხარ, შენი სახელით კიდე ჩვენ გავხდებით ისეთი ექიმები, რომ ჩვენით იამაყებ. მაგრამ არ ვიცით უშენობით გამოწვეულ ტკივილს როგორ გავუმკლავდეთ. ალბათ, უკვე გვიანია ამის თქმა, მაგრამ შენ ისედაც ხვდებოდი, რომ ძალიან გვიყვარხარ და მიუხედავად ჩვენი წუნკალი ენებისა, ყოველთვის ვამაყობდით შენით.
R I P. Ioane"image
imageimage

4
436
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
436
  
2016, 6 სექტემბერი, 10:51
ბიჭებო თქვენ მთელს საქართველოს დააკლდებით ყველაზე ნიჭიერები იყავით
2016, 11 აგვისტო, 18:44
ავტორი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, მისი მეგობრის სიტყვებია, მან ამ სიტყვებით გადმოსცა თავისი ემოცია
2016, 11 აგვისტო, 16:20
ვიზიარებ... მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს ,,ავტორთან"-იქნებ მიპასუხო,ვის უყვარს სიკვდილი???
2016, 11 აგვისტო, 13:41
შემძრა ამ ბიჭების უბედურებამ..გული გასკდა ამდენი ცუდი ამბის გაგებით:((((
0 1 4